8 პარტია აჭარაში პროპორციული არჩევნებისთვის აჭარის კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

„აჭარის კონსტიტუციის“ შეცვლის მოთხოვნით დღეს, 4 ივლისს, 8 პოლიტიკურმა ძალამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ისინი დროულად კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ იმისთვის, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდეს. „არსებული კონსტიტუციით აჭარაში პროპორციული სისტემით არჩევნები ვერ ჩატარდება… ჩვენ ვითხოვთ დროულად შეიცვალოს „აჭარის კონსტიტუცია“ და კონსტიტუციური კანონი“, – ამბობს გია მასალკინი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი …

მუსიკის მასწავლებელი, მეფუტკრე ქალი და სხვები – როგორ მოვიპოვოთ EU-ს დაფინანსება სოფლად

ხულოსა და ქედაში უკვე შეარჩიეს ფერმერები, რომლებიც ევროკავშირისგან გრანტს მიიღებენ. სოფლად მცხოვრები 27 ადამიანი ხულოში და ამდენივე ქედაში, სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდება. წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჯამში 1 067 900 ლარის გრანტი გაიცა. ეს მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე, ტურიზმის ან სხვა ბიზნესის განვითარებას სოფლად. ევროკავშირი საქართველოში სოფლის გაძლიერებას 2013 წლიდან ცდილობს. ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD-ის …

ახალი კორპუსი ისტორიული სახლის ნაცვლად ვაჟა-ფშაველას 13-ში

„ამ ადგილზე რომ რაღაც უნდა აშენდეს, მე მივედი ამ პოზიციამდე ბევრი ფიქრის შემდეგ,“ – ეს ზაურ ახვლედიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზონალური საბჭოს სხდომის შემდეგ გვითხრა. საბჭოს სხდომაზე დღეს, 3 ივლისს, ვაჟა-ფშაველას 13-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენების საკითხი განიხილეს. კომპანიას, რომელმაც ამ მისამართზე ისტორიული სახლი 2015 წელს დაანგრია, საბოლოო პასუხი ვერ უთხრეს, თუმცა …

არ დაუდგენიათ, კურნავს თუ არა დიაბეტს ბუთურაულის წყალი, მაგრამ მერიამ ინფრასტრუქტურა მოაწყო

შუახევში, სოფელ ბუთურაულის წყალთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ეს ის წყალია, რომელიც რამდენიმე ადგილობრივის მტკიცებით, სამკურნალოა და დიაბეტს კურნავს. ამ წყაროსთან თუნდაც გასულ წელს ცოცხალ რიგში ადამიანები საათობით იდგნენ. მაშინ აქ ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ახლა სოფლის გზიდან წყალთან ჩასასვლელი გზა მოასფალტებულია, მისასვლელ ბილიკზე კი რკინის მოაჯირებია დამონტაჟებული. გზაზე ფანჩატურიც შეგხვდებათ და უკვე დამონტაჟებული განათების ბოძებიც. ბუთურაულის …

ბოლო 7 წელში საკუთარი სახლიდან 2 971 ოჯახი გამოასახლეს იძულებით 

ოფიციალური მონაცემებით, რომელიც „ბათუმელებმა“ ახლახან გამოითხოვა, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 2 971 საქმეზე შედგა იძულებითი აღსრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უსახლკაროდ სწორედ ამდენი ოჯახი დარჩა. იძულებით გამოსახლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს იყო – 700 ოჯახი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, მაისის ჩათვლით, იძულებით 261 ოჯახი …

“სირცხვილია”- ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ

„სირცხვილია!” „გადადგეს შსს მინისტრი გიორგი გახარია!”- ამ ტრანსფარენტებით ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ. შეკრებილები პროტესტს უცხადებენ რუსულ ოკუპაციას. ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმში უკვე მესამედ შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციის მოთხოვნას – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. ამავე თემაზე: აქცია ბათუმში: „ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა“ საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც …

მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაციას აღარ აცხადებენ

სტანდარტულ ინფორმაციას ბათუმი-თბილისის მატარებელში ვეღარ მოისმენთ. ინფორმაცია უკვე მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ცხადდება. „საქართველოს რკინიგზის“ ამ სიახლის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა შეატყობინა. „ეს გადაწყვეტილება რკინიგზამ ოთხი თვის წინ მიიღო,“ – ირწმუნებიან „საქართველოს რკინიგზის“ პრესცენტრში. პრესცენტრის ინფორმაციით, რუსულ ენაზე ინფორმაციის გამოუცხადებლობა არ უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. პრესცენტრში ვერ გვითხრეს, …

ახალი დეტალი, რამაც შესაძლოა „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ამოაყირავოს

„მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში“ შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს, თუკი ხვალ, 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო ბათუმის მერიის სარჩელის განხილვას დაასრულებს. ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს „იაფი სახლის“ გამო. ეს ის სახლია, რომელიც ვერ აშენდა ბათუმში. „იაფი სახლის საქმის“ გამო დააკავეს 30 მაისს 7 მაღალჩინოსანი – პროკურატურა დაკავებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, …

აჭარის გზების დეპარტამენტს 3 ექსკავატორის ყიდვის უფლება არ მისცეს

„ვერ გეტყვით, რა იყო უარის მიზეზი, მე დეპარტამენტის თანამშრომელი ვარ,“ – ასე გვიპასუხა აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ბექაიამ კითხვაზე: რატომ ვერ მიიღო თანხმობა ამ უწყებამ საქართველოს მთავრობიდან ექსკავატორების შეძენაზე. აჭარის გზების დეპარტამენტს ექსკავატორების შეძენაზე თბილისიდან რომ უარი უთხრეს, ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი რომანაძემ გუშინ, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. გიორგი რომანაძის თქმით, …

მერიის მაღალჩინოსნისა და ბიზნესმენის ქუჩაში ჩხუბზე მოკვლევა არავის დაუწყია

„ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, პირველად მესმის“, – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნის და ბიზნესმენის დაპირისპირებაზე. მშენებელი მუხრან ელიაძე აცხადებს, რომ მას მერიის მაღალჩინოსანი – ჯემალ დიასამიძე ქრთამის სახით 10 ათას ლარს და ძვირადღირებულ მანქანას სთხოვს. მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გუშინ, 27 ივნისს, „ბათუმელების“ ჟურნალისტი შეესწრო. მათ სასამართლოს შენობის …

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, პროკურატურის მოთხოვნით გაათავისუფლეს. თავდაპირველად ბრალდებულ გიორგი ტ.-სთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ ითხოვა. რამდენიმე დღეში მოსამართლესთან საკუთარი ინიციატივით ისევ პროკურორმა იშუამდგომლა და იგივე გიორგი ტ.-ს გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა. გიორგი ტ. პატიმრობიდან გაათავისუფლეს. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი …

თორნიკე რიჟვაძე 20 ივნისის მოვლენებს 28 ივნისს გამოეხმაურა

“ქვეყანას ავარიდეთ საფრთხე,”- მიიჩნევს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მან დღეს, 28 ივნისს, მთავრობის სხდომა 20 ივნისის მოვლენების შეფასებით დაიწყო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად გაიზიარა. “გადადგა ირაკლი კობახიძე,”- აღნიშნა მან. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საპროტესტო აქციებზეც. “ახალგაზრდების გულწრფელი ემოციები დესტრუქციულმა ძალებმა გამოიყენეს… არ დავუშვებთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას,”- განაცხადა თორნიკე …

რატომ გაუწიეს „შეღავათი“ პირებს, რომელთაც ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე. ისინი ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომლის – ალექსანდრე თევზაძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 24 ივნისს დააკავეს. ამ თემაზე: მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ფეისბუქპოსტის გამო დაჭრეს თავდაპირველად პროკურატურა დაკავებულებს ხულიგნობის მუხლით ედავებოდა. მოგვიანებით საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს. კახა მიქელაძეს პროკურატურა ამჯერად 126-ე მუხლით ედავება, …

კახა მიქელაძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე. სასამართლომ კახა მიქელაძე 2000 ლარი გირაოს, ხოლო ირაკლი აბუსერიძე 3000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ისინი მას შემდეგ დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, როცა გირაო უზრუნველყოფილი იქნება. საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – ევროპის მოედნიდან ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი წაიყვანეს და დაჭრეს. ალექსანდრე თევზაძის თქმით, იყო მისი გატაცების …

ანგისის ბავშვთა საავადმყოფო 500 ლარით დააჯარიმეს

500 ლარით შპს “ევექსი ჰოსპიტალი” მოსამართლე კობა გოცირიძემ დააჯარიმა. სასამართლო განხილვაზე ამ კომპანიის იურისტმა თქვა, რომ ის შემოწმების ოქმში დაფიქსირებულ დარღვევებს ეთანხმება. “ევექსის” ერთ-ერთი კლინიკა – ანგისის ბავშვთა საავადმყოფო სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გასულ წელს შეამოწმა. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, კლინიკაში სამედიცინო საქმნიანობის სანებართვო და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის ფაქტები გამოვლინდა. “პირველი დარღვევა იყო ის, რომ პედიატრიულ განყოფილებაში …

ბათუმში უვადოდ დანიშნეს მოსამართლე, რომელმაც 2012 წელს ივანიშვილი 126 მილიონით დააჯარიმა

ერთ-ერთი ადმინისტრაციული დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 ივნისს, ახალმა მოსამართლემ კობა გოცირიძემ განიხილა. იგი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბათუმში უვადოდ 3 ივნისს გაამწესა. კობა გოცირიძე ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს, კონტროლის პალატის დასკვნების საფუძველზე, ერთმანეთის მიყოლებით გაასამართლა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე. მაშინ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლე კობა გოცირიძემ 126 მილიონამდე …

აქციის ბათუმელი მონაწილე: ექიმები რეზინის ტყვიას ჩემი ორგანიზმიდან დღემდე ვერ იღებენ

„ექიმები მეუბნებიან, რომ თუ ახლა ტყვიას ამომიღებენ, შესაძლოა, ანთებითი პროცესი გააქტიურდეს, ქსოვილი ძალიან დაზიანებული და დასუსტებულია, 11 მმ-ით არის ტყვია შესული ხელში,“ – გვიყვება ბათუმელი გიორგი თებიძე. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია. 20 ივნისის ღამეს მას რეზინის ხუთი ტყვია მოხვდა სხეულზე. გიორგი ტყვიით სხეულში სამსახურში დადის – ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში და დღევანდელ აქციაზეც აპირებს მისვლას. …

მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ფეისბუქპოსტის გამო დაჭრეს

„მანქანით ევროპის მოედნიდან გამიყვანეს. კახა მიქელაძემ მითხრა, რომ სპეციალურ ადგილზე მივყავდი,” – აცხადებს ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე. იგი 21 ივნისს დაჭრეს. ამ საქმეზე ჯგუფური ხულიგნობის მუხლით ორი პირია დაკავებული, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, კახა მიქელაძე. ალექსანდრე თევზაძე ყვება, რომ კონფლიქტი „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ალეკოს თქმით, კახა მიქელაძემ საპროტესტო აქციებზე გამოსულ …

რა ისმის სატელეფონო ჩანაწერში – „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებისთვის დაკავებულის საქმე

„ეს არის აბსურდი, რომ ადამიანი მუხიანიდან ღამით ფეხით მიდიოდა პარლამენტთან მოლოტოვის კოქტეილებით“, – ამბობს ადვოკატი მარიკა ჯანიკაშვილი. ის 21 ივნისს დაკავებული გიორგი წიქარიძის ინტერესებს იცავს. პროკურატურა აცხადებს, რომ წიქარაძე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს. ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ბრალდებით დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ბენზინით სავსე 12 ბოთლი, ნაჭრები …

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა 21 ივნისს მოხდა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაჭრის შესახებ თავად ალექსანდრე თევზაძეც ადასტურებს. ალექსანდრე თევზაძე ასევე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის ცივი იარაღით არის დაჭრილი. ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ კონფლიქტის მიზეზს და დამჭრელის ვინაობას არ ასახელებს. „ჩემი …

პეტიცია რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით

რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით „სამოქალაქო მოძრაობამ“ პეტიცია მოამზადა. პეტიციის მოთხოვნაა პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბოს და „პოლიციის შესახებ“ კანონში  შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც რეზინის ტყვიებით საპროტესტო აქციის დაშლა აიკრძალება. „პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, …

ექიმი ამბობს, რომ ქუჩაში თავდამსხმელებმა მძიმედ დააზიანეს, გამოძიება კი არავის აკავებს

„მას შემდეგ, რაც ეს პირები ამოვიცანი, ერთი თვე გავიდა. გამოძიება არავის აკავებს. გამომძიებელმა მითხრა, რომ შვებულებაში გავიდა და ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს…“ – გვიყვება ექიმი, კლინიკა „მედცენტრის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ბახტაძე. მას 20 მაისს, დღის 2 საათზე, კლინიკის წინ მდებარე სკოლის ეზოში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „შესვენებაზე გამოვედი, რაღაც …

რატომ ვერ ელევა ივანიშვილი მინისტრ გახარიას?

„გახარიას თუ გაუშვებენ, გამოვა, რომ შეცდომა აღიარეს 20 და 21 ივნისის პროცესებზე. მათ ამ შეცდომის აღიარება არ სურთ, რადგან ამ აღიარებით ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგებიან. სხვა ამბავია კობახიძის გაშვება – კობახიძის გაშვებით ხელისუფლებამ აღიარა, რომ გავრილოვის პარლამენტში შეშვება იყო შეცდომა,“ – მიიჩნევს ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. რატომ არ გადადგა თანამდებობიდან შინაგან საქმეთა …

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვიხილეთ ძალადობა პოლიციელებზე

„ჩვენ ვიხილეთ ძალადობა პოლიციელებზე, როგორ მომხდარიყო შეჭრა ჩვენს პარლამენტში… ბუნებრივია, ამ ნაბიჯს მიეცემა სამართთლებრივი შეფასება, ისევე, როგორც შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ძალის გადამეტებას ადგილი,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. პრემიერმა ასევე თქვა, რომ გამოძიების პროცესი …

ბათუმში აქციის მონაწილეების გინებისთვის მოქალაქე დააკავეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეების შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დუმბაძის ქუჩის მიმართულებით წავიდა. პოლიციელებმა მოქალაქე რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს, რასაც რამდენიმე მოქალაქის პროტესტი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ეს პირი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისთვის. ევროპის მოედანზე შეკრებილები გუშინ საქართველოს პარლამენტთან აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლას აპროტესტებენ. ამ დროისთვის …

“Stop Russia” – აქცია ბათუმის ევროპის მოედანზე [ფოტო]

გიორგი გახარიას გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ბათუმის ევროპის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზეც ითხოვენ. შეკრებილები თვლიან, რომ გუშინდელი ღამის შემდეგ მხოლოდ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან წასვლა საკმარისი არ არის. “გახარიამ ისე ილაპარაკა, შესაძლებელია, ადამიანი, რომელმაც თვალი დაკარგა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს… ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ დაეცვა ხალხი, პირიქით, დაარბია. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ხალხშია ძალა და ხელისუფლება …

„ნუ მესვრი“ – ბათუმში ჟურნალისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ

„ნუ მესვრი“ – ამ სლოგანით დღეს, 21 ივნისს, ჟურნალისტები ბათუმშიც შეიკრიბნენ. პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ათზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. სხვადასხვა ქალაქში აქციაზე გამოსული ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას აპროტესტებენ. ჟურნალისტების დაშავების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და …

ქართველ მუსლიმთა კავშირი: ხელისუფლება ვალდებულია გაითავისოს საკითხის სიმძიმე

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. „საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი რუსეთის სათათბიროს წევრის განთავსება ვფიქრობთ არ განსხვავდება იმ სამხედრო ინტერვეციის და ოკუპაციისგან, რასაც რამდენიმე წელია ახორციელებს რუსეთი საქართველოს მიმართ. რათქმა უნდა, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლების ამ …

“გადადგეს მოღალატე კობახიძე”- აქცია ბათუმის ევროპის მოედანზე

“გადადგეს მოღალატე კობახიძე”, “#არაივანიშვილს”, “გადადგეს რეზიდენტი გახარია”, – ამ და სხვა ტრანსფარანტებით ბათუმში, ევროპის მოედანზე საქართელოს პარლამენტში დღეს მომხდარ შემთხვევას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა” . დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლური ასამბლეის მსვლელობის დროს, თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. ასაბლეა პარლამენტში პროტესტის შემდეგ შეწყდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც დღეს …

არჩილ თალაკვაძე: რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის

„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!“ – წერს ფეისბუქის გვერდზე პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. კომენტარის გაკეთებაზე მან უარი გვითხრა. ამ წუთებში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და აცხადებენ, რომ არ შემოუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც …

დავით გაბაიძე გაძევებულ დეპუტატს: სინანული გვიანია

“ვერ დასვამთ შეკითხვას, გაძევებული ხართ უკვე. სინანული გვიანია,” – ამ სიტყვებით სცადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონის შეჩერება შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოს ჩააბარა. სხდომაზე შესვენება ენმ-ის წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და თორნიკე რიჟვაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გამოცხადდა. გაფრთხილების მიუხედავად, ელგუჯა ბაგრატიონს სხდომათა დარბაზი …

თორნიკე რიჟვაძე დეპუტატს: არასდროს გაგიტარებთ

“არასდროს გაგიტარებთ იმას, რომ ხალხს მიაყენოთ შეურაცხყოფა,” – მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონს. რამდენიმეწუთიანი შელაპარაკება ისევ შესვენების გამოცხადებით დასრულდა. დაპირისპირება “როიალ კარიბიანის” პროექტზე საუბარს მოჰყვა. თორნიკე რიჟვაძეს ელგუჯა ბაგრატიონმა უთხრა, რომ ამ პროექტმა ხელისუფლების უუნარობა აჩვენა. “გიყვირებთ კი არა, მეტსაც გიზამთ… გასაყრელი ხართ ლევან ვასაძის კომბლებით… თქვენ ხელფასსაც იღებთ …

რიჟვაძე შაჰინის სკოლაზე, რესპუბლიკურსა და შუახევიჰესზე

“იქ მოხდა მნიშვნელოვანი ავარია, მაგრამ ინვესტორი ამას მიიყვანს ბოლომდე,” – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ “შუახევიჰესთან” დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აბარებს. თორნიკე რიჟვაძეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ასმათ დიასამიძემ ჰკითხა, შაჰინის სახელობის სკოლის დახურვის შესახებ, რაც ორი წლის წინ მოხდა. ასმათ დიასამიძის თქმით, იქვე არსებულ თურქულ სკოლასაც აქვს ავტორიზაციის …

“უპრეცედენტო” სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

“უპრეცედენტო”- ეს სიტყვა უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯერ საბჭოს თავმჯდომარემ ახსენა, შემდეგ – თორნიკე რიჟვაძემ და ოპოზიციამ. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშს დეპუტატებს აბარებს. დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატია უპრეცედენტოა, რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აქამდე ვალდებული არ იყო, ანგარიში ჩაებარებია უმაღლესი საბჭოსთვის. თორნიკე …

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა თვითნებურად და ლეგალურად

ბათუმიდან ჩაქვის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. #40 სამარშრუტო ხაზით მოსარგებლე მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ. „ასე თვითნებურად ყველაფერი შეუძლიათ მძღოლებს? მხოლოდ ამ დასახლების მგზავრებს გაეზარდათ ღირებულება“, – მოგვწერა ერთ-ერთმა მგზავრმა. „მგზავრობის ტარიფი შესაძლოა ისევ გაიზარდოს, თუკი საწვავი გაძვირდება,“ – გვითხრეს შპს „აჭარტრანსრეგულირებაში“. აქ განმარტეს, რომ ტარიფი მართლაც მძღოლების მოთხოვნით გაზარდა კომპანიამ და მგზავრები …

აჭარის მთავრობის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერად ნინო გორჯელაძე დაინიშნა

აჭარის მთავრობის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო გორჯელაძე იქნება. ინფორმაციას ადასტურებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი აჭარის მთავრობას ამ დრომდე არ ჰყოლია. ნინო გორჯელაძე ამ თანამდებობაზე 17 ივნისს ხელშეკრულებით აიყვანეს. როგორც აჭარაში მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, ნინო გორჯელაძე ამ თანამდებობაზე სამი თვის ვადით დანიშნეს. ნინო გორჯელაძე ბოლო წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიაში“ მუშაობდა. ___________________ ფოტოზე: ნინო …

Exit mobile version