მთავარი,სიახლეები

10 წელი ციხეში – განაჩენი ჩაქვში მომხდარ მკვლელობაზე

24.07.2019
10 წელი ციხეში – განაჩენი ჩაქვში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობაში ბრალდებულ ჯუმბერ აბაშიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მკვლელობა 2018 წლის 28 ნოემბერს მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, თუმცა მალევე პროკურატურამ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივი გამორიცხა და მკვლელობის მიზეზად პირადი შურისძიება დაასახელა.

საქმის მასალების მიხედვით, მოკლული მამია ცეცხლაძე იმ დღეს არჩევანის გასაკეთებლად ჩაისუბნის ცენტრში მივიდა, შემდეგ კი საკუთარი ავტომანქანით სახლში მარტო ბრუნდებოდა. გზაში შემხვედრი, მოძრავი ავტომანქანიდან მას მოულოდნელად ესროლეს. მსჯავრდებულმა ჯუმბერ აბაშიძემ თანასოფლელს ავტომანქანით მოძრაობის დროს სანადირო თოფიდან ესროლა.

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულის ახლობლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ტრაგედია წინა გამოუძიებელი საქმის შედეგია – „2005 წელს, ცხონებულმა სიმთვრალეში შეკამათების დროს, ფეხში დაჭრა ჯუმბერი და ფეხი მოსაჭრელი დარჩა“, – გვითხრეს ოჯახის ახლობლებმა. მსჯავრდებული პროთეზს ატარებს.

2005 წლის შემთხვევის შემდეგ მსჯავრდებული ცოლთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. მსჯავრდებული 37 წლისაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: