მთავარი,სიახლეები

ხელში ჩავიგდეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 35 000 ფაილი, საიდუმლო ხელშეკრულებები – ანონიმუსი

24.03.2022
ხელში ჩავიგდეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 35 000 ფაილი, საიდუმლო ხელშეკრულებები – ანონიმუსი

24 მარტს ჰაკერების საიდუმლო ჯგუფმა, რომელიც თავს „ანონიმუსს“ (Anonymous) უწოდებს, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჰაკეს რუსეთის ცენტრალური ბანკი. მათი თქმით, ხელში ჩაიგდეს 35 000-ზე მეტი ფაილი, მათ შორის, საიდუმლო ხელშეკრულება. „ანონიმუსი“ აღნიშნული ფაილების გასაჯაროებას მომდევნო 48 საათში აანონსებს.

„ახლახან: ანონიმუსის კოლექტივმა დაჰაკა რუსეთის ცენტრალური ბანკი. 35000-ზე მეტი ფაილი გამოქვეყნდება 48 საათის განმავლობაში, მათ შორის, საიდუმლო ხელშეკრულებები. ოპერაცია რუსეთი“.

ჰაკერთა აღნიშნული ჯგუფი ომის პირველი დღეებიდან უჭერს მხარს უკრაინას და დროდადრო თავს ესხმის რუსულ სტრატეგიულ ვებგვერდებს, მედიასა თუ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც კვლავ რჩებიან რუსულ ბაზარზე.

ამავე თემაზე:
„ანონიმუსი“: რუსული პროპაგანდისტული მედიების ვებგვერდები დაჰაკულია 

„ანონიმუსი“: რუსეთს აღარ აქვს კონტროლი თავის დაზვერვით სატელიტებზე 

კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ი „ანონიმუსმა“ გათიშა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: