ლევან ვარშალომიძის განმარტება თურქულ გამოცემაში გაკეთებულ კომენტარზე

მედიასა და სოციალურ ქსელში საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა ლევან ვარშალომიძის სიტყვებს, რომელიც მან თურქულ გამოცემას – „ჰურიეთი“ [hurriyet] ბლიც-ინტერვიუში უთხრა: „როგორც შავიზღვისპირელი აღვნიშნავ, ქართველები და თურქები სრულიად ერთნი ვართ, ერთი ხალხი ორი სახელმწიფოში“, – აღნიშნულია ინტერვიუს ქართულ თარგმანში, რომeლიც ლევან ვარშალომიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. ვარშალომიძემ დღეს სასტუმრო „შერატონში“ გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან ამ სიტყვების შესახებ განმარტა [კომენტარს სტილის …

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ხელვაჩაურიდან

გზა ბათუმიდან ხელვაჩაურის ცენტრამდე და პირიქით, #39 სამარშრუტო ტაქსით, 10 წლის წინ, 22 წლის ასაკში გახდა ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, შორენა ფაღავას ყოველდღიურობის ნაწილი. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე მეოცნებე გოგო მაშინ საჯარო სამსახურში – ხელვაჩაურის გამგეობაში აღმოჩნდა, დღეს კი უკვე მეოთხე წელია, ხელვაჩაურში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, თვითგამოხატვასა და მიზნებისთვის ბრძოლის სწავლაში. ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი აჭარის …

“მეტი უფლებამოსილება აჭარას“ – ენმ-ს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 15 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონში“ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აჭარის განვითარების საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. „ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ“ – ეს არის ძირითადი სლოგანი ენმ-ს საარჩევნო ბუკლეტებზე. პროგრამა ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატებმა წარმოადგინეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და პარტიული სიის მეორე ნომერმა პეტრე ზამბახიძემ, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გაზრდაზე ისაუბრა, რაც პარტიის პროგრამაშია გაწერილი. „სოციალური …

ლევან ვარშალომიძე თურქეთში თავისი ბიზნესის შესახებ

ლევან ვარშალომიძე თურქეთის ქალაქ სტამბოლში კომპანია “კონსალტინგის” ფლობს და იქ ხშირად იმყოფება, წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ [hurriyet] ლევან ვარშალომიძესთან გამოქვეყნებულ ბლიც-ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედია ხშირად წერს სხვადასხვა კომპანიაში ვარშალომიძის ბიზნესინტერესებზე, დღემდე ოფიციალურად არსად დაუდასტურებია აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ის ბიზნესით არის დაკავებული. დღეს ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, „ბათუმელებმა“ პირადად ჰკითხა …

რას გვეუბნება “გუგლი” მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ

აჭარაში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას თუ გადაწყვეტთ, ალბათ, პირველი რასაც გააკეთებთ, ინტერნეტში „გუგლის“ საძიებო სისტემაში მათი სახელებისა და გვარების ჩაწერაა; გეგმა ბ-დ ალბათ ფოტოს მიხედვით ძიებასაც დაიტოვებთ. თუმცა, უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რიგ კანდიდატებს „გუგლი“ ვერ ცნობს. საძიებო სისტემა, უმეტეს მათგანზე, ფეისბუქის ანგარიშისა და მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებისას მასმედიაში გავრცელებული „ნიუსების“ [სადაც მათი სახელ-გვარები …

რა დახვდებათ მოსწავლეებს სკოლებში

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ახალ სასწავლო წელს აჭარის სკოლები მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობით ხვდება. რამდენი სკოლა აშენდა /გარემონტდა წელს? მოხერხდება თუ ვერა სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების დროულად გაცემა? ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელები“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, სულიკო თებიძეს ესაუბრა.  ბატონო სულიკო, დაიწყება თუ არა მთელ აჭარაში სასწავლო პროცესი` ერთდროულად, 15 …

მაჟორიტარი კანდიდატი: კარდაკარ მარტო იმიტომ კი არ დავდივარ, რომ ბოდიში და ყავა დავლიო

ქენან კახიძე ხელვაჩაურის 72-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტკურმა პარტიამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  წარადგინა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. ბატონო ქენან,  გვაინტერესებს თქვენი გეგმები და ხედვები; რაიმე კონკრეტული იდეა თუ გაქვთ, რისი შეცვლაც არის საჭირო, ან რაიმე ინიციატივის შეტანას თუ გეგმავთ? ჩვენ პროგრამა გვაქვს გაწერილი, საერთოდ პარტიას და …

უსკო: პარტიული სია ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა [11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი] წარადგინა. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“; …

გიორგი კეკელიძე: საგანმანათლებლო პოლიტიკის გარეშე ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი, პროზაიკოსი, ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კეკელიძე სექტემბერში, ბოლო დროის ბესთსელერის – „გურული დღიურების“ მეორე ნაწილსა და ზღაპრების კრებულს შესთავაზებს მკითხველს. ბატონო გიორგი, როგორც ვიცით თქვენი პირველი ნაბიჯები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში უნივერსიტეტის ლიტერატურულ გაზეთიდან – „ლილ“ იწყება. მაშინ როგორი იყო თქვენი ხედვები და …

ორ მრავალშვილიან ოჯახს ბათუმის მერია ბინებსა და რემონტისთვის თანხას გადასცემს

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმის სკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  კენჭი უყარეს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ბათუმის მერიისათვის თანხმობის მიცემის საკითხს. „მიღებული გადაწყვეტილებით შაქრო ქადიძისა და ნინა ივანაძის ექვსშვილიანი და ირინა სალკოვას რვაშვილიანი ოჯახები ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ.N-1,  126 კვ/მ ფართობის საცხოვრებელ ბინებსა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ 31 500 ლარს მიიღებენ“, – ნათქვამია საკრებულოს …

„ნაციონალური მოძრაობის“ სია აჭარაში ძველი სახეებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უკვე ცნობილია. პირველი ნომერი სიაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეა. მან სიის პირველი თხუთმეტი წევრი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ „ეს 15-ვე სრულად შევა უმაღლეს საბჭოში“. სიაში სულ 35 პირია. ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე; პეტრე ზამბახიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი; გია აბულაძე – აჭარის …

უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, 8 სექტემბერს იწურება. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით პარტიული სია წარდგენილი აქვს შემდეგ 6 საარჩევნო სუბიექტს [მათ შორისაა 5 დამოუკიდებელი პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი]: ,,უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; საარჩევნო ბლოკი „ნინო …

ლექტორ-მასწავლებელთა ვაკანსიები იურიდიულ ფაკულტეტზე ბსუ-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ლექტორ-მასწავლებლების ვაკანსიაზე განაცხადების მიღება ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება. სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შვიდი საგნის ვაკანტური საათების წაკითხვის მსურველებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რეზიუმე [CV], პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქსეროასლი. ხოლო შემდგომ მათი შერჩევა მოხდება 14-15 სექტემბერს, კონკურსის წესით. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვაკანტური საათები …

როგორ უნდა დატოვოთ ყველა ჯგუფი ფეისბუქზე ერთდროულად

ფეისბუქის მომხმარებლებისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფებში ავტომატური დამატება. ზოგიერთი მომხმარებელი ასობით ჯგუფის წევრია და ყოველდღიურად იღებს შეტყობინებებს ამ ჯგუფში გავრცელებულ პოსტებზე. ფეისბუქის ფუნქციებში არ არის ყველა ან რამდენიმე ჯგუფის ერთდროულად დატოვების ფუნქცია, რის გამოც ფეისბუქის მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზამკვლევი ვიდეო YouTube-ზე მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა. ვიდეოს ავრცელებს i LOVE YOUTUBE-ის სახელით …

„მონოპიესების ფესტივალი“ ბათუმში

დღეს, ექვს სექტემბერს ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება. ფესტივალი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება და დღეში ორ მონოსპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. ორგანიზაცია „Art Way“ მონოპიესების ფესტივალს ბათუმში მესამედ ატარებს. წელს ფესტივალს ორი უცხოელი მონაწილე – უკრაინელი დრამატურგი და აზერბაიჯანელი რეჟისორი ჰყავს. მათ ქართველ მსახიობთან ერთად საერთო ჯგუფი შექმნეს, ბიუჯეტის სიმცირის გამო საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ საქართველოში და ფესტივალზეც სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, თუმცა …

1343 ბავშვი მინდობით აღზრდაში

საქართველოში, 674 ოჯახში, მინდობით აღზრდაში 1 343 ბავშვი ცხოვრობს, მათგან 197 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. როგორ აკონტროლებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს, საკმარისია თუ არა სოციალურ მუშაკთა რაოდენობა და რა წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მინდობით აღზრდის შესახებ? „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა. რატომ ხვდებიან ბავშვები მინდობით აღზრდაში ბოლო მონაცემებით, 100 ბავშვი აჭარაში საკუთარ ოჯახში, მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს. …

„ბათუმობა 2016“ – აფიშა

3 სექტემბერი [ოფიციალური ნაწილი] 10:30 საათი – სასტუმრო „ჰილტონი“ და „შერატონი“ ჩამოსული დელეგაციების წევრების ჩასხდომა [37 დელეგატი – 11 ქალაქი] გადაადგილდებიან ღიაავტობუსებით ,,ვერტიგოს“ მიმართულებით. 11:00 საათი – სასტუმრო ,,პალმ აპარტმენტი“ – ვერტიგო შეხვედრა დელეგატებთან, მისასალმებელი სიტყვა – ქალაქის მერი. 12:00 საათი – გმირთა სკვერი – საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა პატივის მიგება [ყვავილებით შემკობა]. ფეხით მსვლელობა მემედ …

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. საბჭოს ყოფილი თავმჯდომარემ ზაზა ხალვაშმა, გასულ თვეში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის პოზიცია. საბჭოს სხდომას ოთხი წევრი ესწრებოდა: თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე. არჩევნებზე გიორგი ირემაძემ ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, ხოლო ბეჟან …

ხელვაჩაურში სტიქიამ 35 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა  სოფელ ზედა თხილნარში. მსხვერპლი 35 წლის მამაკაცია, რომელიც საკუთარი საკალმახე მეურნეობის გაწმენდისას ადიდებულმა წყალმა ჩაიყოლა. დაკარგულ მამაკაცს დილიდან ეძებდნენ მაშვლები. შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ  ახალგაზრდა მამაკაცის, ცხედარი, რომელიც დღეს დილით ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ გამორიყა, თხილნარში დაკარგულ მამაკაცს ეკუთვნის.

ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, პირველ სექტემბერს, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ვინაობა დადგენილია და ცხედარი არ ეკუთვნის ზღვაში წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცებიდან არც ერთს. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

აჭარის მთავრობა: უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამი მუნიციპალიტეტი

აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტები, სადაც  მიწის მასა ჩამოიშალა რამდენიმე სოფელში და მეწყრული მოვლენები განმეორდა. დაზიანდა კერძო სახლების ეზოები და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. უხვმა ნალექმა დააზიანა სოფლებში: ზემო წინსვლაში, ფერიაში, ავგიაში, თხილნარსა და სამებაში რამდენიმე ოჯახი. სოფელ ფერიაში, ცენტრიდან სკოლის მიმართულებით, დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი;  …

ივანიშვილის პროგნოზი: 15-მდე დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, 100-მდე პარლამენტში „ოცნებიდან“

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ქართული ოცნების“ 15-მდე, ხოლო საქართველოს პარლამენტში 100-მდე დეპუტატის ხილვას პროგნოზირებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. მან ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა. „პლუს-მინუს 10%, ვერ წარმომიდგენია 90 დეპუტატზე ნაკლები იყოს საქართველოს პარლამენტში, ეგ უფრო ნაკლებად წამომიდგენია, ვიდრე 115“, – განაცხადა …

მეწყრული პროცესები საავტომობილო გზებსა და საცხოვრებელ სახლებთან ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზებსა და საცხოვრებელ სახლებთან მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ ცხმორისში, ჩარგაულარის უბანში საუბნო გზაზე მეწყრის შედეგად ჩამოსულმა მასამ 12 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. ელექტროენერგია არ მიეწოდება მერისის 3 მთას, პირველი მაისის ორ სოფელსა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულს. „მობილიზებულია მობილური ჯგუფები, ტექნიკა და შესაბამისი უწყებები. ამ ეტაპზე …

უამინდობა ბათუმში: გადაკეტილი წყლის სათავე ნაგებობები, დატბორილი ქუჩები და სადარბაზოები

ბათუმში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. უხვი ნალექის გამო, შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დროებით გადაიკეტა ჩაისუბნისა და ჩაქვის სათავე ნაგებობები და წყლის მიწოდება შეუწყდათ: დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, ბენზეს, გარადოკის, განთიადის, თამარის და ბარცხანის დასახლებებს, ასევე მაიაკოვსკის, ფაღავას და ნონეშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს. წყლის მიწოდება დღეს დილიდან უნდა აღდგენილიყო, მაგრამ „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ უხვი ნალექის გამო …

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია პატრულის თანამშრომელი

25 აგვისტოს, ღამით, ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ოთხი პიროვნება, მათ შორის ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.  

რა უნდა ვიცოდეთ ლაშქრობისას

„როცა კარავი და აღჭურვილობა გაქვს ზურგზე მოკიდებული და მიდიხარ, ხვდები, რომ სადაც არ უნდა მიდიოდე, ნებისმიერი პატარა ადგილი, სადაც შეგიძლია ეს კარავი გაშალო, შენი სახლი გახდება. ეს იდეა ასევე შეგიძლია გადმოიტანო ურბანულ სამყაროში – შეგიძლია ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში წახვიდე ისე, რომ საერთოდ არ დაგჭირდეს სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი, შენი სახლი მიგაქვს ყველგან“, – ამბობს 27 წლის …

ბათუმელი მათემატიკის მასწავლებელი ნებრასკას უნივერსიტეტში

27 წლის ბათუმელი მათემატიკის მეთოდისტი, იმედა იაკოვენკო გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკოლნში ორი წლით გაემგზავრა, სადაც ნებრასკას განათლების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – სწავლა, სწავლება და მასწავლებლის განათლება – ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მას პირველი წლის სოლიდური გადასახადი და საცხოვრებელი ხარჯები სრულად დაფინანსებული აქვს, თუ მისი აკადემიური მოსწრება წლის ბოლოს 81%-ზე ნაკლები არ იქნება, …

საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია ხვალ დასრულდება

loუსკოს ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ხვალ, 26 აგვისტოს იწურება. საარჩევნო ბლოკს შეუძლია ორი წარმომადგენლის დანიშვნა თითოეულ საარჩევნო კომისიაში. როგორც უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, “2016 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათის მონაცემებით, ბლოკის შექმნის მიზნით უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის განცხადებთ ჯერ არავის მიუმართავს“.

ნავსადგურის ტერიტორიასთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 18 აგვისტოს, დღის პრიველ ნახევარში, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიასთან, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ამოცნობილია, თუმცა პრესსამსახურში მის ვინაობას არ აკონკრეტებენ. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტურიზმი – ახალგაზრდების შემოსავლის წყარო

უნივერსიტეტის, რეპეტიტორის, უცხო ენის კურსების, ბინის ქირის და სხვა გადასახადების ფული რომ შეაგროვონ, აბიტურიენტები და სტუდენტები საზაფხულო არდადეგებზე მუშაობენ. ისინი ძირითადად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები. განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა მუშაობს ტურისტულ სეზონზე ბათუმში – ზოგიერთი კაფე, კლუბი თუ სხვა დაწესებულება სპეციალურად ამ სეზონისთვის იხსნება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ადგილებში მოთხოვნა სწორედ ახალგაზრდებზეა. რამდენის გამომუშავებას ახერხებენ …

ბათუმელი სტუდენტის ფოტოპროექტი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ბათუმელი სტუდენტი, ედო მჟავანაძე ფოტოპროექტით ეხმაურება 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს. „არა ინდივიდუალურად, რომელიმე პოლიციელი არამედ თავად ეს სისტემაა დამნაშავე, ამ და სხვა უამრევი ადამიანის ცხოვრების დანგრევაში. მე არც ვეწევი, არც ვსვამ, მაგრამ მშვენივრად მესმის, რომ ქართული ნარკოპოლიტიკა არაადექვატურად მკაცრია. დღეს უკვე ყველამ ვიცით რომ მარიხუანას მომხამრებლისა თუ გარშემომყოფთათვის ბევრად ნაკლები …

მომავალი მფრინავი ბათუმიდან

„გოგო და მფრინავი? ვერაფერს მიაღწევ, იქნებ, პროფესია შეიცვალო?“ – ეს და სხვა, მსგავსი, რეპლიკა 19 წლის ბათუმელ მარიამ ჯაიანს ხშირად ესმის. იგი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მარი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს სამხედრო საავიაციო ძალებში მოსახვედრად მიიღო. მარიამი თვითმფრინავებით გატაცებული ბავშვობიდანაა. მისი სათამაშოები ძირითადად ვერტმფრენები და საფრენი აპარატების მოდელები …

მალხაზ ნაკაშიძე: უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა

დღეს, 18 აგვისტოს, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ნაკაშიძემ ბრიფინგი გამართა. მან დაბა ჩაქვში მდებარე სპორტსკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. სწორედ ამ შენობაში გადიოდა წვრთნებს ქართველი ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი, ძალოვანი ირაკლი თურმანიძე. „ბოლო ოცი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება, არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე, არ დაინტერესებულა სპორტსმენებით, რის გამოც მათ ასეთ პირობებში …

ადგილი ყველასთვის – სოციალური კაფე ბათუმში

„ეს არის ადგილი, რომელიც ყველასია, განურჩევლად რასისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა და ასე შემდეგ. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის შექმნასა და აქ საკუთარი კუთხის მოწყობაში“, – ამბობს ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. იგი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #6-ში, 15 აგვისტოს გახსნილ სოციალურ კაფეზე საუბრობს. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რომ ჩაივლით, აუცილებლად შენიშნავთ შემინულ შენობაში გაფერადებულ …

ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები – ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში, პირველ ნომრად, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მიუთითა. აბიტურიენტების განაცხადების მიხედვით, სიაში პირველ ნომრად არჩეულ ფაკულტეტთა ხუთეული ასე გამოიყურება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება – 2 776 აბიტურიენტი – მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 1 350; ივანე …

ბრიკეტი – შეშის ალტერნატივა

„მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია“ „ოჯახებში მივიტანეთ და გამოვცადეთ ბრიკეტები – 15-20 წუთში ორი ჩაიდანი წყალი აადუღა“, – ყვება მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორი გიორგი ქურიძე. იგი ბიომასის ბრიკეტებზე საუბრობს, დაპრესილ ბიოსაწვავზე, რომელიც სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან მზადდება, გამოირჩევა მაღალი თბოუნარიანობით და რაც მთავარია, საშეშე მერქნისგან განსხვავებით გარემოს დაბინძურების მინიმალური მაჩვენებლით. ბიომასის ბრიკეტები მოსახერხებელია საქართველოში გავრცელებული ნებისმიერი …

Exit mobile version