მთავარი,სიახლეები

ანტისაომარი გზავნილები რუსეთის ქალაქებიდან | ფოტო

28.03.2022
ანტისაომარი გზავნილები რუსეთის ქალაქებიდან | ფოტო

რუსეთში ანტისაომარი პროტესტი მკაცრად იკრძალება. აქტივისტებს აპატიმრებენ და აჯარიმებენ. პროტესტმა ქუჩის მხატვრობასა და ფურცლებზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად სწრაფად შლიან საპროტესტო წარწერებსა თუ ნახატებს, აქტივისტები ახერხებენ ფოტოების გავრცელებას სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ 16 ფოტოს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან.

ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, დმიტრი რეზნიკოვი 13 მარტს მოსკოვში პლაკატის გამო დააკავეს და 50 ათასი რუბლით დააჯარიმეს „არმიის დისკრედიტაციის“ გამო. პლაკატზე 8 ფიფქი (*) იყო გამოსახული, რაც რუსულ სიტყვებს „არა ომს“ (Нет войне) გამოხატავს. მსგავსი წარწერა ომის გასაპროტესტებლად სხვა დღეებშიც გამოჩნდა რუსეთში
ფოტო: t.me/sotavision

გრაფიტი სანკტ-პეტერბურგის შენობის კედელზე. ფიფქები აღნიშნავს რუსულ სიტყვებს „არა ომს“ (Нет войне)  ფოტო: Twitter @Emily_Lykos

რუსეთი. ფოტო: Twitter @Emily_Lykos

ნოვოსიბირსკი, რუსეთი. გრაფიტი გზაზე. „Z ნაგვის ურნაში“ ფოტო: Twitter @Emily_Lykos

მოსკოვი, რუსეთი. ჩინურენოვანი წარწერა კედელზე „არა ომს“. ფოტო: Twitter @Emily_Lykos

მოსკოვი, რუსეთი. წარწერა „არა ომს“ (Нет войне). ფოტო: Twitter @Emily_Lykos

ეკატერინსბურგი, რუსეთი. ფოტო: Twitter @Emily_Lykos

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი. კედელზე გადაღებილია წარწერა „არა ომს“ (Нет войне). „ნეტავ მათ, ვინც ამ ომის საწინააღმდეგო გრაფიტებს ღებავენ, თუ იციან, რომ უფრო თვალსაჩინოსა და უფრო ლამაზსაც კი ხდიან?“- წერს ბრიტანელი ჟურნალისტი დენი არმსტრონგი. ფოტო: Twitter @DannyWArmstrong 

კალინგრადი, რუსეთი. კედელზე გადაღებილია წარწერა „არა ომს“ (Нет войне). „საღებავი, რომელსაც ომის საწინააღმდეგო წარწერა უნდა დაეფარა, ჯერ კიდევ არაეფექტურია“, წერს სამოქალაქო აქტივისტი ტვიტერზე. ფოტო: Twitter @Emily_Lykos

ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი. რუსულენოვანი წარწერა კედელზე: „ტრაგედია უკრაინისთვის, კატასტროფა რუსეთისთვის“. ფოტო: Twitter @Emily_Lykos

სნკტ-პეტერბურგი, რუსეთი. კედელზე საღებავით ფარავენ წარწერას „კი მშვიდობას“. ფოტო: Twitter @Emily_Lykos

ლიპეცკი, რუსეთი. საღებავით ფარავენ წარწერას „არა ომს“ (Нет войне). ფოტო: Twitter @Emily_Lykos

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი. წარწერები ავტობუსის გაჩერებაზე. შავი საღებავით, ორივე მხარეს მსხვილი ასოებით წერია „არა ომს“. წითელი საღებავით მარჯვენა ბილბორდზე ციტატები წიგნიდან „1984“: „ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უცოდინრობა ძალაა”. ფოტო: Twitter @Emily_Lykos

კალინგრადი, რუსეთი. სტენსილი ავტობუსის გაჩერების მინაზე: „იმპერიალიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ“. ფოტო: Twitter @Emily_Lykos

პერმი, რუსეთი. წარწერა „ჩვენ არ გვინდოდა ომი“. ფოტო Twitter @StreetArtUtopia 

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი. მინაწერი სარეკლამო ბანერზე. წყლის რეკლამა ამბობს: „რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი, ვიდრე წყალი?“ მინაწერი ლურჯი ფერით: „ჯარის გამოყვანა!“. მინაწერი შავი ფერით: მშვიდობა. ფოტო Twitter @StreetArtUtopia 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: