ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ მზად ვართ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

„ნატო დაიცავს თავის ყველა მოკავშირეს და ტერიტორიას რუსული თავდასხმისგან“  – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა პარასკევს, ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩასვლისას. „ჩვენი ალიანსი თავდაცვითია. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, მაგრამ თუ კონფლიქტი მოვა ჩვენამდე, ჩვენ მზად ვართ და დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – განაცხადა ანტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან. კომენტარს „როიტერსი“ ავრცელებს. „გასულ ღამეს …

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა – 3 მარტი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დასრულდა. პოდოლიაკის თქმით, „ის შედეგები, რაც უკრაინას სჭირდება, ჯერ არ არის მიღწეული“. რაზეც შეთანხმება შედგა, ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზებაა. The second round of negotiations is over. Unfortunately, the results Ukraine needs are not yet achieved. There is a solution only for the organization of …

საგარეო: უკრაინამ 45 ქვეყანასთან ერთად აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი რუსეთის შეჭრაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 45 ქვეყანასთან ერთად უკრაინამ ეუთოს მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა: „ჩვენ დავაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. უკრაინამ 45 სახელმწიფოსთან ერთად აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი რუსეთის შემოჭრაზე. ექსპერტთა მისია წარუდგენს დასკვნებს ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებსა და ტრიბუნალებს”, – წერს კულება. მოსკოვის მექანიზმი, მიღებულია 1991 წელს …

ფრენის აკრძალული ზონა უკრაინაში – რატომ არ უჭერს მხარს დასავლეთი მის გამოყენებას | BBC

24 თებერვლიდან დღემდე რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ უბნებს ბომბავს, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, უკრაინა საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ითხოვს პარტნიორებისგან. რას ნიშნავს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ფრენის აკრძალული ზონა? – ამის შესახებ „ბიბისი“ აქვეყნებს სტატიას. რა არის ფრენის აკრძალული ზონა? ფრენის აკრძალული ზონა ეწოდება საჰაერო სივრცეს, სადაც კონკრეტული საფრენი აპარატების ფრენა აკრძალულია. ეს შეიძლება იყოს გამოყენებული …

უკრაინამ ჩინეთს ომის დასრულებაში დახმარება სთხოვა

“ჩინეთი მზადაა დიპლომატიური გზებით ომის დასასრულებლად ყველაფერი იღონოს”, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მინისტრი დმიტრო კულება  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს, საგარეო საქმეთა მინისტრ, ვან ის ტელეფონით ესაუბრა. “დმიტრო კულებამ ვან ის სთხოვა გამოიყენოს პეკინსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობების დონე, რათა …

აშშ რუსეთის მისიიდან დაზვერვის 12 ოფიცრის გარიცხვას იწყებს

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის პრესსპიკერი, ოლივია დალტონი, Twitter-ზე წერს, რომ აშშ რუსეთის მისიიდან დაზვერვის 12 ოფიცრის გარიცხვას იწყებს. დალტონის განცხადებით, მათ „ბოროტად გამოიყენეს აშშ-ში ბინადრობის პრივილეგიები“, როდესაც „ჯაშუშურ საქმიანობაში ჩაერთვნენ“, რაც, მისი შეფასებით,  უარყოფითად მოქმედებს შტატების ეროვნულ უსაფრთხოებაზე. „ამ ქმედებას შტაბ-ბინის ხელშეკრულების შესაბამისად ვატარებთ. დღეს გადადმული ნაბიჯები რამდენიმე თვეა, მუშავდება“, – განაცხადა დალტონმა. The …

ALDE-ი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურაზე  

უკრაინის საკითხზე ALDE-ს ლიდერების სამიტის რიგგარეშე შეხვედრაზე პარტია ALDE-ს ბიურომ და ALDE-ს წევრი პარტიების ლიდერებმა მთელი ევროპიდან, მიიღეს შემდეგი განცხადება: პარტია ALDE [ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი] და მისი წევრი პარტიები ერთად გმობენ და უარყოფენ პრეზიდენტ პუტინის მიერ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ყოვლად აღმაშფოთებელ აქტს სუვერენული, დემოკრატიული და პროევროპული ქვეყნისა და …

ფინეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის

ფინეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი ავრცელებს. ფინეთი უკრაინას მატერიალური დახმარების სახით მიაწვდის: 2 500 იარაღს, 150 000 ვაზნას, 1 500 ერთჯერად ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და  საბრძოლო აღჭურვილობის 70 000 პაკეტს. რუსეთის მიერ სამხედრო თავდასხმის დაწყების შემდეგ, უკრაინამ მატერიალური დახმარება მოითხოვა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისგან. ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, …

რუსი გენერალი ამბობს, რომ კიევის მცხოვრებლებს უსაფრთხო დერეფანს სთავაზობენ

რუსეთი კიევის მცხოვრებლებს ქალაქის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული CNN-ი და რუსული მედია ავრცელებს. უკრაინის დედაქალაქში მცხოვრებ ნებისმიერ სამოქალაქო პირს შეუძლია კიევი-ვასილკოვის გზატკეცილის მეშვეობით დატოვოს კიევი, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი იგორ კანაშენკო. “მივმართავთ კიევის მოსახლეობას. ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი კიევი-ვასილკოვის (ვასილკოვი) გზატკეცილის გასწვრივ. ეს მარშრუტი ღია …

5300 ადამიანი, 191 ტანკი, 816 ჯავშანტექნიკა – უკრაინა რუსული ჯარის დანაკარგებს აქვეყნებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე  ანა მალიარი, „მტრის მთლიან სავარაუდო დანაკარგების“ შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მისი განცხადებით, რუსეთის არმიამ ომის დაწყებიდან დაახლოებით 5300 ადამიანი დაკარგა უკრაინაში [ეს ციფრი ჯერ კიდევ ზუსტდება]. მალიარის თანახმად, ეს დანაკარგები დათვლილია 24 თებერვლიდან 28 თებერვლის დილამდე. დანაკარგების სია ასე გამოიყურება: თვითმფრინავი – 29 ვერტმფრენი  -29 ტანკი – 191 ჯავშანტექნიკა – 816 ქვემეხი …

თუ პუტინი ბირთვული იარაღით უკრაინას ემუქრება, ეს ვერ გაგვტეხს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა დღეს, 27 თებერვალს, საერთაშორისო მედიის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. დმიტრო კულებას ჰკითხეს, რა არის უკრაინის გეგმები მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის „სტრატეგიული თავდაცვით ძალებს უბრძანა გადასულიყვნენ განსაკუთრებულ რეჟიმზე“? კულებას თქმით, ამ შემთხვევაში მას აქვს „ძალიან მარტივი გზავნილი: ეს …

ზელენსკი VISA-ს და MasterCard-ს მიმართავს: დაბლოკეთ რუსეთში გაცემული ბარათები

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის წერილი VISA და MasterCard-ის კომპანიებისადმი. ზელენსკი ამ კომპანიების პრეზიდენტებს და ხელმძღვანელებს სთხოვს, დაბლოკონ რუსეთში გაცემული მათი საბანკო ბარათები. “ძვირფასო კოლეგებო და იმედი მაქვს უკრაინისა და თავისუფალი მსოფლიოს მეგობრებო! რუსეთმა დაიწყო ცბიერი და სამარცხვინო სამხედრო შეტევა ჩემს ქვეყანაზე. უბრალოდ, წარმოიდგინეთ 2022 წელს, ფრთოსანი …

თურქეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომი უწოდა – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

კვირას, 27 თებერვალს თურქეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომი უწოდა. „როიტერსის“ ცნობით, ეს NATO-ს წევრ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გააქტიუროს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც შეზღუდავს რუსული ფლოტის გადაადგილებას შავ ზღვაზე. 1936 წლის მონტროს კონვენციით, თურქეთს აქვს კონტროლი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე, რომლებიც ხმელთაშუა და შავ ზღვებს აკავშირებს და შეუძლია სამხედრო გემების გადაადგილება შეზღუდოს ომიანობის ან საფრთხის არსებობის შემთხვევაში. …

„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინისადმი. უკრაინისთვის და სრულიად ევროპისათვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდითაა”. Talked with President @ZelenskyyUa and reiterated Georgia’s full solidarity with the people …

Twitter აცხადებს, რომ მუშაობს რუსეთში ხარვეზების აღმოფხვრაზე

26 თებერვალს სხვადასხვა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში Twitter-ზე  ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია დაბლოკილია. Twitter-მა შაბათს განაცხადა, რომ მას შეზღუდული რესურსები აქვს რუსეთის შიგნით და მუშაობს ამ საკითხის მოგვარებაზე. „ჩვენ ვიცით, რომ Twitter შეზღუდულია ზოგიერთი ადამიანისთვის რუსეთში და ვმუშაობთ ჩვენი სერვისის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობაზე“, – დაწერა კომპანიამ მხარდაჭერის ანგარიშზე. We’re aware that Twitter is being restricted …

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – შეხვედრები ბათუმში ბიძინა კულუმბეგოვთან [ფოტო]

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – დღეს ამ სიტყვებით რამდენიმე ადამიანმა მიმართა ბათუმში მყოფ ბიძინა კულუმბეგოვს. ექიმმა ყველა მათგანის თხოვნა გაითვალისწინა. აცრის შემდეგ მათ თქვეს, რომ დღემდე კოვიდზე აცრის ეშინოდათ. 22-23 იანვარს ბათუში ბიძინა კულუმბეგოვის სულ სამი შეხვედრა გაიმართა – სტუდენტებთან, ლექტორ-პროფესორებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და “ოცნების ქალაქის” დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებთან. ორდღიანი შეხვედრები ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგ …

შეხვედრა ბიძინა კულუმბეგოვთან – ბსუ, ამერიკული კუთხე, ოცნების ქალაქი

22-23 იანვარს ბათუმში კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. დამსწრეთა შეკითხვებს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, დამსწრეებს ადგილზე შეეძლებათ სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ აიცრან.  პირველი შეხვედრა 22 იანვარს, 12 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე.  შეხვედრას მოდერაციას გაუწევს …

წიგნებს შეუძლია ბავშვების გადარჩენა – დაეხმარე „მოგზაურ ბიბლიოთეკას“

დავიბადე სოფელ დიდაჭარაში და მესამე კლასამდე ადგილობრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ბაღში არასდროს მივლია. ჩემი პირველი წიგნები სკოლის სახელმძღვანელოები იყო. არ მახსენდება ჩემთვის ზღაპრები წაეკითხათ. ზღაპრის წიგნებიც არ გვქონდა. გამუდმებით გავრბოდი სახლიდან – გავიპარებოდი და თვალის დახამხამებაში, სოფლის მეორე ბოლოში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. არ მიყვარდა სახლში ყოფნა. მეტიც – მძულდა! ჩემი გაპარვის ამბავი რომ მალე ვერ გაეგოთ, …

როცა ახალი წლის წინ სამსახურს კარგავ და სწავლისთვის აღებული კრედიტი გრჩება

ჩინეთი. 2020 წელი. 2019 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დავკარგე ყველა სამსახური, რასთან ერთადაც, სამწუხაროდ, არ დაიკარგა ჩემი (სწავლისთვის აღებული) კრედიტი და ყველა სხვა ფინანსური ვალდებულება, რაც ამ სამსახურების იმედად, არსებობის ზღვარზე გავლით უნდა გამესტუმრებინა. ასე შევხვდი ახალ წელს, იმაზე ფიქრში რა მომელოდა, სადამდე გაიზრდებოდა ჩემი კრედიტის პროცენტი, რამდენ ასიათასამდე ავიდოდა, მანამდე სანამ სამსახურს ვიპოვიდი. …

გერმანელების ნაკვალევი ბათუმში

ერთ-ერთი უკანასკნელი ბათუმელი გერმანელი, ირინა შმიდტი, რამდენიმე წლის წინ  გარდაიცვალა ბათუმში, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ირინა აქ ცხოვრობდა თავის ქართულ-გერმანულ ოჯახთან ერთად. 9 წლის იყო, როდესაც გერმანიიდან კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს მშობლებთან ერთად. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, თეოფილე ტუნაძე. ვაჟთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში საცხოვრებლად 1976 წელს ჩამოვიდა. 90-იან წლებში, როდესაც მის ოჯახს გერმანიაში …

გოგო, რომელმაც არჩევანი გააკეთა – მილოცვა დედას

იაფფასიანმა შოუებმა იმ ქართველი ქალების ისტორიები, რომლებსაც ჯერ გოგოობა და შემდეგ ცხოვრება წაართვეს, ერთ ქვაბში მოხარშა. ჩვენში უკვე ყველა ქალის ტრაგიკული ისტორია ერთნაირად, პათეტიკურად ჟღერს და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. სინამდვლეში კი ყველა ისტორია განსხვავებულია და ის, რაც მათ განასხვავებს, არჩევანია.  ჩემი აზრით, არჩევანი ყოველთვის არსებობს. მინდა ერთ გოგოობადაკარგულ ქალზე და მის არჩევანზე მოგიყვეთ. …

საინფორმაციო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე ქედის მცხოვრებლებისათვის ბათუმში

დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საარჩეvნო საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ქედის  მუნიციპალიტეტში ქედის საარჩეvნო ადმინისტრაციის თანამშრომლები, ახალგაზრდები, ქედაში მოქმედი ადგილობრივი დამკვირვებლები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.  მათ ორგანიზატორებმა ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურების შესახებ. შეხვედრაზე იყო საუბარი შემდეგ საკითხებზე: არჩევნების უფლება; საქართველოს საარჩევნო გამოცდილება; არჩევნების პროცესი საქართველოში; საარჩევნო პროცედურები; ასევე …

ზურაბ პატარაძე ბსუ-ს სტუდენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა

„სანამ მე გადავალ კონკრეტულად უნივერსიტეტის თემებზე, დაფინანსებაზე და იმ საკითხებზე, რაც თქვენ გაწუხებთ კონკრეტულად და რა თემებიც გვაქვს გასავლელი – მე  მზად ვარ, ამ თემებზე ვისაუბრო, თქვენთან ერთად. თუმცაღა, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეგიონი ვითარდება“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე და საუბარი დაიწყო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოფლის …

“ბავშვებს დაუცინიათ, გახეული ფეხსაცმელი გაცვიაო“ – დედა ხუთ შვილთან ერთად ერთ ოთახში

33 წლის მაია [სახელი შეცვლილია] წელიწადზე მეტია ხუთ შვილს მარტო ზრდის. 14 წლის გუგა, 12 წლის ლანა, 10 წლის მარი, 8 წლის დათა და 3 წლის ლიზა [სახელები შეცვლილია] მამამ დაახლოებით ერთი წლის წინ მიატოვა დედასთან ერთად და საზღვარგარეთ წავიდა. 25 კვ/მეტრი ოთახი, სადაც ისინი ცხოვრობენ, კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარეობს და ბავშვების ბიძას ეკუთვნის. …

მაჟორიტარი კანდიდატი: მეტი უფლება უნდა ჰქონდეს აჭარის ავტონომიას

გიორგი რუხაძე ხელვაჩაურის 72-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტკურმა პარტიამ – „დავით უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“  წარადგინა. იგი ამავდროულად ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორია.  ბატონო გიორგი, „რესპუბლიკურმა“ პარტიამ დაგასახელათ ხელვაჩაურის 72-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევენებზე. რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ ? 1998 წლიდან ჩართული ვიყავი პარტიულ საქმიანობაში. 2010 წლის არჩევნებამდე  …

ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის გადაამზადებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის 6-7 სექტემბერს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ვორქშოფებსა და სემინარებს გამართავენ: 6 ოქტომბერი, “ადამიანი და კულტურის სამყარო”: ლუდვიგ ზიპი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი; თემა –  „ადამიანი და კულტურის სამყარო”; გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თემა –  „სამეცნიერო ტექნიკური მოდერნულობა და ფილოსოფიური ეთიკა”. 7 ოქტომბერი,  პანელ-დისკუსია “რელიგია და კულტურის სამყარო”:  მამუკა ბერიაშვილი, …

ოფიციალური მიღება სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

21 სექტემბერს, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის კონსულმა, სომხეთის ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გამართა. მიღებაზე მიწვეულნი იყვნენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სხვა ოფიციალური პირები. სომხეთის რესპუბლიკამ  1991 წლის 21 სექტემბერს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

სკოლები ყველაზე მეტი პირველკლასელით

ბათუმის თორმეტმა სკოლამ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებამდე პედაგოგის 33 ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიები, ძირითადად, დაწყებითი განათლების საფეხურზეა, რაც პირველკლასელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო განპირობებული. რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი პირველკლასელი, ვინ რამდენი მასწავლებელი აიყვანა ახალი სასწავლო წლისთვის და როგორ მიმდინარეობდა პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი? „პირველკლასელთა ნაკადის ზრდის გამო სკოლებმა დაწყებითი კლასების პედაგოგებზე კონკურსი გამოაცხადეს. სამწუხაროდ, იმდენი სერტიფიცირებული …

ბათუმელი პარასპორტსმენი: მინდა, არავინ ჩაიკეტოს სახლში

27 წლის ზვიად დუმბაძე ბათუმელი პარასპორტსმენია მშვილდოსნობაში. მან ათი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო მარჯვენა ფეხი დაკარგა. ამ სპორტს უკვე მეოთხე წელია მისდევს. ყოველდღიურად სამიდან ოთხ საათამდე ვარჯიშობს, რომ მომდევნო პარაოლიმპიადის – „ტოკიო 2020“ საგზური მოიპოვოს. მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა. „ფეხი 1998 წელს დავკარგე, მანქანაში ვიჯექი, რომელიც აფეთქდა… ახლა პროთეზს ვატარებ… ეს ისეთი ასაკი იყო, …

გამჭვირვალობა: მუნიციპალური SMS-ები მმართველი პარტიის სამსახურში

„საერთაშორის გამჭვირავალობა – საქართველო“ [TI] მუნიციპალიტეტების შესრულებული სამუშაოების შესახებ, მოქალაქეებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას განცხადებით გამოეხმაურა. TI-ს შეფასებით, ვინაიდან არჩევნებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, ეს ქმედება შესაძლოა აღქმული იქნას, როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები. TI მოუწოდებს: მუნიციპალიტეტებს – …

17 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხულოდან

17 წლის ლერი აბულაძე გასულ კვირას მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. იგი მეორე სპორტსმენია ხულოდან, რომელმაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა. პირველად ეს ტიტული შმაგი ბოლქვაძეს ერგო, რომელმაც წელს ოლიმპიური ბრინჯაო მოუტანა საქართველოს ნაკრებს.  ლერი, როდის დაიწყეთ ჭიდაობა და როგორ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით? ჭიდაობა დავიწყე 2005 წელს. მამაჩემი, …

ქარტია და TI აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევის წესს აკრიტიკებენ

16 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის [არჩევის] წესი დაამტკიცა და თანამდებობაზე ღია კონკურსიც გამოაცხადა – განცხადების მიღება 19 სექტემბრიდან იწარმოებს. თუმცა, მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ „საერთაშორისო გამჭვირავალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“.   როგორც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა უთხრა “ბათუმელებს”, დოკუმენტის …

დახოცილი თევზები ნურიგელის ტბაში [ფოტო]

ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ნურიგელის ტბაში, თევზები დაიხოცნენ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, თევზების დახოცვა უჟანგბადობითაა გამოწვეული და „აქამდეც არაერთხელ მომხდარა“. ნურიგელის ტბაში ეკოსისტემა კარგა ხანია დარღვეულია. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ტბის აერაციის სისტემის შეძენას და დამონტაჟებას გეგმავდა, რაშიც 292 400 ლარს გადაიხდას აპირებდა. სააგენტოში მიიჩნევდნენ, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის …

იარაღის საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი მესამე დღეა შიმშილობს

ბათუმში, 6 სექტემბერს იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი მესამე დღეა შიმშილობს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშიც: „ბრალდებულმა მ.ო-მა  შიმშილობა დაიწყო 15 სექტემბერს და დღესაც აგრძელებს. მ.ო. იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია“, – ვკითხულობთ სამინისტროს პრესსამსაურის მიერ მოწოდებულ წერილში. მინდია …

ნათელაშვილი: ჩამოვედით და მზემაც გამოანათა, წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, როგორი მზე გამოანათებს

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს შეხვდა. „აი, ჩამოვედით და მზემაც გამოანათა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, როგორი მზე გამოანათებს საქართველოსთვის და როგორი გამარჯვების ვარსკვლავი აიწევა ზეცაში და ეს აუცილებლად ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენ 8 ოქტომბერს და ისტორიულ მოუსავლეთზე გავუშვათ ივანიშვილის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი. ამის მაგალითს სრულიად საქართველო …

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

16 სექტემბერს, 19 საათზე ბათუმში, „თიბისი გალერეში“ ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ავთანდილიდან ალუდამდე“. საჯარო ლექცია 21 საათამდე გაგრძელდება და დასწრება თავისუფალია. მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. 37

Exit mobile version