EMC-ი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთავრობას უსახლკაროების დაცვისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმიანება ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობას უსახლკარო და სოციალურად მოწყვლადი სხვა ჯგუფების უსაფრთხოების დაცვისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. „უსახლკაროთა ჯგუფები (მათ შორის, ქუჩაში, თავშესაფრებსა თუ საცხოვრისის სხვა სერვისებში, ასევე, არასათანადო გარემოში – მაგალითად, საჯარო და კერძო შენობებში თვითდახმარების მიზნით მცხოვრები პირები) განსაკუთრებით მოწყვლადები …

სატვირთო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს თბილისი-ფოთის მიმართულებით მიმავალ სატვირთო მატარებელს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გაჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდაცია გავრცელებამდე შეძლეს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა შუახნის მამაკაცი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

დღეს, 19 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა შვიდის ნაცვლად ცხრა ძირითადი პროდუქტის მარაგსა და სტაბილურ ფასს დააზღვევს. საუბარია შემდეგ პროდუქტებზე: ბრინჯი მაკარონი მზესუმზირის ზეთი ფქვილი შაქარი ხორბალი რძის ფხვნილი წიწიბურა ლობიო სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად მთავრობამ  მსხვილ დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შესთავაზა. …

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს, სასწრაფოდ გააძლიერონ აგრესიული ტესტირების ზომები COVID-19-ის წინააღმდეგ, რადგანაც დადასტურებული შემთხვევები 480-ს გადასცდა და ინფექციას შეეწირა 8 სიცოცხლე.  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ჯანმოს წევრი 11 ქვეყნიდან რვამ დაადასტურა  COVID-19-ის შემთხვევები. ტაილანდს აქვს 177 დადასტურებული შემთხვევა, ინდონეზიას – 134, ინდოეთს – 125, შრი ლანკას – 19, მალდივებს – 13, ბანგლადეშს …

როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის პირობებში – ჯანმოს რჩევები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონა ვირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თაობაზე რეკომენდაციებს ავრცელებს. რჩევები  მოსახლეობისთვის: თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი …

გვექნება მექანიზმი, რომ ფასები შევინარჩუნოთ 7 ძირითად პროდუქტზე – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას სურსათის მარაგის დეფიციტი არ აქვს: „შეკვეთები გზაშია, ამინდის გამო რთულდება ფოთში ჩამოსული გემებიდან პროდუქტების ჩამოტვირთვა, მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშრუტზე, ამინდის გამო, არის სირთულეები. ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი  მანქანა დგას დღეს ლარსზე, რადგან ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები …

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გუშინ, 17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია …

საკვების მომზადებისას პერსონალმა უნდა იმუშაოს პირბადით და ხელთათმანით – სეს

საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, ახალი რეგულაციები ამოქმედდა, კერძოდ: მათ მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ე.წ. მიწოდების სერვისების გზით; იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება; მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს …

ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას, მაგრამ უკვე მზად გვაქვს 150 ხელოვნური სუნთქვის აპარატი – სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსალოდნელია ვირუსის მეტად გავრცელება, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. „ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისთვის, რომ …

„გაზარდეთ დეზინფექციის სიხშირე“ – სურსათის სააგენტოს რეკომენდაციები აგრარულ ბაზრებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარულ ბაზრებში, სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები გასცა: გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით; ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში …

“ხოფის ბაზრობაზე” მხოლოდ სურსათის ობიექტები იმუშავებენ – COVID-19

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხვალ, 18 მარტიდან, ბათუმის “ხოფის ბაზრობა” დროებით დაიხურება. ბაზრობის ხელმძღვანელი ზვიად მელიქაძე ამბობს, რომ პირველი აპრილის ჩათვლით “ხოფის ბაზრობაზე”  მხოლოდ სასურსათო ობიექტები იმუშავებენ. “პირველი აპრილის ჩათვლით იხურება ხოფის სავაჭრო ცენტრი. იმუშავებენ მხოლოდ სურსათის ობიექტები. დაიხურება სავაჭრო ცენტრის ის შესასვლელები, რომლებიც ტანსაცმელების სექციებთან არის დაკავშირებული, დანარჩენი იქნება ღია,” – ამბობს ზვიად მელიქაძე. აუცილებლობის …

LP-ი, Polo & Pan-ი და APPARAT-ი თბილისი ოფენ ეარზე – ნახეთ სრული ჩამონათვალი და ბილეთის ფასები

Tbilisi Open Air 2020-ის ლაინაფი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ფესტივალი წელს ისეთ არტისტებს უმასპინძლებს, როგორიცაა: APPARAT-ი, SHE WANTS REVENGE, LP-ი, Polo & Pan-ი, KITE და სხვები. საწყის ეტაპზე, 17 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის 3-დღიანი აბონემენტი , რომლის ფასიც – 125 ლარია. ამ პერიოდში, თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით შეძენისას, იმოქმედებს 20%-იანი …

ჯანმო: უდავოა, რომ ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება ინფიცირების შემთხვევები

ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა ყურადღების მიღმა რჩებოდეს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები. კეჰროვამ 16 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში და შესაძლოა თუ არა, ეს რაოდენობა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე ეს ქვეყნები აცხადებენ. …

აშშ-ში კორონავირუსის საცდელი ვაქცინა კვლევის პირველ მონაწილეს გაუკეთეს – „გარდიანი“

„გარდიანი“ აშშ-ის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კლინიკური კვლევის ფარგლებში, პირველი პაციენტი, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტულ დოზას დღეს, 16 მარტს მიიღებს. ცდაში, რომელიც სიეტლში, Kaiser Permanente – ვაშინგტონის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ტარდება, 45 ახალგაზრდაა ჩართული, ჯანმრთელი მოხალისეები, რომლებსაც Covid-19-ის ექსპერიმენტულ ვაქცინას გაუკეთებენ. ვაქცინა შეიმუშავა კომპანია Moderna-მ და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, რომელიც, ასევე, აფინანსებს …

„ქვეყანა სურსათის დეფიციტის საშიშროების წინაშე არ დგას”-სოფლის მეურნეობის მინისტრი

„კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს – ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო …

COVID 19-ის რუკებით იპარავენ მონაცემებს – კიბერდანაშაულის საფრთხე 

კიბერკრიმინალები კორონავირუსის ფართოდ გავრცელებით გამოწვეული ქაოსითა და გაზრდილი მღელვარებით სარგებლობენ და ინტერნეტმომხმარებლების პირადი მონაცემების დასაუფლებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. „აქტიურად ვრცელდება მავნე ფაილები, რომლებიც თავს COVID 19-ის კარტოგრაფიული რუკების ლეგიტიმურ აპლიკაციად ასაღებენ, რეალურად კი სისტემაზე დაინსტალირების შემდეგ, მომხმარებლისგან იპარავენ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ვებბროუზერებში დამახსოვრებული ე.წ. „ბროუზინგის“ ისტორია და „Cookie“ ჩანაწერები, მომხმარებლის სახელები და პაროლები, საკრედიტო ბარათების …

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, 3 ადგილას ხანძარია

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, აგურქარხნის დასახლებასთან სამ ადგილას ხანძარია. იწვის ბალახი. ხანძრის ჩასაქრობად ახლაც [17:30] მუშაობენ მეხანძრეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე, ჯამში, 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ცეცხლაურში, ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 მ.კვ ფართობზე უკვე დაიწვა ხმელი ეკალბარდი. ამ დროისთვის ცეცხლაურში ხანძარი   ლიკვიდირებულია. 2020 წლის 1-ელი …

WHO: კორონავირუსის გადაცემა შესაძლებელია ცხელი და ნოტიო კლიმატის პირობებშიც

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [WHO] ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არსებული მტკიცებულებების თანახმად, ახალი კორონავირუსი შესაძლოა გავრცელდეს ყველანაირ კლიმატში, მათ შორის, ცხელსა და ნოტიო ამინდში. „კლიმატის მიუხედავად, მიიღეთ ზომები, თუ ცხოვრობთ ან მოგზაურობთ იმ რეგიონში, სადაც დაფიქსირებულია COVID-19. საუკეთესო გზა COVID-19-ისგან თავის დასაცავად არის ხელების ხშირი დაბანა. ეს მოგაშორებთ ვირუსებს, რომლებიც შესაძლოა ხელებზე გქონდეთ და …

ავარიული დაზიანების გამო ხახუტაიშვილისა და ინასარიძის ქუჩებზე წყალი შეწყდა

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით,  ავარიული დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდა ხახუტაიშვილისა და ინასარიძის ქუჩებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში აღდგება წყლის მიწოდება. „ბათუმის წყლის ინფორმაციით”, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით – გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, …

ერთ-ერთ აფთიაქში რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის ფაქტი გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ბათუმში აფთიაქების საქმიანობა შეამოწმა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ავტორიზებული აფთიაქიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე (სპეციალური რეცეპტი ფორმა N2-ის ან/და დაწესებულების მიერ წარდგენილი მოთხოვნისა (განაცხადის) და ერთჯერადი მინდობილობის გარეშე), გაცემულია 525 301 ერთეული I ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი, ანუ ფსიქოტროპული და ლეგალური ბრუნვის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული მედიკამენტები. კონტროლის ღონისძიებების შედეგად, …

ბათუმში წამლის ურეცეპტოდ განმეორებით გაყიდვის გამო აფთიაქი დაჯარიმდება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 5 მარტს ბათუმში, ერთ-ერთ აფთიაქში, დააფიქსირა მეორე ჯგუფსმიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის განმეორებითი ფაქტი. მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და რომელიც გაიცემა რეცეპტით. ამით დაირღვა ,,წამლისა და …

ხულოს სოფელ მეკეიძეებში მეწყერი ჩამოწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში გუშინ მეწყრული პროცესი განვითარდა. მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაზარალებულა. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ სოფელთან მისასვლელი ალტერნატიული გზა არსებობს. ამ წუთებში ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდის სამუშაოებს ატარებს. მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გადაადგილება არ შეზღუდულა. აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით, რამდენიმე საათში გზის გაწმენდის სამუშაოებში დამატებითი მძიმე ტექნიკა ჩაერთვება და ჩამონაშალის …

გახშირებული ხანძარი საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგია – მინისტრი

„კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგი გახშირებული ხანძარია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც” – თქვა ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე. 2020 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე ტყის ეროვნული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა და ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 546 ჰექტარი შეადგინა. „გლობალური …

ბავშვობისას ამერიკაში გაშვილებული ქეთრინი საქართველოში მოხალისედ ჩამოვიდა

ქეთრინ ნინო ლამანა ამერიკული ორგანიზაცია “მშვიდობის კორპუსის” მოხალისეა. ის ორი წელია აჭარაში ინგლისურს ასწავლის, თავად კი ქართულს სწავლობს. ქეთრინი ამბობს, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული კავშირი აქვს – იგი 1994 წელს თბილისიდან ამერიკაში გააშვილეს.   ქეთრინ, მოგვიყევი რას საქმიანობ? 25 წლის ვარ, პროფესიით ინგლისურის მასწავლებელი და ფოტოგრაფი. ამჟამად საქართველოში ვმუშაობ მოხალისედ და ვცხოვრობ აქ, ულამაზეს აჭარაში. მასწავლებლად …

ბათუმსა და თბილისში კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.  შს სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტბანკისა და ონლაინაზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, …

ხანძარი ტყეებში – საგანგებო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ამბობს, რომ დიდი ალბათობით ამ ხანძრების მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. გუშინ ღამით მან მოსახლეობას მიმართა: „ეს ხანძრები დიდი ალბათობით [ამას გამოძიება დაადგენს], დაუდევრობის შედეგია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, საგაზაფხულო სამუშაოების, ხვნა-თესვის მოახლოებასთან დაკავშირებით ნუ …

რეგულირების სააგენტომ ბათუმში უკანონოდ გახსნილი აფთიაქი გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ბათუმში გამოავლინა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების ფაქტი, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე. აღნიშნული ქმედებით დარღვეულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა – “ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყება და დასრულება ექვემდებარება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებას ; შეტყობინების ფორმასა და წესს ამტკიცებს მინისტრი”. დარღვევასთან დაკავშირებით …

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში უსაფრთხოების გამო მუშაობა შეჩერდა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით, 16 მარტამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციით,  ამ პერიოდში ადმინისტრაციული პერსონალი გააგრძელებს მუშაობას. ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, დროებით შეაჩერებს მუშაობას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული ბათუმის ამერიკული კუთხეც. “სამწუხაროდ, ამერიკულ კუთხეშიც დროებით ყველა აქტივობა გაუქმებულია. ამ ეტაპზე, 16 მარტამდე, შევაჩერეთ მუშაობა. თუ მთავრობის განკარგულებით …

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან, ხანძარი ლოკალიზებულია

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.   შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის …

სად შეწყდება ხვალ საღამოს წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ახალი დაერთების გამო, 7 მარტს 23:00 საათიდან 8 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გუდიაშვილის ქუჩას, მალაზონიას ქუჩას, გორდეზიანის ქუჩას, კაჭარავას ქუჩას, გენერალ ასლან აბაშიძის I შესახვევს, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე და ბაგრატიონის ქუჩას – ჯავახიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე. „ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ  წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა …

როგორ უნდა მოვიქცეთ თვითიზოლაციისას – დეტალური რეკომენდაციები

იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. რა არის თვითიზოლაცია? თვითიზოლაცია გულისხმობს თავი შორს დაიჭიროთ ისეთი სიტუაციებისგან, სადაც შეიძლება სხვა ადამიანები დააინფიციროთ. ეს გულისხმობს ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციას, როცა შესაძლოა ახლო …

ბათუმის აეროპორტთან და სარფში საველე კარვები დადგეს – კორონავირუსის პრევენცია

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის სასაზღვრო პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და ორ აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დაამონტაჟეს, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან. ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები …

One Republic-ი ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ზე ამერიკული ჯგუფი One Republic-ი კონცერტს გამართავს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 6 მარტიდან საიტზე: bsa.ge. ბილეთის ფასი 80- 300 ლარია. One Republic-ი ამერიკული პოპ-როკბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ მიაღწია კომპოზიციით – Apologize. One Republic-მა 2020 წელს ახალი ალბომი Human-ი და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც Black Sea …

რამდენად არის მზად ბათუმის ინფექციური და როდის მივმართოთ მას – კორონას პრევენცია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 27 თებერვალს, დაფიქსირდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. თბილისის გარდა ინფექციური საავადმყოფოები ბოქსირებული განყოფილებებით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც არის. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ბოქსირებული და 1 ნახევრადბოქსირებული განყოფილებაა. თითოეულ ასეთ განყოფილებაში თავსდება ერთი პაციენტი. ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე განმარტავს, რომ “ეს არის განყოფილება …

მითები და რეალობა ახალი კორონავირუსის შესახებ – WHO

ეფექტურია თუ არა ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად სხეულზე სპირტის წასმა? ნივრის ჭამა? ანტიბიოტიკების მიღება? – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება საზოგადოებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ეხმაურება კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებულ მითებს: მოკვდება თუ არა კორონავირუსი, თუკი მთელ სხეულს სპირტით ან ქლორით გაიწმენდ-დაიმუშავებთ? არა. სპირტის ან ქლორის მთელ სხეულზე წასმა არ …

როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე – ჯანმოს რეკომენდაციები

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სისტემატიურად ავრცელებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ზომების შესსახებ ინფორმაციას ვირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად. ჯანმოს მორიგი რეკომენდაციები პირბადის სწორად გამოყენებას ეხება, რადგანაც უნდა იცოდეთ როგორ გამოიყენოთ და როგორ მოიშოროთ იგი უსაფრთხოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსისგან დაცვის ნაცვლად მასზე დარჩენილი მიკრობების გამო პირბადე ინფექციის წყარო ხდება. სან ფრანცისკოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის …

Exit mobile version