მთავარი,სიახლეები

COVID19-ის გადატანის შემდეგ ანტისხეულები სისხლში ცოტა ადამიანს რჩება – ჯანმო

30.04.2020 • 2447
COVID19-ის გადატანის შემდეგ ანტისხეულები სისხლში ცოტა ადამიანს რჩება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე, ჯოგური იმუნიტეტის განხილვისას, ჯანმოს გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ საერთო შედეგების მიხედვით, ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სისხლში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ ცოტაა.

„ეს ნიშნავს, რომ ვირუსის უკან მობრუნების რისკი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კონტროლისა ზომები ძალიან მალე მოიხსნება“ – განაცხადა მაიკლ რაიანმა.

ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების, კერძოდ Covid-19-ის მართვის ტექნიკურმა  ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა ჯოგურ იმუნიტეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ სხვადასხვა ქვეყანაში, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აქვთ კვლევები და ამ კვლევების შედეგები გამოქვეყნების წინა ეტაპზეა.

„ჩვენთან შემოსული შედეგების თანახმად ჩანს, რომ დაბალია პროცენტი იმ ადამიანებისა, რომელთაც ტესტირების შემდეგ სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდათ. თუ ის ტესტები სანდოა, რაც მათ გამოიყენეს, ეს ნიშნავს, რომ დიდი ნაწილი მოსახლეობისა, კვლავ მგრძნობიარე/მოწყვლადი რჩება COVID-19-ის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ დაავადება შეიძლება კვლავ გავრცელდეს, ამიტომ არის აუცილებელი, გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების დაცვა.

ვფიქრობ, ცოტა კიდევ უნდა მოვიცადოთ, რომ გავიგოთ რამდენად კარგად მუშაობს ეს სეროლოგიური ტესტები.

ქვეყნებს, რომელებიც ამ მხრივ თანამშრომლობენ ჩვენთან, ვთხოვთ, რომ ახლა სინჯები შეინახონ საყინულეში, -20 გრადუს ტემპერატურაზე,  მანამ სანამ დავასკვნით თუ, რომელი ტესტები მუშაობს უკეთ და რომელი იძლევა უფრო სანდო შედეგებს“ – განაცხადა მარია ვან კერჰოვმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: