კულტურა,სიახლეები

ფემინისტური არტკოლექტივის „გორგონების“ გამოფენა ბათუმში [ანონსი]

01.09.2020
ფემინისტური არტკოლექტივის „გორგონების“ გამოფენა ბათუმში [ანონსი]

ბათუმში, 5-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ფემინისტური არტკოლექტივის, გორგონების გამოფენა სახელწოდებით – „რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ“.

გამოფენაში მონაწილეობენ არტისტები: ნინო გავაშელი, სალომე ვეფხვაძე, მარიამ კაპანაძე, ანა კვიჭიძე, ქრისტინე ბებია და მაგდა ბატიაშვილი.

გამოფენა ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც არტისტები სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით [ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი და სხვა] ეცდებიან შექმნან თავიანთი პირადი გარემო. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაიზიარონ არტისტების პირადი სივრცე და გახდნენ მათი განცდებისა და შეგრძნებების უშუალო მონაწილეები.

„ჩვენ, როგორც ერთი სოციუმის წევრები, ყოველდღიურად ვირეკლავთ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს, ვექცევით სოციალური თუ კულტურული პროცესების გავლენის ქვეშ. ჩვენ ერთ რეალობაში ვცხოვრობთ, თუმცა სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ მას. გარემოდან მოწოდებული ინფორმაციის შენახვა-გადამუშავება, როგორც სუბიექტური პროცესი, სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს ინდივიდებში. შესაბამისად, თითოეული ადამიანის მიერ აღქმული რეალობა სრულიად განსხვავებული და უნიკალურია. უნიკალურია შეგრძნებები და განცდები, რომელსაც ესა თუ ის მოვლენა იწვევს კონკრეტულ ინდივიდში”, – წერია გამოფენის ანონსში.

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 5 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: