მთავარი,სიახლეები

შსს 14 ჟურნალისტს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება – ქარტია

21.02.2025
შსს 14 ჟურნალისტს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება – ქარტია

პოლიცია 14 ჟურნალისტს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს და აქვე აზუსტებს, რომ არსებული სია განახლებადია.

ქარტიის ინფორმაციით, შსს თოთხმეტივე ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება, რაც თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით ჯარიმას ითვალისწინებს  5 000 ლარის ოდენობით.

„პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;

„ტვ პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს (შეატყობინეს 21 თებერვალს)

„პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;

„ტაბულას“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;

„ტაბულას“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;

„მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;

“ევრონიუსის” ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს;

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;

ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს;

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს, 17 თებერვალს”, – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

დღესვე, 21 თებერვალს, „სტუდია მონიტორმა“ გაავრცელა განცხადება, რომ გამოცემის ჟურნალისტის, ნინო შუბითიძის წინააღმდეგ შს სამინისტრომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამსახურებრივი ცნობის საფუძველზე შეწყვიტა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: