მთავარი,სიახლეები

მშვიდობიანი პროტესტი მყინვარწვერიდან –  #ნუგვაბრმავებთ

29.06.2019
მშვიდობიანი პროტესტი მყინვარწვერიდან –  #ნუგვაბრმავებთ

ზურაბ კვესიტაძემ და ალექსანდრე ნადიბაიძემ მყინვარწვერი დალაშქრეს. „მშვიდობიანმა საპროტესტო ტალღამ მყინვარწვერამდეც ამოაღწია, 5054 მ“, – წერს ფეისბუქში ზურაბ კვესიტაძე. ფოტოები, რომელიც 25 ივნისსა გამოქვეყნებული, აქვს რამდენიმე ჰეშთეგი: #რუსეიოკუპანტია; #ნუგვაბრმავებთ; #სირცხვილია; #წადი

„ეს არ იყო დიდი დაგეგმილი აქცია, არც ექსპედიცია მოწყობილა სპეციალურად ამ თემაზე. მთა ჩვენი სახლია, იქ ვცხოვრობთ, ტურისტები დაგვყავს, ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ, სპორტულ ასვლებს ვაკეთებთ. როცა აქციაზე ჩემი მეგობრების გვერდში დგომა არ შემიძლია,  სიმბოლურად შემოვუერთდი ამ პროტესტს მყინვარწვერიდან, სადაც რუსეთისა საქართველოს საზღვარი გადის“, – გვითხრა ზურაბ კვესიტაძემ.

დღეს მთელ საქართველოში დაგეგმილია „თავისუფლების მარში“ და მათ შორის ბათუმშიც, სადაც დემონსტრანტები ერას მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ იუნკერთა სკვერამდე.

დემონსტარაცია თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც 19:00 საათზე იწყება.

აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა ამ დროისათვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, თუმცა მინისტრი გადადგომას არ აპირებს. მას მხარდაჭერას უცხადებს სახელისუფლებო გუნდი და ამ მოთხოვნას არ იზიარებს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 20-21 ივნისის დარბევაზე პასუხისმგებელი არის სწორედ გიორგი გახარია.

პროტესტი მყინვარწვერიდან

პროტესტი მყინვარწვერიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: