მთავარი,სიახლეები

რუსეთის საგარეო გავრილოვის გაძევებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

20.06.2019
რუსეთის საგარეო გავრილოვის გაძევებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის შენობიდან გაძევებას ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს უწყება თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ “საქართველოს პარლამენტის შენობა რუსმა პარლამენტარებმა რადიკალების მიერ შენობის დაკავების გამო დატოვეს“ და რომ გავრილოვმა „დაცვის თანხლებით დატოვა პარლამენტის შენობა”.

რუსეთის საგარეო უწყების ამ პოსტის ქვეშ არის ასობით კომენტარი. ერთ-ერთი ქართველი კომენტატორი კი წერს, რომ რუსეთის საგარეო უწყება ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან საქართველოს პარლამენტი არავითარ რადიკალებს არ დაუკავებიათ და პროტესტი გამოთქვეს პარლამენტის შენობაში მყოფმა დეპუტატებმა.

____

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა დეპუტატმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და სხდომას რუსულ ენაზე გაუძღვა.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: