საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ანა მდინარაძე აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – ანა მდინარაძე. საიას აჭარის ფილიალის გამგეობამ ხუთკაციანი შემადგენლობით ანა მდინარაძის კანდიდატურას 17 მარტს დაუჭირა მხარი. პროცედურის თანახმად, ფილიალის მხარდაჭერილ კანდიდატურას ამტკიცებს საიას გამგეობა. შესაბამისად, ანა მდინარეაძე სათაო ოფისის გამგეობამ რამდენიმე საათის წინ დაამტკიცა თავმჯდომარედ. 25 წლის ანა მდინარაძე 2012 წლიდან არის საის აქტიური იურისტი. ანა …

სარფსა და კირნათში საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს ორი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. გარდა ამისა, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო …

რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი აჭარის ტელევიზიაში იმუშავებს

რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზიაში ადასტურებენ. აჭარის ტელევიზიაში მარინა ვაშაყმაძე დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. მისი ძირითადი უფლება-მოვალეობები იქნება სამაუწყებლო პროცესებში ჩართვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და წარმოების პროცესში ხარვეზების გამოვლენა. მარინა ვაშაყმაძემ რადიო „თავისუფლებაში“ თანამდებობა 2018 წლის 31 იანვარს, …

დღეს ბათუმში კიდევ ერთი, ამჯერად მეოთხე ავარია მოხდა

ბათუმში ახლახან მეოთხე ავარია მოხდა დღეს, ამჯერად შემთხვევა ერისთავის და შავშეთის ქუჩების გადაკვეთაზე. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ტრაილერს ველოსიპედი შეეჯახა. ველოსიპედისტი ზოგადი დაჟეჟილობით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სასწრაფოს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანება მძიმე არ არის. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ …

ბათუმში 6 წლამდე ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ბავშვს ატომანქანა დაეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში თავად მძღოლმა გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, შეჯახების შემდეგ ბავშვი კონტაქტური იყო. მძღოლმა შეძლო ავტომანქანის დამუხრუჭება. ზედაპირული დათვალიერებით ბავშვი მძიმედ არ უნდა იყოს დაშავებული. ბიჭი ველოსიპედით მოძრაობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მთავარი ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

შსს: ამოღებულია 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი, დაკავებულია 19 პირი

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, ე.წ. „ექსტაზი“, „მდმა“ და სხვა. ამავე პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი – აქედან – საქართველოს 14, სომხეთის – 1, აზერბაიჯანის …

საბაჟოზე გაჩერებულ მოქალაქეებს საკვებს ვაწვდით – თურქეთის საკონსულოს განცხადება

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, თურქული მხარე ყველაფერს აკეთებს სარფის საბაჟოზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად. საბაჟოზე დღეს, 8 მარტს, მთელი დღის განმავლობაში მიმოსვლა შეზღუდული იყო. მოქალაქეებს საბაჟოზე საათობით უწევთ გაჩერება. „ამ დროისთვის სარფში იმყოფება გენერალური კონსული. სარფის საბაჟოზე მუშაობენ არსებული ვითარების გამოსასწორებლად – ვცდილობთ უზრუნველვყოთ კომპიუტერული სისტემების გამართულად მუშაობა. პარალელურად ალტერნატიული გზებს იძიებენ და 20-20-კაციანი ჯგუფები გადმოჰყავთ. …

ნათია სირაბიძე საზმაუს ბორდის წევრობაზე: ხელს არ ავუწევ იმას, რასაც არ ვეთანხმები

ნათია სირაბიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობას აპირებს. ის ახლა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მანამდე იყო აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე და აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ნათიას აქვს ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილებაც. ნათია სირაბიძემ ჟურნალისტიკა ისწავლა საქართველოში და აშშ-ში. კითხულობდა ლექციებს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტსა და ბსუ-ში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და საჯარო გამოსვლის …

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე, მსჯავრდებული მერაბ ღოღობერიძე საპატიმრო დაწესებულებიდან „ბათუმელებს“ დაუკავშირდა და აცნობა, რომ ის და ირაკლი ჩხვირკვია უდოს კომისიამ [ვადაზე ადრე გათავისუფლების] პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მათ დღეს შეატყობინეს. „გუშინ ვიყავით კომისიაზე და დღეს გაგვათავისუფლეს. სახლში მოვდივარ უკვე“, – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 იანვრის …

უბედური შემთხვევა – დაშავებულია ერთი კაცი 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის გზატკეცილზე, ერთ-ერთ ვულკანიზაციაში, სატვირთო მანქანის ბორბლის გახეთქვის შედეგად კაცი დაზიანდა. თვითმხილველების თქმით, დარტყმის ძალამ მამაკაცი რამდენიმე მეტრის მანძილზე გადააგდო და მას, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის მოტეხილობა აქვს, ასევე აღენიშნება ღია ჭრილობები. ადგილზე უკვე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.  

რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საზმაუს სამეურვეო საბჭოს

საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მის წევრებს და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ ქარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობა რეგიონებიდან არის. იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. გიორგი იაკობაშვილი …

დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონები საქართველოდან

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში – ქვეყანა 144 სახელმწიფოს შორის 137-ე ადგილზეა ამ თვალსაზრისით. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მონაცემებით, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა. ბოლო რვა წლის განმავლობაში, შობადობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი 2016 წელი იყო – საქართველოში სულ 56 569 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის …

ავტოავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე

ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოავარია მოხდა. ოპელის მარკის ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსში ისხდნენ მგზავრებიც, მაგრამ არავინ დაშავებულა.

შარაბიძეების დასახლებაში, „ვისოლის“ სადგურის მიმდებარედ, ცხელი წყალი ამოდის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შარაბიძეების დასახლებაში, „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ მცხოვრებმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ მიწიდან ცხელი წყალი ამოდის, გამოირთო ელექტროენერგია. მოქალაქეებს აინტერესებთ, რაიმე საფრთხის შემცველი ხომ არ ხდება თავად ბენზინგასამართ სადგურზე. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს. რუსუდან კბილაშვილი ადასტურებს, რომ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ ნამდვილად ამოდის ცხელი წყალი, მაგრამ აცხადებს, რომ არავითარი საშიშროება არ …

ბათუმში კაცი დაჭრეს, ბრალდებული ოჯახის ახლობელია

50-წლამდე კაცი დანით წუხელ დაჭრეს. მას ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. წუხელ დაჭრილი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ბრალდებული მიმალვაშია. საქმეს ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაზარალებული თავდამსხმელის სიმამრის ძმა არის. დაზარალებული და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ ხელვაჩაურში – ელექტროგადამცემი ბოძების მონტაჟისთვის გარემოს აწესრიგებდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტი მხარეებს შორის გასული წლის სექტემბერში დაიწყო – უთანხმოების მიზეზი გახდა …

რა ელის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს – ინტერვიუ ექიმთან

9 იანვარს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აჭარის რესპუბლიკურ-კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს მისწერა, რომ „მიმდინარე პერიოდისთვის საავადმყოფოს გასხვისება/განკარგვის საკითხი არ განიხილება“. ამ წერილს წინ უსწრებდა 2017 წლის 21 იანვრის განცხადება, რესპუბლიკური საავადმყოფოს კერძო კომპანიისთვის მართვაში გადაცემაზე. ექიმი ბენო ჭელიძე ამბობს, რომ კოლექტივი ბოლო წერილს განიხილავს, დროის მოგებისა და თანამშრომლობის გადაბირების მცდელობად. მის თქმით, 350 თანამშრომლის ხელმოწერილი განცხადებით, რომელიც …

ასლან აბაშიძის ოჯახმა ვაჟა-ფშაველას #16-ში ბინა იყიდა და სამუშაოებს უნებართვოდ ატარებს

ასლან აბაშიძის შვილის ოჯახი, კონკრეტულად გიორგი აბაშიძის მეუღლე, სალომე ბაჯელიძე, ბათუმში შეძენილი ბინის გარე ფასადზე სამუშაოებს ატარებს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის ამას უნებართვოდ აკეთებს. სალომე ბაჯელიძის 254 კვადრატული მეტრი ბინა ბათუმის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. კორპუსში, სადაც სალომე ბაჯელიძეს ბინა აქვს ნაყიდი, 1 კვადრატული მეტრი კარკასის ფასი 800 დოლარია. შენობის მეათე, ბოლო სართულზე ბინა კომპანია „დს …

ყოფილი ვიცე-მერი განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ბაგრატ მანველიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროშიც დაადასტურეს. „დღეს დაინიშნა,“ – გვითხრეს უწყების პრესცენტრში. ბაგრატ მანველიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა, თუმცა მაშინ მან თქვა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ბაგრატ მანველიძე დღესვე განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. …

პატარაძე თურქეთში მიმოსვლის წესის ცვლილებაზე

ზურაბ პატარაძე ამ წუთებში სარფში იმ მოქალაქეებს ხვდება, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. თურქეთის მხარის მიერ მიღებული ახალი რეგულაციებით, ყოველდღიური მიმოსვლის წესები შეიცვალა, რაც ამ მოქალაქეებზე პირდაპირ აისახება. ზურაბ პატარაძემ შეკრებილ მოქალაქეებს შემდეგი განუცხადა: „თურქეთის გენერალურ კონსულთან ერთად მივემგზავრები თურქეთში, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისათვის, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი. ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა უნდა იყოს აუცილებლად …

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ტურავა გუშინ აირჩიეს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა“, – წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერაბ ტურავას 2016  წლის  2 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა ეკავა. ამ თანამდებობაზე გუშინვე პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს …

რუსუდან შავიშვილი: ვადასტურებ, დავინიშნე მინისტრის მოადგილედ

აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რუსუდან შავიშვილი ინიშნება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად რუსუდან შავიშვილმა დაუდასტურა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, „ჯერჯერობით არ არის დანიშნული მინისტრის პირველი მოადგილე. განიხილება რამდენიმე კანდიდატი და უახლოეს დღეებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მას „დღეს შესთავაზა მინისტრმა ეს თანამდებობა და თანხმობაც განაცხადა“. „ალბათ …

შსს: ბათუმში ნარკოტიკულ დანაშაულზე ორი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1960 წელს დაბადებული ი.ჩ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ხოლო 1978 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით. ორივე პირი ბათუმში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ა.კ.-ს პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, 376 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ჩ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. იგი …

„მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა აღსაყდრების საზეიმო წირვას“ – საჩივარი „ქრონიკის“ წინააღმდეგ

„საზეიმო ლიტურგიას სვეტიცხოველში ესწრებოდა მღვდელმთავების უმრავლესობა, თუმცა აქ არ იმყოფებოდნენ, მაგალითად, მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე და მათ შორის არც პატრიარქის ძმის შვილი მეუფე დიმიტრი“, – ეს წინადადება გახდა იმის საფუძველი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის სოფო ბერიძის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განცხადება შეეტანათ. სადავო მასალა 25 დეკემბერს გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია …

საბა კონსტრაქშენი ბათუმში სპორტსკოლას 61 977 777 ლარად ააშენებს

„შპს სტადიონმა“ ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობაზე დღეს, 8 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერში სამი კომპანია – „გენჩ ინშაათ”-ის საქართველოს ფილიალი, „დაგი“ და შპს „საბა კონსტრაქშენი“ მონაწილეობდა. ტენდერში სწორედ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. ტენდერის საწყისი ღირებულება იყო 66 574 430 ლარი. კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობისთვის კონკურენტებთან შედარებით ნაკლები თანხა შესთავაზა შემსყიდველს. „გენჩ ინშაათ”-ის საქართველოს ფილიალი სპორტსკოლის მშენებლობას 66 …

ვაკანსიები მასწავლებლებისთვის ბათუმის სკოლებში

მათემატიკა მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს როგორც გამოცდილ, ისე მაძიებელ მასწავლებელს. ძირითადი მოთხოვნა უმაღლესი განათლებაა. კონკურსანტი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნათაგანს: უნდა იყოს სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული/ან ჰქონდეს საგნის გამოცდა ჩაბარებული და იყოს სქემაში ჩართული. უნდა ჰქონდეს ზოგადასაგანამანათლებო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი. …

რა შემთხვევაში დაგიბრუნებთ რკინიგზა ბილეთის ღირებულებას

თუ მატარებელი დააგვიანებს და ამის გამო მგზავრს შეექმნება დისკომფორტი, მას აქვს უფლება მოითხოვოს სამგზავრო ბილეთში გადახდილი თანხა. თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანება. მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მატარებელი 60 წუთზე მეტი ხნით დააგვიანებს ბილეთში მითითებულ დანიშნულების საბოლოო პუნქტში ჩასვლას, …

სასტუმრო „ლეოგრანდმა“ დაღუპულების ოჯახებს ერთჯერადად კომპენსაცია გადაუხადა

სასტუმრო „ლეოგრანდსა“ და ამ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპული პირების ოჯახებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლეოგრანდის“ ადვოკატი ადასტურებს. საქმე ეხება ფულად კომპენსაციის გაცემას დაღუპული ოჯახის წევრებისთვის. ლეოგრანდის ადვოკატის კახა წერეთელი ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობას არ ასახელებს. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყველა დაზარალებულისთვის კომპენსაციის ოდენობა ერთი და იგივეა. ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით კი, კომპანია …

ვინ შეინარჩუნებს და ვინ ვერა სამსახურს ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიას ცხრა სამსახური აქვს. ამ დროისთვის უფროსი აღარ ჰყავს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს. ამ სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის თაობაზე ინფორმაცია, დღეს დაადასტურეს ბათუმის მერიაში. ვაკანსია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ პეტრიძე ბათუმის ვიცე-მერად დაინიშნა. ირაკლი ახალაძის მსგავსად ხომ არ აპირებენ …

ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი გადადგა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური უფროსი ირაკლი ახალაძე გადადგა. გადადგმის შესახებ განცხადება ირაკლი ახალაძეს გუშინ აქვს დაწერილი. ირაკლი ახალაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მერიაშიც. „საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ბათუმის არჩეული მერის ლაშა კომახიძის გუნდში უკვე ვეღარ იმუშავებენ დავით ასამბაძე, ბათუმის „სანდასუფთავების“ სამსახურის  უფროსი. მას ამ თანამდებობაზე, ჯერჯერობით, …

ყოფილ პატიმარს აშანტაჟებენ: 1000 ლარს თუ არ ჩამირიცხავ, ცოლი გაგიფრინდება

ყოფილი პატიმრის ცოლი ამბობს, რომ 10 დღის წინ მის ფეისბუქგვერდზე გაჩნდა კომენტარი, რომელიც თავისი ქმრის შეურაცხმყოფელ ტექსტს შეიცავდა. ამის შემდე პირად ჩათში იმავე მისამართიდან მიიღეს შეტყობინება – უცნობი ადამიანი ფულს ითხოვდა, 1000 ლარს. ქალი ამბობს, რომ პირველი შოკის შემდეგ უცნობს სთხოვეს წაეშალა საჯარო შეურაცხმყოფელი ტექსტები ფეისბუქში, რომელზეც ქალის ნათესავებიც ჰყავდა მონიშნული. „მოვშლი, თუ 1000 ლარს …

კიდევ 10-მდე ხე ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის

ხეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გააქვთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ზენითისა და ალამბრის საზღვარზე მდებარეობს. მიწა, საიდანაც ხეებს იღებენ, ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაა, ანუ სახელმწიფო საკუთრებაა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელში უთხრეს. შესაბამისად, ორივე სოფლის ოფიციალურ პირებს ვკითხეთ, რა დოკუმენტის საფუძველზე თხრის კომპანია ხეებს და რა თანხის სანაცვლოდ. მათ თქვეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ …

კერძო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში გაიმარჯვეს, საჯაროს მოსწავლეებმა – ქართულში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ექვს საგანში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმარჯვეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კერძო სკოლის მხოლოდ ერთმა მოსწავლემ. ამ ოლიმპიადას ქართულში შვიდი გამარჯვებული ჰყავს – ბათუმის #4 და #8 საჯარო სკოლები, სოფელ …

ავტოავარია – კლინიკა „მედინაში“ მოთავსებული უცნობი მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაშია 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამედიცინო კლინიკა „მედინაში“ სამი დღის წინ უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს 30-32 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თავზე გაუკეთდა ოპერაცია. მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. „მამაკაცს პატრონობს ის ადამიანი, ვინც დაეჯახა. ცოტა ხნის წინ იყვნენ პროკურატურიდანაც. არ ვიცით მამაკაცი ვინ არის, არ ჰქონდა არავითარი მაიდინტიფიცირებელი დოკუმენტი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა ადამიანებმა. წყაროს ინფორმაციით, პაციენტი უკვე მესამე ღამეა კომატოზურ მდგომარეობაშია …

პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ჩამოვიდა. პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომელს 100-მდე ადამიანის გადარჩენისთვის. „მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, – თქვა გიორგი …

შს სამინისტრო: დაღუპულია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე

შს სამინისტრომ  ახალ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით დაღუპულია არა 12 ადამიანი, როგორც ეს უწყებამ თავდაპირველად გაავრცელა, არამედ 11 ადამიანი. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ხანძარი ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.    

პრემიერი ბრიუსელიდან თბილისში ჩასვლის ნაცვლად ბათუმში ჩამოფრინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” მივიდა. მომხდარი ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მას აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ მიაწოდა. პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

Exit mobile version