მთავარი,სიახლეები

კომპანია: „ვიზიარებთ საზოგადოების მოსაზრებას ფლაერზე დატანილ რუკის ვიზუალურ გამოხატვაზე“

29.06.2019
კომპანია: „ვიზიარებთ საზოგადოების მოსაზრებას ფლაერზე დატანილ რუკის ვიზუალურ გამოხატვაზე“

კომპანია Avis Rent a Car in Georgia საკუთარ FB-გვერდზე ავრცელებს მოკლე შეტყობინებას ფლაიერებთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია – ტერიტორია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, წითელი ფერით არის აღნიშნული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნაცრისფრად. დღეს ეს ფლაიერები ბათუმელმა ფოტოგრაფმა ედო მჟავანაძემ გადაიღო ბათუმის აეროპორტში.

„ვიზიარებთ საზოგადოების მოსაზრებას ფლაერზე დატანილ რუკის ვიზუალურ გამოხატვასთან დაკავშირებით. აქამდე რუკაზე საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში განსხვავებული დაშტრიხვით მონიშნული გვქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, სადაც ბუნებრივია კლიენტების მომსახურებას ვერ ვახორციელებთ. ამიერიდან, ჩვენი ფლაერები კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოხატავს ამ რეგიონების რუსეთის ოკუპაციის ფაქტს“, – წერია Avis Rent a Car in Georgia , მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.