სუს-ის თანამშრომლები სადავო სამშენებლო ბიზნესში

ოთხი წლის განმავლობაში 191 ბინის მესაკუთრემ მშენებარე კორპუსში საკუთარი დანაზოგი ჩადო. ხელშეკრულებით სამშენებლო კომპანია „შენ სახლს“ მათთვის ბინები 2017 წლის ბოლოს უნდა ჩაებარებინა. მშენებლობა მეორე წელია შეჩერებულია. ბინების მომავალმა მესაკუთრეებმა არ იციან, როდის დასრულდება ეს მშენებლობა. ამასობაში, თითქმის 18-მილიონიანი ქონების მფლობელი „შენი სახლი“ 200 ლარად გაიყიდა, ისე, რომ კომპანიის მესაკუთრეებმა არაფერი იცოდნენ. გეგმის თანახმად, ბათუმში, …

მარიამ ჯაში გამოცდების გაუქმებაზე: მეთორმეტეკლასელებს არათანაბარ პირობებში ვაყენებთ

დღეს ბათუმსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მეთორმეტეკლასელებმა აქციები გამართეს და საატესტატო გამოცდების გაუქმება მოითხოვეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. მაგრამ გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ მე-12- კლასელებს არსებული ფორმატით. ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. განათლების სამინისტროს დაანონსებულ ცვლილებებს დღეს გამოეხმაურა საქართველოს …

ტყუილია, თითქოსდა ვენაში ტურისტულ გამოფენაზე სომხური კომპანია გერგეტის ფოტოებით წარსდგა 

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ყალბი ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ თითქოსდა „ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გახსნილ ტურისტულ გამოფენაზე, სომხეთი თბილისისა და გერგეტის სამების ხედების ფოტოებით წარსდგა“. გაყალბებული ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ფოტოს 800-მდე გაზიარება აქვს და შეიცავს სიძულვილის კომენტარებს სომეხი ხალხის მიმართ. საქმე იმაშია, რომ გაყალბებულ ფოტოს რეალურ ვერსიაში მოცემულია ქართული და …

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა პირდაპირ ეთერში სასუქი კარბამიდი შეჭამა

აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა, როგორც თავად ირწმუნება, ქიმიური ნივთიერება კარბამიდი შეჭამა. ლადო მგალობლიშვილმა ეს იმის საილუსტრაციოდ გააკეთა, რომ ამ ნივთიერების გადატანა იგეგმება ბათუმის ახალი ტერმინალიდან და ის უსაფრთხოა. გარკვეული ჯგუფი ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას აფასებს, როგორც „ბათუმზე ქიმიურ შეტევას“ და, შესაბამისად, ახალ მშენებლობას აპროტესტებს. ლადო მგალობლიშვილს პირდაპირ ეთერში ოპონირებას უწევდა …

როგორ ცდილობენ უკვე ორი კვირაა გერმანელი მაშველები 49 მიგრანტის გადარჩენას

ათობით მიგრანტი ორი გემით – “Professor Albrecht Penck” და „Sea-Watch 3″ გასული წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან მალტის სანაპიროზე იმყოფება, მაგრამ ქვეყანა ამ გემებზე მყოფ მიგრანტებს თავის ტერიტორიაზე არ იღებს. გერმანელი მაშველების ცნობით, ბორტზე სიტუაცია დღითი დღე არასტაბილური ხდება. გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მალტასთან მყოფი 49 მიგრანტის მდგომარეობა მძიმეა. გერმანული სამაშველო ორგანიზაციის [Sea-Eye] …

გრიპის ვირუსი – სერგეენკო „ტამიფლუს“ დეფიციტსა და იმაზე, თუ ვინ მიიღებს უფასოდ ამ პრეპარატს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, 5 იანვარს, [17:00 საათი] გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, დეფიციტი შეიქმნა პრეპარატ „ტამიფლუზე“. ეს პრეპარატი გამოიყენება H1N1 ვირუსის, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის სამკურნალოდ. სერგეენკომ თქმით, გაფართოვდება იმ ადამიანთა სია, ვისზეც “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა. დავით სერგეენკოს თქმით, „10 იანვარს შევსება შემოვა, თუმცა ამ პერიოდის …

კაზინო „ინტურისტი“ არ იხურება, შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა

გუშინ კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ აჭარის ტელევიზიას უთხრეს, რომ სამსახურიდან თითქმის 180 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს დამსაქმებელი. სასტუმრო „ინტურისტში“ შეკრებილი კაზინოს თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ მათ მისაღები აქვთ დეკემბრის თვის ხელფასიც. მფლობელმა, ცოტა უფრო ადრე, თანამშრომლები – 50 დასაქმებული დაითხოვა სასტუმრო „ინტურისტ პალასიდანაც“. სასტუმროში შემცირებამდე 150-მდე პირი მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამჟამად კაზინო „ინტურისტში“ 270 …

გარდაიცვალა მერიის თანამშრომელი, რომელიც ქარისგან გადმოვარდნილი სახურავის ქვეშ მოყვა

გარდაიცვალა ბათუმის მერიის თანამშრომელი იოსებ/სოსო შერვაშიძე. ის გუშინ, 4 იანვარს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად ჩამოვარდნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის  ქვეშ მოყვა. სოსო შერვაშიძე 53 წლის იყო. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: „სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და …

ექსპრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ ქუჩაში უცხო კაცებმა შეურაცხყვეს

დღეს, პირველ დეკემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა და ახლა უკვე „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, მანანა მანჯგალაძემ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც აღწერს, თუ როგორ შეურაცხყვეს ის ორი დღის წინ მისთვის უცნობმა კაცებმა. „ეს ეტყობა ტრენდია. ორი დღის წინ კინოში მივდივარ და ჩემს მეგობრებს ველოდები, ვაჟა-ფშაველაზე ვდგავართ მე და ნათია ბანძელაძე… მოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი უფრო …

სხეულის დანაწევრების დროს მუსიკას უსმენდნენ – თურქეთი ჟურნალისტის მკვლელობის დეტალებზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ [Mevlüt Cavusgolu] დღეს გერმანულ მედიასთან ისაუბრა ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ასახავს. მინისტრმა ჩანაწერებს უწოდა „ამაზრზენი“. G20 სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე თურქეთი დეტალურად საუბრობს ჟურნალისტის მკვლელობაზე, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო. „ის მოკლული იქნა შვიდი წუთის განმავლობაში. ეს იყო განზრახ მკვლელობა“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამის შესახებ …

რა ქონებას ფლობს გრიგოლ ვაშაძე

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, პირადად არავითარ უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. ერთადერთი ქონება, რომელიც 2009 წელს, სამემკვიდრო მოწმობით მიუღია გრიგოლ ვაშაძეს [თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 97 კვადრატული მეტრი ბინა], 2012 წელს თავის მეუღლისთვის – ნინო ანანიაშვილისთვის უჩუქებია. გრიგოლ ვაშაძის მიერ 2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაშიც, რომელიც მან ბოლოს ქვეყნის საგარეო საქმეთა …

რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი

მმართველი გუნდის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოში ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2004 წელს აქვს შევსებული. მას მაშინდელ ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. იმ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი არ ფლობს არავითარ უძრავ ქონებას, ნაღდი ფულის სახით აქვს 3 ათასი დოლარი, ხოლო საფრანგეთში საბანკო ანგარიშზე 80 ათასი ევრო – გრძელვადიანი კრედიტი. 2005 წელს, დეკლარაციის …

„ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ბატონ ბიძინას შეუძლია“ – ექიმების აქცია ბათუმის რესპუბლიკურში

დღეს, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა მორგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკვე საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად  თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში ისევ არ არის გათვალისწინებული. ექიმი ბენო ჭელიძე, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, აცხადებს, რომ ისინი ამ აქციით ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების, უფრო კი ბიძინა ივანიშვილის ყურადღების …

წითელი ბაირაღი აჭარულ სახლზე

„ქვემო აჭარაში სახლის მშენებლობას კვირა დღეს იწყებდნენ, ზემო აჭარაში – ორშაბათს. მშენებლობის დაწყების დროს საძირკვლის ქვას მარჯვენა კუთხეში დადებდნენ და ამით სახლის მშენებლობა დაწყებულად ითვლებოდა. შემდეგ ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა მშენებლობის გაგრძელება. ზემო აჭარაში სახლის უფროსი დიასახლისი საძირკველში საქონლის ბეწვს და ხურდა ფულს ჩაყრიდა, მამაკაცი დალოცვას მიაყოლებდა და სახლში საქონლის, ბარაქის და ფულის გამრავლებას ისურვებდა. ზემოაჭარლებისაგან …

დასრულდეს გამოუძიებელი მკვლელობები – ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ცოტა ხნის წინ [19:00 საათი] ბათუმში გაიმართა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ სურთ გაიზიარონ ზაზა სარალიძის ტკივილი და ის, რომ საქართველოში დასრულდეს მკვლელობების გამოუძიებელი ისტორიები, რომელიც მთელ საზოგადოებას ლაქად რჩება. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ასლან ჭანიძის თქმით, დაუშვებელია ზაზა სარალიძის დამნაშავედ გამოცხადება, რომელსაც ცხრა თვის განმავლობაში არ ეძლეოდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელების …

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა. ამ ინფორმაციის გადამოწმებას „ბათუმელები“ დღეს დილიდან ცდილობდა, მაგრამ ყველა ოფიციალური პირი თუ უწყება ბათუმში, ვისაც შეიძლება სცოდნოდა არჩეული მერის გადადგომაზე, ერთხმად აცხადებდნენ, რომ „ინფორმაცია ჩვენგან გაიგეს“. გოჩა მელაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ახლახან ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. თავად ხულოს მერიის ადმინისტრაციაში კი გაურკვევლობაში არიან – მუნიციპალიტეტში არაერთი თანამდებობის …

კომისიამ „აჭარის TV-ის“ ბორდის წევრობის 6 კანდიდატი შეარჩია

ახლახანს [16:39 საათი] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი შეარჩია უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ. კონკურსანტთაგან მეორე ეტაპზე იაკინთე (ნიკა) ჩხარტიშვილი და ირაკლი კიკვაძე ვერ გადავიდნენ.  ბორდის წევრობის მსურველთაგან პირველი ეტაპი სულ 10-მა კანდიდატმა გადალახა. კომისია სწორედ მათგან შეერჩია ექვსი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოსთვის წარსადგენად. ამით კომისიამ მუშაობა დაასრულა. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის …

ბავშვები ბათუმის ბულვარში – მათ ღამით ქვაფენილსა და სკამებზე სძინავთ (ფოტო)

ზოგს სკამზე სძინავს, ზოგიც პირდაპირ ქვაფენილზეა გაწოლილი. „ბათუმელებმა“ ეს ბავშვები, ოთხი მოზარდი, 25 აგვისტოს, ღამის სამ საათზე დააფიქსირა. ყველა მათგანი გოგოა. „ბათუმელებმა“ აქამდეც დააფიქსირა რამდენიმე მოზარდი – ბიჭები, რომლებსაც ღამის საათებში ეძინათ ბულვარში სკამებზე. ჩვენ ვერ  მოვახერხეთ ბავშვებთან გასაუბრება და, შესაბამისად, იმის გარკვევა, სად ცხოვრობენ ისინი, ან რატომ გახდნენ იძულებული, ქუჩაში გაათიონ ღამე. ბათუმის ახალ …

„ქართული მარში“ ბათუმში ქსენოფობიურ აქციას მართავს

ამ წუთებში „ქართული მარში“ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, აწყობს მსვლელობას. მათ აქვთ გამოტანილი ხატები, ასევე საქართველს ძველი და ახალი დროშები. ქსენოფობიური [ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „შიშს უცხოელის მიმართ“] აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩაზე სკანდირებენ – „საქართველო თურქ სელჩუკების გარეშე“, „საქართველო თურქების გარეშე“. მანამდე ვარდების სკვერში „მარშის“ ლიდერმა სანდო ბრეგაძემ  შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ „ბინძური მიხეილ …

მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს განცხადებას და ფოტოს, რომელიც მიტროპოლიტ დიმიტრის სახელითა და მისი ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციის შესახებ ატყობინებს. განცხადებაში, რომელსაც სტილის დაცვით ვაქვეყნებთ, წერია: „შეგახსენებთ, რომ ამა წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, …

სასამართლომ ციხეებში პატიმრის გაშიშვლება ნაწილობრივ სცნო არაკონსტიტუციურად

პატიმარი ქალი ნანა ფ. სასჯელაღსრულების მინისტრის იმ ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ციხის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა პატიმრისთვის, შემოწმების მიზნით, იმდენჯერ მოეთხოვა გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება, რამდენჯერაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. მოსარჩელე მოითხოვდა გაშიშვლების უფლების ჩანაცვლებას სკანერით. დღეს, 26 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ მინისტრის #200 ბრძანება არაკონსტიტუციურად სცნო, მაგრამ არ გააუქმა გაშიშვლების უფლების გამოყენება. დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი …

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე – ათი პირიდან ციხეში წასვლა არც ერთს არ უნდა

„ჩვენ ვართ ბრალდებულები, არ მოგვმართოთ სახელებით“ – ეს იყო ბრალდებულების მოთხოვნა მოსამართლისადმი. 19 ივლისს, გვიან საღამოს დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 10 პირის მიმართ აღკვეთი პროცესი. ყველა მათგანის ადვოკატმა სთხოვა მოსამართლეს არ გამოეყენებინა ბრალდებულების მიმართ საპატიმრო ღონისძიება – ისინი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოსამართლემ ათივე პირი პატიმრობაში დატოვა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები …

ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა

ლუკა 18 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მინდობით აღზრდაში ცხოვრობს. ბიჭი თავიდან საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება გაჩერება. მინდობით აღზრდაშიც იმის გამო დატოვეს, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ლუკა საკუთარ თავზე და იმაზე თუ, როგორ იპოვა დედა 11 წლის ასაკში, თავად ჰყვება: „ბსუ-ში ფსიქოლოგის ფაკულტეტი ავირჩიე. იურისტობასაც ვფიქრობ, ეგეც ჩაწერილი მაქვს. და …

ბიჭები მინდობით აღზრდიდან

ცოტნე მალე 18 წლის გახდება. ეს მისთვის ორმაგად ემოციური დაბადების დღეა – ხდება სრულწლოვანი და მიდის იმ სახლიდან, სადაც 4 წელი ცხოვრობდა მინდობით. ძალიან უნდა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ მას კიდევ 7 და-ძმა ჰყავს და მათთან დაშორებაზე ფიქრი არ ასვენებს. ცოტნეს მსგავსად შემოდგომაზე სხვა ბიჭებს და გოგოებსაც უსრულდებათ 18 წელი – ისინიც მინდობით აღზრდაში …

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის ჩანასახის ეპოპეა: შესავალი, კანონის მნიშვნელობა

ავტორი: ესმა გუმბერიძე დაზარალებული ზაზა სარალიძის მე თავიდან ბოლომდე მჯერა, როცა ის ამბობს, რომ 6 თვეა, მაღალი თანამდებობის პირებთან ითხოვდა შეხვედრას თავისი შვილის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად, ინფორმაციის მისატანად და არავინ რომ არ მიიღო. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია: რამდენიმე თვის წინ ასევე ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ კი რეგულირების სააგენტოში მომიწია მისვლა, დიდუბეში. იქაც ერთი ადამიანი დაჟინებით …

ბოშა გოგოების არჩევანი

ქობულეთელ ბოშა გოგონებს თუ შეხვდებით, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, გეტყვიან, რომ სწავლა უნდათ. აქ და ამ თემში სკოლა ჯერ არც ერთ გოგოს არ დაუმთავრებია, მაგრამ ზოგიერთმა მეცხრე კლასის ატესტატი აიღო. აი, სწორედ ისინი გეგმავენ პროფესიულ სასწავლებელში სწავლას. რატომ? – მათი პასუხი საქმიანია, არ სურთ დედების გაკვალულზე სიარული. მოკლედ, ბოშა გოგონები გელაურიდან თავიანთ მომავალს სხვაგვარად ხედავენ. …

რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე

სამი წლის შემდეგ ზუსტად 100 წელი უსრულდება ქალაქ ყარსში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელსაც საზოგადოება ყარსის ხელშეკრულებით სახელწოდებით იცნობს. რა წერია ამ დოკუმენტში და შეიცავს თუ არა ის საფრთხეებს საქართველოსთვის? – „ბათუმელების“ კითხვებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძეს პასუხობს. ლაშა, ვინ არიან ყარსის ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები – ითვლება თუ არა საბჭოთა რუსეთი მხარედ, თუ მხოლოდ სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული …

„ჩემმა ძმისშვილმა პოლიცია დასახმარებლად გამოიძახა, მაგრამ მას სცემეს და კბილები ჩაუმტვრიეს“

მოქალაქე ეთერ დუმბაძე აცხადებს, რომ მის ძმისშვილს, 40 წლის კაცს, პოლიციამ ისე სცემა, რომ „არ იცნობოდა – სახე დაუსახიჩრა და კბილები ჩაუმტვრია“. ქალის თქმით, მოქალაქე ბათუმში 27 აპრილს, 23:30 საათზე დააკავეს. „ღამის ოთხ საათამდე სცემდნენ ჩემს ძმისშვილს ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში, არადა, პოლიცია თავად გამოიძახა დასახმარებლად“, – უთხრა ეთერ დუმბაძემ „ბათუმელებს“. დაკავებულის მამიდას, ეთერ დუმბაძის …

შსს: შეიარაღებული კაცი ვალუტის პუნქტს აყაჩაღებდა, მისი შეჩერება მეზობლებმა სცადეს

პოლიციამ ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული 30 წლის კაცი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა გუშინ, 4 მაისს, ბათუმში, „სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა“. შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის მეზობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა თავდამსხმელის შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა: „შენობის გარეთ გასული ბრალდებულის შეჩერებას იქვე მყოფი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცერიც …

დაიკარგა კოკერ სპანიელი

ბათუმში კოკის ეძებენ. თუ ვინმე გადაეყრებით ამ ძაღლს, დარეკეთ შემდეგ ტელეფონზე.: 577 03 21 35 ან 568 92 92 46 მარიამი. ინგლისური ჯიშის კოკერ სპანიელი ერთი კვირის წინ დაიკარგა. ძაღლს არ აქვს საყელური.  

ბათუმში მაგთის ინტერნეტი გაითიშა, კომპანიაში აცხადებენ, რომ არ იციან როდის ჩაირთვება

ბათუმში „მაგთიკომის“ აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ. როგორც კომპანიის სერვის-ცენტრში აცხადებენ, ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობენ. კომპანიის სერვისცენტრში „ბათუმელებს“ შემდეგი განუმარტეს: „ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, როდის ჩაირთვება [ინტერნეტი]. ჯერ არკვევენ მიზეზებს, როგორც კი დასრულდება სამუშაოები ჩაირთვება. ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით“. ინტერნეტი დაახლოებით ნახევარი საათის წინ, 20:00 საათისთვის გამოირთო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ბათუმში „მაგთის“ ინტერნეტი …

შსს: ბათუმის ცენტრალურ პარკში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი იარაღით არ არის დაჭრილი

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ინფორმაციით, ბათუმის ცენტრალურ პარკში ნაპოვნ გარდაცვლილ ქალს თავის არეში ჭრილობა ჰქონდა. სასწრაფოში აცხადებენ, რომ მათ ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა და არ შეუძლიათ იმის თქმა, ჭრილობა დაცემამ გამოიწვია თუ ძალადობას ჰქონდა ადგილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ქალს ჭრილობა არც ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და არც ცივი იარაღით. უწყების ინფორმაციით, დაზიანება, სავარაუდოდ, დაცემამ გამოიწვია. შს …

თანამდებობის პირი, რომლის ხელფასი შარშან კიდევ უფრო გაიზარდა და თვეში 28 475 ლარია

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, სულხან ზუმბურიძის შემოსავლები 15 ათასი ლარით გაიზარდა 2017 წელს და 341 700 ლარს მიაღწია. ამის შესახებ სულხან ზუმბურიძეს თავის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში უწერია, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, სულხან ზუმბურიძის შემოსავლები 15 097 ლარით, 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა. შესაბამისად, გასული წელს მისი შემოსავლები ყოველთვიურად …

„მარცხი გასწავლის, გახდე უკეთესი“ – ბათუმელი მეთერთმეტეკლასელი ბრიტანეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაზე 

მარიამ მიქელაძე 16 წლის არის. სექტემბრიდან ის დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება – მარიამს ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში – St Catherine’s, Bramley სწავლის გასაგრძელებლად ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. მარიამის ცხოვრებაში პირველად ხდება, როცა ოჯახისგან შორს, დამოუკიდებლად იცხოვრებს. მეთერთმეტეკლასელმა გოგონამ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვა. მარიამი გვიყვება იმაზე, რამდენად რთულია ამ გზის გავლა: შემდეგი …

„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფი „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ ეხმაურება 2018 წლის 29 მარტს, ხუთშაბათს, ტელეგადაცემა „რეაქციის“ ეთერში ქალაქ თბილისის მერის, ბატონ კახა კალაძის განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის თაობაზე. გვჯერა, რომ თბილისის მერმა აღნიშნული განცხადება შშმ პირთა ადამიანის უფლებების პატივისცემის გამოსახატად, კეთილი განზრახვით გააკეთა. გვსურს ვაცნობოთ, რომ გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის თანახმად, …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “დილის ტალღის” ვიდეო – მემონტაჟე ზუკა ფაღავა დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. მაუწყებელში ამბობენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. „ზუკა ამბობდა, რომ კუჭი ტკიოდა. სამსახურში იყო, როცა ცუდად გახდა. რვა საათისკენ სასწრაფო გამოვიძახეთ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც წნევა გაუზომეს, გადასხმა გაუკეთეს. ვერ მიხვდნენ რა სჭირდა. ამასობაში გარდაიცვალა კიდეც. გარდაცვალების მერე ბოდიში მოუხადეს მის …

Exit mobile version