ნეტგაზეთი • RU

შოთა რუსთაველის ბიუსტი დაზიანებულია [Photo]

 

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერში არსებული შოთა რუსთაველის ბიუსტი დაზიანებულია.  ძეგლზე ნაწილობრივ  მოგლეჯილია ლითონის  დაფა. 

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის  ავთანდილ ბურკაძის განცხადებით ბიუსტის შეკეთება უკვე დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

 

მისივე ინფორმაციით  ბიუსტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაიტანენ. ამის შესახებ ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება  გასული წლის დეკემბერში მიიღო.  

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები