სიახლეები

ავთანდილ ბერიძეს მანქანას ურემონტებენ

16.01.2014 • 1309
ავთანდილ ბერიძეს მანქანას ურემონტებენ

 

რემონტშია მეორე ავტომანქანა, „მერსედეს ბენცი“, რომლითაც ფრაქცია „ერთიანი-ნაციონალური მოძრობა“ სარგებლობს. „ტოიოტა პრადო“, რომლითაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სარგებლობს „დაბალი გამავლობისაა“, – განმარტა „ბათუმელებთან“ საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო სამსახურის თანამშრომელმა თამაზ დოლიძემ. მისივე ინფორმაციით, ორივე ავტომანქანის შეკეთებისთვის ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერში „ირბათ“ ცენტრმა გაიმარჯვა.

 

 

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან უმაღლესი საბჭო ხელშეკრულებას ხვალ აფორმებს.

 

ავტომანქანების შეკეთებაზე, რომლებიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ემსახურება, 2013 წლის განმავლობაში 13 121 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

 

ცნობილია, რომ უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის ბოლოს გააუქმა ტენდერი, რომლის მიხედვითაც 83 ათას ლარად ღირებული ავტომანქანის შეძენას აპირებდა. 

გადაბეჭდვის წესი