Batumelebi | გამოსახლების მცდელობა ქობულეთში გამოსახლების მცდელობა ქობულეთში – Batumelebi
RU | GE  

გამოსახლების მცდელობა ქობულეთში

 

დღეს ქობულეთში დაცვის პოლიციამ ერთ-ერთი სახლის მეპატრონე ყოფილ საკუთრებაში არ შეუშვა. პეტრო ტკაჩის ოჯახი იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვშია და ბანკმა ვალის გამო სახლი გაუყიდა. 

 

ტკაჩების დასახმარებლად მის საცხოვრებელ სახლთან მეზობლები და სხვა იპოთეკარები შეიკრიბნენ. თამაზ გოგიბერიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სხვა იპოთეკით დაზარალებულ ქობულეთელებთან ერთად დაცვის პოლიციას უფლება არ მისცა ტკაჩის ოჯახის სახლიდან გამოესახლებინათ.

 

„გუშინწინ ოჯახი ზესტაფონში წავიდა სტუმრად. რომ ჩამოვიდნენ მათი სახლი პოლიციის დაცვაში აღმოჩნდა და მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილით აღარ შეუშვეს. შევიტყვეთ ქობულეთის მოსახლეობამ და როგორც ყოველთვის, გავერთიანდით. ტელევიზიის თანდასწრებით, მცირეწლოვანი ბავშვები, ცოლი და ქმარი ძალით შევიყვანეთ. სახელმწიფოსი გვჯეროდა, მაგრამ ხალხი მოტყუებული აღმოჩნდა. გამოასახლეს ოჯახი და ქუჩაში დატოვეს. მათ ღამის გასათევიც არ აქვთ,“ – ამბობს თამაზ გოგიბერიძე.

 

მისივე თქმით,  ეს პირველი შემთხვევა იყო და თუ ხალხი არ შეეწინააღმდეგება სხვა  ოჯახებსაც გამოასახლებენ, ვისაც საკუთრება იპოთეკით აქვთ დატვირთულის.  ის ამბობს, რომ სახელმწიფო  იაფი კრედიტით დახმარებას დაჰპირდათ, თუმცა დღემდე პირობა არ შეუსრულებია და არც ერთ ოჯახს კრედიტი არ მიუღია.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი