ნეტგაზეთი • RU

სამაშველო სამსახურმა ხობში დამხრჩვალი მამაკაცი იპოვა

 

აჭარის სამაშველო სამსახურის მაშველებმა ხობში, ჭაობიან ტერიტორიაზე  ოთხი დღის წინ დაკარგული 65 წლის მოხუცი გარდაცვლილი იპოვეს. სამაშველო ოპერაციაში აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები მონაწილეობდნენ. 

 

„ოთხი დღის წინ სამეგრელოდან თხოვნით მომართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ხობში ერთ-ერთ ჭაობიან ტერიტორიაზე გაქრა 65 წლის მამაკაცი. სამდღიანი ძიების შემდეგ  ჩვენმა მყვინთავებმა აღმოაჩინეს დამხრჩვალი, დაახლოებით კილომეტრ ნახევარში  დაკარგვის ადგილიდან. სპეცოპერაცია შეიძლება დასრულებულად გამოვაცხადოთ. გარდაცვლილი ბათუმელმა მყვინთავმა აიეტ კახიძემ აღმოაჩინა,“ – განუცხადა „ბათუმელებს“  აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"