ჩაქვში, სოფელ ხალაში მეციტრუსეებმა მანდარინი მდინარეში გადაყარეს. ხალაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ბარამიძე იყო ჩასული. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ციტრუსის სეზონს წარუმატებელს უწოდებს.
„ძალიან დაუგროვდათ ტყუილი და მოვითხოვთ გადადგეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი,“ – ამბობს ირაკლი ბარამიძე.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით კი ციტრუსის სეზონი აჭარაში წარმატებით ჩატარდა.
“სეზონი იყო ზეწარმატებული. ერთი კვირაა ბათუმის პორტში გვყავს გემი გაჩერებული, რომელმაც რუსეთში უნდა წაიღოს მანდარინი და პორტში იხდის გადასახადს. ჩვენ ვთხოვეთ პორტს, რაღაც შეღავათები გაავრცელინ დგომაზე. იმპორტიორებმა და ექსპორტიორებმა, ვინც დაინტერესებული არიან, ვერ შეაგროვეს საქონელი და, სავარაუდოდ, გემი ვერ დაიტვირთება – საქონელი არაა. ძალიან დიდი მოსავლის მიუხედავად, ფაქტობრივად, სარეალიზაციო საქონელი არა გვაქვს, რადგან უკვე ყველაფერი რეალიზებულია,” – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ “ბათუმელებთან” საუბარში.