მთიანი აჭარა

ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება

17.01.2014
ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება

 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 12 საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით 2013 წელს 80 000–მდე მოქალაქეს მოემსახურა, მათ შორის 48 182 მოქალაქემ მიიღო სახელმწიფო სერვისები.

 

სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით, საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით ყველაზე მეტმა მოქალაქემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ  სართიჭალაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მანგლისში ისარგებლა.  სოფლის მკვიდრებს უკვე მიეცათ საშუალება, სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ პასპორტები, პირადობის, ბინადრობის და სხვა მოწმობები. ასევე მიიღონ სოციალური დახმარებები, ისარგებლონ ეროვნული არქივის სერვისებით, მოახდინონ მიწის რეგისტრაცია, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და სხვა.

 

  საზოგადოებრივ ცენტრში განთავსებულია სპეციალური სივრცე საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად. მოსახლეობა სარგებლობს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით, სადაც საშუალება აქვს მიიღოს კვალიფიციურ კონსულტაცია სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამებისა და სხვა საკითხებზე.  ამავე ცენტრებში, საქართველოში პირველად, გაეშვა საპილოტე დისტანციული ინგლისური ენის სწავლების კურსები (ხევის სახოგადოებრივ ცენტრში), ხოლო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში (ფოკის საზოგადოებრივი ცენტრი) დაინერგება ქართული ენის შესწავლის კურსი. მომავალში დაგეგმილია ენის შემსწავლელი დისტანციური კურსების სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში დანერგვაც.

 

სახელმწიფო სერვისების  განვითარების სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხესტატეში   გაიხსნება საზოგადოებრივი ცენტრი.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: