Batumelebi | ბათუმის მერია წვევამდელთა გაწვევისთვის ემზადება ბათუმის მერია წვევამდელთა გაწვევისთვის ემზადება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის მერია წვევამდელთა გაწვევისთვის ემზადება

 

ბათუმის მერიაში, დღეს, წვევამდელების ტრანსპორტირებაზე გამოცხადებული გამარტივებული ტენდერი დასრულდა.  ელექტრონულ ვაჭრობაში მხოლოდ ერთი იურიდიული პირი, შპს „ავტოკლასი“ მონაწილეობდა. მერია გამარჯვებულს ორი დღის განმავლობაში დაასახელებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზებს ვერ აღმოაჩენს, მერია მასთან  ხელშეკრულებას 40 ათას ლარზე გააფორმებს.  შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის 13 იანვარს მერიამ სწორედ 40 ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

 

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა  უნდა უზრუნველყოს წვევამდელების სატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირების მომსახურება ეტაპობრივად, მარშრუტით: ბათუმი – თბილისი – ბათუმი. ხელშეკრულების გაფორმებიდან მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში კი 65 რეისი უნდა შესრულდეს. ტენდერში გამარჯვებული ასევე უზრუნველყოფს  წვევამდელთა მსუბუქ კვებასაც.

 

ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ინფორმაციით, წელს გაწვევა იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში  დაიწყება. წვევამდელთა გაწვევის შესახებ ბრძანებას საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე