გასული წლის დეკემბერში, სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში ორჯერ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ აჭარაში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაცნობოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრს თან ახლდა ოთხი პირი. ორივე ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ჯამში 2160 ლარი და 300 ლიტრი ბენზინი დაიხარჯა.
პირველად მინისტრი შალვა ფიფია აჭარაში 14-15 დეკემბერს იმყოფებოდა, მეორედ – 20-22 დეკემბერს. ორივე ვიზიტის დროს მინისტრს ორი პირი ახლდა თან. სამივე მათგანს 225 ლარი მიუღია დღიური ხარჯის სახით, ანუ დღეში 15 ლარი.
რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, ორივე ვიზიტის დროს მინისტრს სასტუმროში ღამის გასათევად 969 ლარი გადაუხდია. შესაბამისად, ერთი ღამის გათევაში შალვა ფიფიამ 323 ლარი გადაიხადა. მინისტრმა ბათუმში სამ ღამეს დარჩა.
მინისტრის თანმხლები პირების ბათუმში ღამის თევისთვის ბიუჯეტიდან 966 ლარია დახარჯული. მინისტრისგან განსხვავებით მის თანმხლებ პირებს შედარებით იაფასიან ნომრებში გაუთევიათ ღამე. მათი ნომრის ღირებულება ღამეში 161 ლარია.
რაც შეეხება გადაადგილების ხარჯებს, ორივე ვიზიტის დროს სამინისტროს 150-150 ლიტრი ბენზინი დახარჯა.
ინფორმაცია ვიზიტის ხარჯების შესახებ „ბათუმელებს“ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, დავით ტყემალაძემ მოაწოდა.