ნეტგაზეთი • RU

თხილნარის საჯარო სკოლას კაპრალ მინდია აბაშიძის სახელი მიენიჭა

 

თხილნარის #1 საჯარო სკოლას 2012 წლის 10 ოქტომბერს ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულების დროს დაღუპული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრის მინდია აბაშიძის სახელი მიენიჭა.

 

თხილნარის #1 საჯარო სკოლაზე კაპრალის სახელის მინიჭება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის შემდეგ მოხდა.

 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ბატალიონის 23 -ე ბრიგადის ქვეითი ჯარისკაცები ესწრებოდნენ, ისინი ბრძოლის ველზე  2012 წელს დაღუპულ კაპრალთან ერთად იბრძოდნენ.

 

თხილნარის #1 საჯარო  სკოლაზე მინდია აბაშიძის სახელის მინიჭებას  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის  30 ნოემბერის  №87 განკარგულებით მისცა თანხმობა. 

 

აღნიშნული ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი  მოსახლეობა ესწრებოდა.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"