სიახლეები

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

19.03.2014
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

„გეგუთის ციხეში გვიან ღამით, დახურულ საკანში, პატიმრებს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ერთი პატიმარი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა პატიმრის გარდაცვალებიდან მეორე დღეს.

„2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“,  წერია განცხადებაში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა.

ოჯახის წევრებისთვის დღემდე უცნობია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. გარდაცვლილის ძმა, კობა ფარტენაძე ამბობს, რომ მათ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის უფლებას „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ არ აცნობენ.

გარდაცვლილი პატიმრის ძმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებთანაც აპირებს შეხვედრას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: