დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თანამშრომლის, სოფიო კობალაძის სარჩელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სასამართლომ უმაღლეს საბჭოს სოფიო კობალაძის თანამდებობაზე აღდგებნა და ნაცდური ხელფასის გადახდა დაავალდებულა.
სასამართლომ ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი სოფიო კობალაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაავალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სოფიო კობალაძის სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით.
„ეს მესამე სასამართლო პროცესია, რომელსაც ვიგებთ უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სოფიო კობალაძე მუშაობდა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ, იგი თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა იმის გამო, რომ კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე გადავიდა სხვა კომისიის თავმჯდომარედ. უმაღლესმა საბჭომ ეს ფაქტი მედეა ვასაძის სხვა კომისიაში გადასვლა, საკმარისად მიიჩნია კობალაძის გასათავისუფლებლად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პირველივე დღიდან იცავს სოფიო კობალაძის ინტერესებს და მიიჩნევს რომ სოფიო კობალაძის მიმართ უმაღლესი საბჭოს ხელოვნურად ქმნის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს სოფიო კობალაძის წინააღმდეგ“ – აცხადებს ადვოკატი ანა ბერძენიშვილით
ანა ბერძენიშვილის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი კანონის უხეშ დარღვევას: „გვაქვს ეჭვი, რომ უმაღლესმა საბჭომ შეიძლება გააუქმოს აღნიშნული თანამდებობა ან დაწესდეს სხვა მოთხოვნები, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულდეს“.