ნეტგაზეთი • RU

ტურამ მოქალაქე დაკბინა

 

მახინჯაურში, რკინიგზის სადგურთნა ახლოს, ახალგაზრდობის  ქუჩაზე მცხოვრები მამუკა ი. ტურამ დაკბინა. 

 

შემთხვევა საღამოს ცხრა საათზე მოხდა. მოქალაქემ დახმარებისთვის ექიმებს მიმართა.

 

მახინჯაურში მცხოვრები ჟუჟუნა კონცელიძე ამბობს: „ისე გვეშინია ქუჩაში გამოსვლის, ბომბაჩკები გვაქვს ნაყიდი და ვაფეთქებთ  გზადაგზა, რომ ტურა შევაშინოთ. შეუძლებელია ქუჩაში საღამოს გამოსვლა, ყველას ვთხოვთ დაგვეხმაროს“.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა