აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სმაინისტროში გეგმიური ატესტაცია დასრულდა. სამინისტროს 30 თანამშრომელთან გასაუბრება ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.
ბათუმელები
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სმაინისტროში გეგმიური ატესტაცია დასრულდა. სამინისტროს 30 თანამშრომელთან გასაუბრება ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.
21-23 მარტს ბათუმის სასპორტო სკოლაში სპორტულ აკრობატიკაში აჭარის ღია პირველობა ჩატარდა. ღონისძიებაში 85 სპორტსმენი მონაწილეობდა.
27-30 მარტს ბათუმის სასპორტო სკოლაში ფრენბურთში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში ქობულეთის, ქედის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
დღეს, ბათუმში, ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის დღე აღნიშნეს. იმ ადგილას, სადაც 1921 წლის 23 მარტს დაღუპული მებრძოლები იყვნენ დასაფლავებული, მოქალაქეები შეიკრიბნენ და დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს.
დილაა, სიწყნარეა. საათი უკვე ათს აჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 24-საათიან მუშაობას სამაშველო სამსახურში ახალი ცვლა იწყებს.
„როცა ექვსი წლის წინ მკლავჭიდს ჯგუფს ვაყალიბებდი, უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტი ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ და დასცინოდნენ ჩემს ბავშვებს, გოგო ტრენერი გყავთო. ვუთხარი, რომელიმე შემოსულიყო დარბაზში. ერთმა მითხრა, შენ თუ ხელი გადამაწევინე, დღეიდან ვარჯიშს ვიწყებო. მაშინ ხელი გადავაწევინე. ჯერ გაუკვირდათ, მერე თქვეს, მოდი დავიწყებ ერთი კვირით ვარჯიშსო. მერე ვეუბნებოდი, იმ დონეზე ივარჯიშეთ, რომ მე მომიგოთ და მერე შეგიძლიათ წახვიდეთ-მეთქი. ერთ ვარჯიშს მეორე მოყვა, მერე თვითონ დაინტერესდნენ და დღეს ისინი სპორტსმენები არიან“ – იხსენებს 24 წლის მკლავჭიდელი დარინა ცეცხლაძე. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის მეექვსე კურსზე სწავლობს და ერთ-ერთი იმათგანია, ვინც 9-10 მარტს თბილისში ჩატარებულ საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატზე 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა მოიპოვა და ოქროს მედალი აიღო.
დაბა შუახევში, ყოფილი „კოლმშენის“ საცხოვრებელ სახლში ორი ოჯახი, სულ 6 მოქალაქე ცხოვრობს. სახლი, სადაც უსახლკარო ოჯახები ცხოვრობენ, ავარიულია.
გეოლოგიურ დასკვნაში, რომელსაც აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია აწერს ხელს, წერია, რომ საცხოვრებელი სახლი ამორტიზებულია და აღდგენას არ ექვემდებარება.
ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის ბიუჯეტისგან 4 მილიონი ლარით გაზრდილია – დამტკიცებული ბიუჯეტი ამ ეტაპზე 9 331 800 ლარია, აქედან 4 559 000 ლარი ქედაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
რუსეთიდან და სომხეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ძაღლი და თუთიყუშები დოკუმენტების არქონის გამო საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს. შესაბამისი საბუთების არარსებობის გამო უნგრეთიდან იმპორტირებული ერთი დღის დაბადებული წიწილები კი გაანადგურეს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისგან „ბათუმელებმა“ 2012, 2013 და 2014 წლის 10 მარტამდე პერიოდში ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ლაბორატორიული კვლევების, ასევე, გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
დღეს ბათუმში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება. წიგნების ბაზრობა ინასარიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ვილმარტის“ წინაა მოწყობილი.
დღეს ბათუმში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში პოეზიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა ბათუმელმა პოეტებმა მიიღეს.
აჭარის მთავრობას აჭარის უმაღლეს საბჭოში საპარლამენტო მდივანი ეყოლება. ინიციატივით მთავრობა უმაღლეს საბჭოში უკვე შევიდა.
„კანის ფერი არ განსაზღვრავს ურთიერთობებს“, „უთხარი არა რასიზმს“, „თეთრი და შავი მხოლოდ ფერებია“ – დღეს ბათუმში, “ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა” რასიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
დღეს ბათუმის სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი შეხვდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
26 მარტს თხილნარის კულტურის სახლში სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირი“ პრემიერა გაიმართება.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები აჭარაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ხვდებიან.
ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქედაში დღეს მწვანე საფარის გაშენება იგეგმება.
რამდენიმე წუთის წინ მეჯინისწყალზე მსუბუქი ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რაგბის კლუბი „ბათუმი“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა.
დღეს, ბედნიერების საერთაშორისო დღე ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში აღნიშნეს.
დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის მსმენელები არჩილ ხაბაძეს შეხვდნენ. შეხვედრა პრესკაფეში ორი საათი გრძელდებოდა და აჭარის მთვრობის თავმჯდომარე მონაწილეების შეკითხვებს პასუხობდა.
ცხელი წყალი კვირაში ორჯერ, ყველა სართულზე ნესტისა და სადილის სუნით გაჟღენთილი საერთო სამზარეულო, რომელშიც მხოლოდ ერთი მაცივარი, ერთი მაგიდა და ელექტროგამათბობელი დგას _ ეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელია, რომელიც უნივერსიტეტიდან დაახლოებით ათი კილომეტრის დაშორებით, მწვანე კონცხზე მდებარეობს.
ხულოდან, სოფელ ფაჩხადან ზანდარაძეების ათი და ლაზების შვიდი ოჯახი გაასახლეს. გასახლების დროს სატვირთო ეშელონში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ნოდარ ზანდარაძის პატარა და იყო. გადასახლება მთელ მათ გვარს შეეხო. პატარა გოგონას საფლავი არავინ იცის, არც იმ ადამიანების, რომლებიც უმძიმესი პირობების გამო ვაგონებში გარდაიცვალნენ.
პარასკევს, 2014 წლის 21 მარტს, 18:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო საჯარო დისკუსიას გამართავს თემაზე – რატომ არ არის ქალი კაცის თანასწორი საქართველოში?
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის “ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში ქვეპროგრამის “ფერმერთა ნაკვეთებზე ნიადაგის ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით ქიმიური მელიორაციის (დეფეკატის) გამოყენება’’ დაიწყო.
რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის “მრავლწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ ფარგლებში სუბტროპიკული ხურმის ნერგები გადაეცათ.
ბათუმის ხელოვნების მუზეუმში დღეს ზაირა ნადირაშვილის გრაფიკული ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პარტია” თავისუფალი საქრთველოს” თავჯდომარე კახა კუკავა არასმთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.
აღალარლი დაშგინიმ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გააგზავნა წერილი ციხიდან. მას აზერბაიჯანის ხელისუფლება გადასახადების დამალვისთვის ეძებს, ლტოლვილი კი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. აზერბაიჯანში გადასახადების დამალვის მოტივით პოლიტიკურ ოპონენტებს ხშირად რომ ასამართლებენ, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ბრალდებულის ადვოკატი პაატა ბერიძე მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის მოქალაქე უკანონოდ დააპატიმრა.
დღეს ბათუმში, საღამოს შვიდი საათის შემდეგ, ოთხ ბალაინ შტორმს ელოდებიან.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების კონტინგენტის გაზრდას აპირებს. წელს უნივერსიტეტი 1220 სტუდენტის მიღებას გეგმავს. საერთო ჯამში, შოთა რუსთაველს უნივერსიტეტში დაახლოებით შვიდი ათასი სტუდენტი ისწავლის.
საფრთხის მოახლოებისთანავე ცხოველები თავდასაცავად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მონადირე იმ ტერიტორიას უახლოვდება, სადაც მათი ნაშიერი იმყოფება. აი, რას ყვებიან მონადირეები.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ “ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე” მუშაობა დაასრულა. „ღრუბელი” ეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიების ვირტუალური და ფიზიკური ინფრასტრუქტურული რესურსების კონსოლიდაცია მართვის ერთ ინტერფეისში.
განზრახ მკვლელობა დამამცირებელ გარემოებაში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით – ამ დანაშაულის ჩამდენებს გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოუტანეს.