სიახლეები

კამპანია “ეს შენ გეხება! – ისევ გვისმენენ” ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

19.03.2014
კამპანია “ეს შენ გეხება! – ისევ გვისმენენ” ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

კამპანია – „ეს შენ გეხება! – ისევ გვისმენენ” არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ერთი წლის წინ დაიწყო.

„საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც დღემდე არ განუხილავთ. დღევანდელი აქციისა და კამპანიის მიზანია, მივმართოთ პარლამენტს, კონკრეტულად კი აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში. ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც 11 თვის წინ იქნა ინიცირებული“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

 

არასამთავრობოები ყველას მოუწოდებენ კამპანიაში ჩართვისკენ: „ვისაც სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, ყველა უნდა შემოგვიერთდეს. კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები იქნება იმის გარანტი, რომ აღარ მოგვისმენენ, საგამოძიებო ორგანოებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა ამ სისტემით მოგვისმინონ. საგამოძიებო ორგანოებს აღარ ექნებათ უფლებამოსილება შეუზღუდავად, მოსამართლის დადგენილების გარეშე მოგვისმინონ. დადგენილი იქნება კონკრეტული დანაშაული, რომლის შემდეგაც საგამოძიებო უწყებას აქვს უფლება განახორციელოს მოსმენა“, – ამბობს იურისტი ანა ბერძენიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფარული მიყურადებისა და ფარული მოსმენის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და განადგურება, რასაც ეს კანონპროექტი გულისხმობს.

კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ შეიმუშავებენ ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმსაც, რომელიც გააკონტროლებს ფარული მოსმენებისა და ფარული ჩანაწერების მოპოვების მექანიზმს.

ხელმოწერების შეგროვება ერთდროულად სამ ქალაქში დაიწყო – ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში. აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება „ეს შენ გეხებას“ ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე კამპანიის ფეისბუქის გვერდზე. ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება კვირის ბოლომდე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: