3 აპრილს, სსიპ ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში სასკოლო კლუბ „ნიუბის“ მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური მარათონი გაიმართა, რომელშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 30 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ფინალურ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლისა და შპს „ფარნავაზის“ ქობულეთის საერო სკოლის გუნდები.
გამარჯვება ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის გუნდმა „ნიუბიმ“ მოიპოვა, ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოაზროვნე, საუკეთესო კაპიტანი და საუკეთესო კითხვის ავტორი.
ფინალურ ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცათ წიგნები, დიპლომები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქარები.
2013 წელს, სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში კლუბმა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო დაფინანსება 1800 ლარის ოდენობით.
ღონისძიებას ეწსრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები.