ნეტგაზეთი • RU

კამათი ბათუმის #3 საარჩევნო უბანზე [ვიდეო]

 

ბათუმის #3 საარჩევნო უბანი რვა საათზე დაიხურა. სარეგისტრაციო პროცედურების დაცვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა ხმაურიანად დაიწყო, შელაპარაკება უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მერაბ ცინცაძესა და “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” წარმომადგენელ დავით მიქაძეს შორის მოხდა. 

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ითხოვდა, რამდენიმე ადამიანს ხმამაღლა გამოეცხადებინა მიღებული ხმები დათვლის პროცესში. თავმჯდომარემ დამკვირვებელს მისცა გაფრთხილება, რომ დაატოვებინებდნენ უბანს. კომისიის წევრი უბნიდან გაგდების მუქარით თხოვდა „ბათუმელების“ კორესპოდენტს წაეშალა გადაღებული ვიდეო, ის ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა გადაღების უფლება, თავმჯდომარეს ეთანხმებოდნენ საიასა და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებიც, იურისტებთან განხორციელებული ზარის შემდეგ კორესპოდენტს მუშაობაში ხელს აღარ უშლიდნენ.  

 

კამათის ფონზე ხმის დათვლის პროცედურა მძიმედ მიმდინარეობდა, იყო პროცედურულ დარღვევებიც, რაზეც დამკვირვებლები არ რეაგირებდნენ.  

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე