ნეტგაზეთი • RU

დამკვირვებელს საჩივრის დაწერა და ვიდეოგადაღება შეუზღუდეს [ვიდეო]

 

ხულოში, სოფელ საციხურის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების მობილური ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ჯაბა ანანიძე არ მისცა საარჩევნო პროცესის გადაღების უფლება.  

 

 

დამკვირვებელმა ვიდეოს გადაღებამდე რამდენჯერმე სცადა დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრის დაწერა, მაგრამ უბანზე არც ერთი საჩივარი არ გაატარეს რეგისტრაციაში. დამკვირვებლის მიმართ იყო სიტყვიერი მუქარაც ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.

 

 საჩივარს, ხვალ, 17 ივნისს, ხულოს 84-ე ოლქში განიხილავენ. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"