ნეტგაზეთი • RU

პოლიციელის დაჭრისთვის ბრალდებულის ოჯახი პროკურატურას ადანაშაულებს

 

 

ქობულეთში მცხოვრებმა იმნაძეების ოჯახმა ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი, არჩილ იმნაძე უდანაშაულოდ იმყოფება ციხეში.

 

 

„ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას. ცხრა თვეა ვეძებთ სამართალს და ვერ ვიპოვეთ აჭარაში“-  ამბობს პატიმრის დედა ლია ბეჟანიძე.

 

22  წლის არჩილ იმნაძეს პოლიციელ ზურაბ მჟავანაძის მიმართ დანით მიყენებული ჭრილობებით მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ფაქტი 2013 წლის 18 სექტემბერს მოხდა. პოლიციელ ზურაბ მჟავანაძესთან ერთად კიდევ ერთი პოლიციელი, გიორგი ჯინჭარაძეც დაჭრეს. 

 

 

ოჯახის წევრების განცხადებით, მათ აქვთ არჩილ იმნაძის უდანაშაულობის მტკიცებულებები,მაგრამ იმის გამო, რომ საქმეში პოლიციელები ფიგურირებენ პროკურატურის მხრიდან სათანადო გამოძიება არ მიმდინარეობს.

 

 

არჩილ იმნაძეს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლებით, მკლელობის მცდელობითა და განზრახ მკვლელობის შეფარდებით აქვს ბრალი წაყენებული, რაც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო სასამრთლო პროცესი 20 ივნისს 14 საათზეა ჩანიშნული.

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი