ნეტგაზეთი • RU

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში სამი უბნის გაბათილებას მოითხოვს

 

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #37, #76, #91 საარჩევნო უბნის გაბათილების მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს. 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ საარჩევნო დარღვევებზე გაკეთებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ უბნებზე ყუთში ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა.

 

”ოქმების შესაბამისად გვაქვს მტკიცებულება, რომ მოხდა არჩევნების გაყალბება და მოვითხოვთ ამ უბნების ნაწილის ბათილობას”- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რიგ უბნებზე არ ემთხვეოდა ერთ უბანზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი მერის, მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში ხმა მიცემულ ამომრჩეველთა რაოდნობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ  უბნების ნაწილის ხელმეორედ გადათვლა უნდა მოხდეს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი