Batumelebi | მონოპიესების ფესტივალი ბათუმში მონოპიესების ფესტივალი ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

მონოპიესების ფესტივალი ბათუმში

 

აგვისტოს თვეში, ბათუმში „მონოპიესების ფესტივალი“ გაიმართება. პროექტი “მონოპიესები” აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

 

პროექტის საწყის ეტაპზე, საქართველოს ხუთი ქალაქიდან შერჩეული თითო დრამატურგი ფესტივალისთვის მონოპიესებს გამოაგზავნის. ამის შემდეგ, იგივე ქალაქებიდან დრამატურგის მიერ წინასწარ შერჩეული თითო რეჟისორი და მსახიობი დაბინავდება საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ბაზაზე არსებულ დასასვენებელ კომპლექსში, სადაც დაიწყება ერთობლივი სამუშაო პროცესი სპექტაკლების მომზადებისთვის.

სპექტაკლები ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"