ნეტგაზეთი • RU

ბათუმში პრეზიდენტს ელოდებიან

 

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში მიემგზავრება.  პრეზიდენტი საღამოს, 20:00 საათზე ბათუმში ელისო ბოლქვაძის კონცერტს დაესწრება.

 

ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს”  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. “ბათუმელების” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი დღეს ურეკშიც იმყოფებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ. თუმცა, თვითმხილველების თქმით, პრეზიდენტი ამ წუთებშიც ურეკშია.

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა