ნეტგაზეთი • RU

სამაშველო: ყველას ვურჩევთ დღეს ზღვაში ბანაობას ერიდონ

 

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსი, მამუკა თურმანიძე  ბათუმში მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში ბათუმში 2 ბალამდე შტორმი ფიქსირდება, ელოდებიან კიდევ ნახევარი ბალით გაზრდას.

 

“ზღვაში ჩასვლისგან  თავი შეიკავონ განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებმაც ცურვა არ იციან”, – ამბობს “ბათუმელებთან” სამაშველო სამსხაურის უფროსი.

 

მისივე ინფორმაციით, გუშინ ბათუმის ზღვაში 4 ბალი შტორმი დაფიქსირდა.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"