ბათუმის პორტში საკრუიზო ხომალდი ,,riviera “ დილის 8 საათზე შემოვიდა.
ბათუმელები
ბათუმის პორტში საკრუიზო ხომალდი ,,riviera “ დილის 8 საათზე შემოვიდა.
როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა თურმანიძე ამბობს, მაშველები წუხელ, თერთმეტი საათის შემდეგ დაკარგულ 23 წლის მამაკაცს ეძებენ. მისი პირადი ნივთები ზღვის ნაპირზე, „სანრემოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
საქართველოში სექსმუშაკები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია. მათ მიმართ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი და მორალისტური დამოკიდებულება არსებობს და შესაბამისად მიჩნეულია, რომ მათი პრობლემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოების დანარჩენი ნაწილის.
საქართველოში აბორტის გაკეთება უფრო მარტივ გზად მიიჩნევა, ვიდრე არასასურველი ორსულობისგან თავდაცვა. კონტრაცეფციას დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის დაგეგმარებისას, რაც საშუალებას აძლევს ოჯახს, ჰყავდეს ჯანმრთელი შვილი სასურველ დროს, განსაზღვრონ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა და მშობიარობებს შორის შუალედები.
24-27 ივლისს ბათუმში რიგით მერვე „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ გაიმართება. ჯაზფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი ჯაზმომღერლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახური ძალადობის 2007-2014 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით, 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში დაფიქსირდა 1102 ძალადობის ფაქტი, მათში მონაწილე 2223 პირით.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო სპორტული სამყაროსთვის. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკის 12 ქალაქში გაიმართა. 12 სხვადასხვა მოედანზე თითოეულ მატჩს საშუალოდ 52 ათასი მაყურებელი და მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ფეხბურთის გულშემატკივართა შეფასებით ფეხბურთის რიგით მეოცე მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე არაპროგნოზირებადი მუნდიალი აღმოჩნდა. გულშემატკივართა პირველი გაოცება ჯგუფიდან ესპანეთის გავარდნამ, შემდეგ კი ნახევარფინალში ბრაზილიის გერმანიასთან 7:1 დამარცხებამ გამოიწვია.
იწვევს თუ არა მოულოდნელი შედეგები კორუფციის ეჭვებს დიდ სპორტში?
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი, 48 წლის ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის პირველი არჩეული გამგებელი გახდა. ნადიმ ვარშანიძე ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია, 21 წლის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, 5 წლის განმავლობაში მას ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობა ეკავა, დღემდე ამ სასწავლების ლექტორია.
შაბათს, 26 ივლისს, 14:00 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრები მაყურებლებს სამოყვარულო თეატრის სპექტაკლზე იწვევენ.
პლაჟზე, მზის გულზე წოლა, შეიძლება, ძალიან მომაბეზრებელი აღმოჩნდეს, თუ წიგნი არ გაქვთ თან. არსებობს წიგნები, რომლებიც იდეალურია ზღვის სანაპიროზე საკითხავად – მსუბუქი წიგნები, ზაფხულის, შვებულების, თავისუფლების, იუმორის, სილაღის არომატით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ რევიუში არა ერთი, არამედ რამდენიმე წიგნი შემოგთავაზოთ პლაჟზე საკითხავად და დროის შინაარსიანად გასაყვანად.
„მოგვიწევს თუ არა განსახლება“, – ეს იყო მთავარი კითხვა, რომელსაც გასულ კვირას აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში მოქალაქეები „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაზე სვამდნენ. დოკუმენტი გასულ კვირას ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში განიხილეს.
<!** Image 1 align="left" alt="ახალციხე-ბათუმის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ქედაში" sub="ახალციხე-ბათუმის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ქედაში" width="350" height="640" >
მერიასა და საკრებულოში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები ახალმა მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ უკვე დაანანონსეს. ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მათი გუნდის წევრებს, თანამდებობაზე აუცილებლად ვიხილავთ. ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი კი ამბობს, რომ კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს და 12 თანამდებობაზე პირებს თვითონ დანიშნავს.
აკე პატარაია და ანა მალაზონია სამი თვის წინ დაქორწინდნენ, აკე და ანა მაყურებელმა “X ფაქტორიდან” გაიცნო, წყვილმა მაყურებლის სიმპათია მალევე დაიმსახურა.
სახელწოდება: ტობავარჩხილი, მყინვარული წარმოშობის გამჭვირვალე ტბები.
მდებარეობა: სამეგრელო, ეგრისის ქედი
სიმაღლე ზღვის დონიდან: 2650 მეტრი, ალპური ზონა.
მარშრუტის მინიმალური ხანგრძლივობა: 12 კილომეტრი ფეხით, სამი დღე.
მისი სიმღერები მელანქოლიურია, ბოლო სიმღერას კი სულაც მელანქოლია ჰქვია. მუსიკით 14 წლის ასაკში დაინტერესდა. წერდა თავისთვის, მანამ სანამ ერთ დღეს ნიკო ნერგაძემ არ მოისმინა და ურჩია სხვებისთვისაც გაეზიარებინა. „მუსიკა პირადი დღიურივით იყო ჩემთვის“ – ამბობს მუსიკოსი თინათინ შურღაია. თინათინი – სწორედ ამ სასცენო სახელით იცნობენ მას საქართველოში.
25 ივლისს ბათუმში “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი” და “კახაბერი და ხანუმები” ერთობლივ საქველმოქმედო აქცია-კონცერტს გამართავს.
დღეს, ორ საათზე ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ერთი წუთით გაჩერდა. მძღოლებმა რამდენიმე დღის წინ, თბილისში დაღუპული მძღოლის – ვალერი ესვანჯიას ხსოვნას ერთწუთიანი დუმილით მიაგეს პატივი.
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები დამსაქმებლებთან შეხვედრას განაგრძობენ. ვაკანსიების მოძიების მიზნით, დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე მარიამ ბეზარაშვილი ბათუმის სანაპიროსთან არსებულ კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების ხელმძღვანელებს შეხვდა და კადრებით უზრუნველყოფა შესთავაზა.
სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დღეს ბინები გადაეცემათ. 6 ოჯახისათვის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ბინების გადაცემის მიზნით დღეს კენჭისყრა ჩატარდება. ეკომიგრანტები ბინებს ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში მიიღებენ.
ბათუმში დელფინარიუმთან, ავტობუსის გაჩერებაზე ელექტრო ტაბლოიდი არ მუშაობს. ელექტრო ტაბლოიდი მგზავრებს ინფორმაციას აწვდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსვლის დროს, ასევე მიმდინარე საათსა და ტემპერატურას.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის” კვლევა ჩაატარა. კვლევა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დასაქმებასა და ადაპტირებულ გარემოს შეეხებოდა და მასში 40 ადამიანი მონაწილეობდა.
აჭარის საზოდაგოდოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ორსული ქალებისთვის აგრძელებს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას უფასოდ.
გადასახლება ოსმან ბუქიძის ექვსსულიან ოჯახს და მის მთელ სანათესაოს შეეხო. უფროს ძმას, რესულს ხუთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, ისინი სატვირთო ვაგონებში სიცივისა და შიმშილისგან დაიღუპნენ. „ხუთივე გზადაგზა, თოვლში დამარხა ჩემმა ძმამ“, – გვეუბნება ოსმან ბუქიძე და თვალებზე ცრემლს იწმენდს. ის ახლა 80 წელზე მეტი ხნისაა, თუმცა 14 წლის ასაკში გადატანილი ტრაგედია მის გულში დღემდე ცოცხალია.
მძღოლები, რამდენიმე დღის წინ, თბილისში მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპული მძღოლის – ვალერი ესვანჯიას ხსოვნას ერთწუთიანი დუმილით მიაგებენ პატივს.
ბათუმის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის მენეჯერის, ბესიკ დათიაშვილის განცხადებით ხვალ, 22 ივლისს, 14 საათზე ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები ერთი წუთის განმავლობაში შეწყვეტენ მუშაობას.
17 ივლისს „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ საზოგადოებას მორიგი მასშტაბური და ამბიციური პროექტი წარუდგინა – ჩაქვში რეგიონის ყველაზე დიდი ბავშვთა ნეირორეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა.
„სად გაგიგონია გოგოს წილებს აძლევდნენ?“; „გათხოვდი და გექნება სახლი“, – ეს არის ოჯახის უფროსების პასუხი იმ გოგონების მოთხოვნაზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ მამის ქონებაზე ძმის მსგავსად წილი მათაც ეკუთვნით. არსებობს ფაქტები, როცა ქონების ნაწილი გოგონას სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა მისი ფაქტობრივი მფლობელი მაინც ბიჭი ანუ ძმაა. კანონმდებლობით შვილებს მშობლების ქონებაზე თანაბარი უფლება აქვთ, თუ ანდერძი არ არსებობს. კანონმდებლობით გამყარებული უფლებების მიუხედავად, საქართველოში ოჯახის მემკვიდრედ ბიჭი მიიჩნევა და არა – გოგო. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე სახელმწიფოს იმ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რამაც ქონების გადანაწილების საკითხში ქალთა დისკრიმინაცია უნდა აღმოფხვრას.
2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებმა პრემიის სახით 8 160 ლარი მიიღეს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ კი 7 140 ლარის პრემია აიღო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 17 ივლისის N 213 ბრძანებით, სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 100 658 ლარი გამოეყო.
სამ საჯარო სამსახურში, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 1 725 377 ლარი, სახელფასო დანამატის და პრემიის სახით გაიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხუთ თვეში 8650 ლარი მიიღო პრემიის სახით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ 15 000 ლარი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ – 11 750 ლარი. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა კი სამ თვეში 5 535 ლარი პრემია აიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობაში, მერიასა და უმაღლეს საბჭოში, მაღალი პრემიების გაცემის მანკიერი ტენდენცია გრძელდება.
დღეს, აჭარისწლის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც პროკურატურამ მიწების თაღლითურად გაფორმებაში დასდო ბრალი, ხელვაჩაურის სასამართლოს წინ, საპროტესტო აქციას გამართავენ. დაზარალებულად 70-დე ოჯახი მიიჩნევს თავს, თუმცა აქციას სოლიდარობის ნიშნად სხვა პირებიც შეუერთდებიან.
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ბათუმში ერას მოედანზე რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა.
ბათუმში არდაგანის ტბასთან, სპორტულ მოედნებზე, მინი ფეხბურთსა და ქვიშის ფეხბურთში ჩემპიონატები პარალელურად მიმდინარეობს.
ამ წუთებში ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს, სოფელ კვირიკეში ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას წყლისა და გაზის მიწოდებას და დაბინძურებული გარემოს მოწესრიგებას სთხოვს.
„სტერეოტიპების პორტრეტები“ კაფე გარდენში ამ სახელწოდების ფერწერული ტილოების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში ოპოზიცია ოთხი პარტიის რვა წევრით იქნება წარმოდგენილი. უმეტესობას საკანონმდებლო და საჯარო სამსახურებში მუშაობის გამოცდილება აქვს. რას საქმიანობდნენ და რა ქონებას ფლობს ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია?
ბათუმის, მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებლები, თურქეთში ექსკურსიის იყვნენ წასულები. ისინი უკან დაბრუნების დროს დაშავდნენ.