ქირავდება ბინა

    ქ.ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე  ქირავდება 106 კვ.მ  ფართობის სამ ოთახიანი ბინა    1 წლით.  ბინას აქვს ორი საძინებელი.   ფასი: 800 დოლარი 574 24 01 01568 10 90 80

იყიდება ბინა კობალაძის ქუჩაზე

    ქ ბათუმში   კობალაძის  ქუჩაზე  იყიდება 37 კვ/მ  ფართობის გარემონტებული ორ ოთახიანი  ბინა, ერთი საძინებლით.  ფასი: 50 ათასი დოლარი 574 24 01 01568 10 90 80

ახალი საპრემიო პოლიტიკა აჭარაში

 

 

აჭარის მთავრობა პრემიის აღებას წელიწადში შვიდჯერ გეგმავს – ყოველკვარტალურად და სამჯერ სადღესასწაულო დღეებში. ბათუმის მერიასა და უმაღლეს საბჭოში კი, პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით სპეციალურ კანონს ელოდებიან. იმ შემთხვევაში,  თუ მართლაც წელიწადში 7-ჯერ მიიღებენ ხელფასის ოდენობის პრემიას მოხელეები, ბიუჯეტი უმნიშვნელო დანაზოგს მიიღებს. ვინ უნდა შეიმუშაოს პრემიების გაცემის წესი და რა მოლოდინები არსებობს სახელმწიფო უწყებებში?

როგორ შევამციროთ ნარჩენები და დავიცვათ გარემო

 

 

აჭარაში ნარჩენების 95% საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან შედგება. აღნიშნული მონაცემი აჭარის ახალი ნაგავსაყრის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიდანაა აღებული. აჭარის ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის განთავსება ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ნაგავსაყარი ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. 

გაძვირდება თუ არა ბათუმში ტრანსპორტი

 

დღეს 28 ივლისს, ბათუმის მერიაში ქალაქის სატრანსპორტო განვითარების ახალი გეგმის შუალედური განხილვა გაიმართა. პროექტზე საერთაშორისო ორგანიზაცია „სონდერს გრუპმა“  იმუშავა, რომელსაც, როგორც მერიაში აცხადებენ, განვითარებულ ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ახალი გეგმის მიხედვით, ბათუმის ავტოტრანსპორტი თვითდაფინანსებაზე დაახლოებით ცხრა წელიწადში უნდა გადავიდეს.  

ჯაზ-ფესტივალის დახურვა – მარიო ბიონდი [ფოტო]

 

შავი ზღვის რიგით მერვე ჯაზ-ფესტივალი, იტალიელმა ჯაზ-სოულ მომღერალმა მარიო ბიონდიმ [Mario Biondi] დახურა.

ფესტივალი ბათუმში, 24 ივლისს დაიწყო და გუშინ, 27 ივლისს დასრულდა.

აჭარაში C ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამით 1663 ბენეფიციარმა ისარგებლა

 

წელს, პირველად აჭარაში, c ვირუსული ჰეპატიტის ინფიცირების სტატუსის განსაზღვრის უფასო სკრინინგული და კონფირმაციული კვლევები ტარდება. 

აჭარაში C ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამით უკვე 1663 ბენეფიციარმა ისარგებლა.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მარიო ბიონდის გამოსვლით დასრულდა

 

შავი ზღვის რიგირთ VIII ჯაზ-ფესტივალი იტალიელმა ჯაზ-სოულ მომღერალმა მარიო ბიონდიმ [Mario Biondi] დახურა. როგორც გახსნაზე დასახელდა, ის ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებელი იყო ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, რასაც ფესტივალზე მისული მსმენელის განსაკუთრებით დიდი რაოდენობაც მოწმობდა.

სამართლის საზაფხულო სკოლა

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა გაიხსნა. კონკურსის წესით შერჩეული 25 სტუდენტი, ათი დღის განმავლობაში მოსამართლეების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და  ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელბის , მათ შორის სასექსის უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ ვოგლერისა და ოკლაჰომას უნივერსიტეტის პროფესორის სტეფან ჰენდერსონის ლექციებს მოუსმენენ

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით ბათუმის მეჩეთი გაფართოვდება

 

დღეს ბათუმის მეჩეთში მუსლიმებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რამაზან ბაირამი აღნიშნეს. დღესასწაულს წინ უსწრებდა ერთთვიანი მარხვა, რომელიც 28 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.  

დღეს: „მაკბეტი“ ბათუმის დრამატულ თეატრში

 

დღეს, 27 ივლისს, ბათუმის დრამატული თეატრი შექსპირის „მაკბეტს“ წარმოგიდგენთ.

 

რეჟისორი: ანდრო ენუქიძე.

მონაწილეობენ:
მანუჩარ შერვაშიძე – (დანკანი, სიუარდი)
მამუკა მანჯგალაძე – (მელკოლმი)
ნიკა ძიძიგური – (დონალბეინი)
ზაალ გოგუაძე – (მაკბეტი)
დიმიტრი მელია – (მაკდაფი)
ზაზა ზოიძე – (ბენკო)
დავით ჯაყელი – (ლენოქსი)
ჯემალ ველიაძე – (როსი)
გიორგი ფირცხალაშვილი – (ანგუსი)
გოგიტა მეგრელიძე – (მენთესი)
ლაშა კონცელიძე – (ფლეანსი, მაკდაფის ვაჟი)
ლევან თედორაძე – (სეიტონი)
დავით წერეთელი – (ექიმი, სერჟანტი)
თათია თათარაშვილი – (ლედი მაკბეტი)
მეგი კობალაძე – (ლედი მაკდაფი)
ენვერ ჩაიძე – (მაესტრო)
ნოდარ იაკობაძე – (I მკვლელი)
ბერდია ინწკირველი – (II მკვლელი)
ტიტე კომახიძე –( I ალქაჯი)
ქეთი ეგუტიძე – (II ალქაჯი)
თეო შამილაძე – (III ალქაჯი)

 

დასაყისი 19 საათზე. ბილეთის ფასი: 15 ლარი. 

რატომ ჭირს აჭარაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება

 

საპროცესო შეთანხმების გაფორმების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ აჭარაში მომუშავე ადვოკატები. იურისტები ამტკიცებენ, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება  ჭირს.  ყველა ადვოკატს თავისი არგუმენტი და ვერსია აქვს, ზოგიერთი საჯაროდ საუბარს ერიდება… ადვოკატებს ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი, რომელიც საპროცესო შეთანხმების კლებადობაზე საუბრობს.  

კაკო, ციცი, ნინი და მათი მწვრთნელები დელფინარიუმიდან


აქ შედარებით სიმშვიდე მხოლოდ ღამითაა, თუმცა ეს არ არის დრო, როცა დელფინებს სძინავთ, მათ შეუძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაიძინონ ტვინის ერთი ნახევარსფეროთი. როდის სძინავთ დელფინებს, ამის გამოცნობა მწვრთნელებსაც კი უჭირთ, რადგან ისინი მუდამ არიან თამაშისა და ცელქობის ხასიათზე. ბოლო წლებში ბათუმის დელფინარიუმს სამი ახალშობილი შეემატა, ისინი ბათუმში დაიბადნენ. დელფინებთან ერთად ექვსი სელაპიც ცხოვრობს.

სამი წელი უწყლოდ

 

რეპრესიების მსხვერპლი გახდა სამსონ მჟავანაძის მრავალსულიანი ოჯახი 1951 წელს. ისინი 24 დეკემბერს, დილის ექვს საათზე თოვლიან გზას გაუყენეს ფეხით. ისე, როგორც ყველა მსხვერპლს, სამსონ მჟავანაძესაც ახსოვს ის დღე: „ჯარისკაცები შემოიჭრნენ სახლში და ბარგის ჩალაგება გვიბრძანეს. მამა სახლში არ იყო, შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე დედა ზამთრის სუსხიან დილას საწოლებიდან წამოგვყარეს. ჩვენთან ერთად იმ დღეს კიდევ სხვა ოჯახებსაც შეეხო რეპრესიების სიმწარე“.

ბიზნესი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს შესახებ “ბათუმელების” მიერ დასმულ შეკითხვებს გოჩა ირემაძემ, „ბათმშენი 2007″ -ის დამფუძნებელმა უპასუხა. ბატონო გოჩა, სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ბიზნესგარემოს? როგორც ვმუშაობდით, ისე ვმუშაობთ, არც არაფერი გამოსწორებულა და არც გაუარესებულა. მე კერძო ბიზნესი მაქვს. ერთადერთი ცვლილება რაც არის, უკრაინელები ყიდულობენ ბინებს. ყაზბეგის ქუჩაზე, ჩემს აშენებულ სახლში, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე დავასრულე, …

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მესამე დღე [ფოტო]

 

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მესამე დღეს მაყურებლების წინაშე Boosty Collins-ი და The Funk Unity Band-ი წასდგნენ. 

რიგით VIII ჯაზ ფესტივალი ბათუმში 24 ივლისს გაიხსნა და იგი 27 ივლისამდე გაგრძელდება.


ღონისძიებაში მონაწილეობენ შემდეგი შემსრულებლები: KOOL AND THE GANG (USA), BOOTSY COLLINS & The Funk Unity Band (USA), MARIO BIONDI (IT), RAMON (AT), MEN IN BRASS (GER), Parov Stelar presents MAX THE SAX (IT). 

”ხულო აჭარის მაღალმთიანეთის ცენტრი უნდა გახდეს” – ინტერვიუ ხულოს ახალ გამგებელთან

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი, 43 წლის ბესიკ ბაუჩაძე, არჩევნების მეორე ტურის შემდე ხულოს პირველი არჩეული გამგებელი გახდა. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი, ბიზნესის მართვის აკადემიური დოქტორი ბესიკ ბაუჩაძე 19 წლის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა. რის გაკეთებას გეგმავს გამგებელი ხულოში? მან „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა.

 

გოგონები საპლაჟო ფრენბურთის ნაკრებიდან

 

აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ფრენბურთში გოგონებს შორის მთავარი მწვრთნელი ხათუნა გიორგაძე ამბობს, რომ ფრენბურთი აჭარაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ტურნირები ტარდება როგორც პლაჟის, ასევე კლასიკურ ფრენბურთში. ახლა საპლაჟო ფრენბურთის სეზონია და გოგონათა ნაკრები საერთაშორისო ტურნირებს ატარებს. ბათუმს საპლაჟო ფრენბურთში ბიჭების ნაკრები არ ჰყავს. ბიჭების ნაკრები მხოლოდ კალისიკური ფრენბურთის უმაღლეს ლიგაშია.  

დოღი და ქორწილები იალაღებზე – მაღალმთიანი აჭარა შუამთობისთვის ემზადება

 

2-3  აგვისტოს მაღალმთიან აჭარაში შუამთობას იზეიმებენ. 

ბათუმელების სარგებელი ტურისტულ სეზონზე

           

ზაფხულობით ტურიზმი ბევრი ბათუმელისთვის, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში და ზღვის პირას მცხოვრებთათვის, შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ბევრი მათგანი ბინასაც კი ცლის და სოფელში ან ნათესავებთან გადადის საცხოვრებლად, რათა ბინა ტურისტებს მიაქირავოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს, რადგან ბათუმში ჩამოსული დამსვენებლებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მაინც კერძო სექტორში დასვენება რჩება, როცა ფასი მოლაპარაკების საგანია და არჩევანიც დიდია. ნარგიზ ბერიძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ზაფხულობით ბინას ტურისტებზე აქირავებს. 

ტურიზმი უცვლელი პრობლემებით

 

არაზუსტი სტატისტიკა და ფასთან შეუსაბამო სერვისი – აჭარა, რომელიც საქართველოში ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ რეგიონად მიიჩნევა, სეზონის პიკს კვლავ ძველი პრობლემებით ხვდება.  

მესამე დღეა მაშველები 23 წლის მამაკაცს ეძებენ

 

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო მესამე დღეა 23 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებს. მისი ნივთები, მათ შორის პირადობის მოწმობა, 23 ივლისს, ბათუმში,  ზღვის ნაპირას, რესტორან „სან-რემოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის 11 საათზე  იპოვეს. 

ცვლილება ჯაზ ფესტივალის პროგრამაში

 

25 ივლისს, შავი ზღვის რიგით VIII ჯაზ-ფესტივალზე, Liv Warfield-ისა და The NPG Hornz-ის ნაცვლად მაყურებლის წინაშე, ორ საათიანი პროგრამით ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight წარსდგა. 

 

 

”აწარმოე საქართველოში” -ახალი სახელმწიფო პროგრამა

 

 

დღეს, სასტუმრო „შერატონში“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ბათუმის ლოგოს საზოგადოება შეარჩევს

 

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ბათუმის ბრედნდკონცეფციის, ლოგოსა და სლოგანის პრეზენცაცია გაიმართა. ბათუმის წარმოსადგენად კომპაანია „ეისითიმ“ სლოგნად საზოგადოებას „შეიგრძენი გამოხატე“ შესთავაზა და ასევე წარმოადგინა ლოგოს სამი ვარიანტი, ეგრეთ წოდებული „ბაბუაწვერა“ და თავისუფლებისა და ოცნების გამომხატველი ლოგოები. 

სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამით 93 834 პაციენტმა ისარგებლა

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების” პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 6 თვის განმავლობაში, პირველადი სამედიცინო მომსახურება 93 834 პაციენტს ჩაუტარდა.

ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, თურქეთის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის მშენებლობა მოინახულეს, რომელიც დასასრულს უახლოვდება.

სტომატოლოგთა კონგრესი ბათუმში

 

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ დღეს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული რიგით მეათე საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა, რომელშიც 400-მდე ექიმი მონაწილეობს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. 

დისკუსია: ევროპასთან დაახლოება მითებს მიღმა

დღეს 6 საათზე, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, საჯარო დისკუსიას გამართავს.

დისკუსიის თემაა – ევროპასთან დაახლოება მითებს მიღმა.

რიგით მერვე ჯაზფესტივალი KOOL AND THE GANG-მა გახსნა

 

 

ბათუმში შავი ზღვის რიგით მერვე ჯაზფესტივალი მიმდინარეობს. ჯაზფესტივალი 24 ივლისს ამერიკულმა ცნობილმა ჯგუფმა ქულ ენდ ზი გენგმა / „KOOL AND THE GANG“ გახსნა. კონცერტი ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართა. ჯაზის, სოულის, ფანკის, რიტმ-ენდ-ბლუზის სტილის შემსრულებელი ჯგუფი  მაყურებლის წინაშე საათნახევრიანი რეპერტუარით წარსდგა. სხვა მისიკალურ ნომრებთან ერთად  ჯგუფმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტიც „CHERIS LIVE“ შეასრულა.

პოლიციის მანქანით ექსკურსიაზე

“მწვანე ტბა, ზემო აჭარა”-ასე ქვია ფოტოალბომს სადაც ხულოს მუნციპალიტეტის პოლიციის თანამშრომელის რამინ შავაძისა და მისი ახლობლების ფოტოებია განთავსებული.

ბათუმში თევზის ბარი დაიწვა

 

ბათუმში, ზღვის სანაპიროსთნ ახლოს, თევზის  ბარი “ფოსფორი” დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსი ადასტურებს.

ხანძარი ზღვის სანაპიროსთან

 

 

ამ წუთებში თევზის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.

აქცია – წიგნები ფასდაკლებით

 

  „პრესკაფეს“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, „ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის“  გვერდით,  საჯარო ბიბლიოთეკასთან, სკვერში წიგნების   გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

 

იდეა, რომელიც მოქალაქემ დააფინანსა

 

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა  ზღვის სანაპიროზე ჯიხური შეღებეს.

Exit mobile version