Batumelebi | ბათუმის ლოგოს საზოგადოება შეარჩევს ბათუმის ლოგოს საზოგადოება შეარჩევს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის ლოგოს საზოგადოება შეარჩევს

 

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ბათუმის ბრედნდკონცეფციის, ლოგოსა და სლოგანის პრეზენცაცია გაიმართა. ბათუმის წარმოსადგენად კომპაანია „ეისითიმ“ სლოგნად საზოგადოებას „შეიგრძენი გამოხატე“ შესთავაზა და ასევე წარმოადგინა ლოგოს სამი ვარიანტი, ეგრეთ წოდებული „ბაბუაწვერა“ და თავისუფლებისა და ოცნების გამომხატველი ლოგოები. 

„ეისითი“, ბათუმის მერიის მიერ 2014 წლის შვიდ მაისს, ბათუმის ბრენდკონცეფციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც სამუშაობი 32 ათას ლარად შეასრულა. ტენდერის პირობით ბრენდკონცეფციის შექმნის მიზნით კოპანიას დაევალა ეკონომიკური ბაზრის კვლევა.

პრეზენტაციას ბათუმის მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა თვლის, რომ ბათუმის ბრენდკონცეფციის შექმნაში გაუთვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობა და ამბობს, რომ პროექტს დახვეწა სჭირდება.

ბათუმის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის სოფო მეგრელაძის თქმით, შექმნილია 11 კაციანი კომისია, რომელშიც შედიან წარმომადგენლები ბათუმის მერიიდან, საკრებულოდან, აჭარის მთავრობიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. კომისია ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულებას გაუწევს მონიტორინგს.

 

გამარჯვებული ლოგოტიპის გამოსავლენად ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამოქმედდება ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, სადაც საზოგადოება საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევს სასურველ ლოგოს.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი