უკავშირდება თუ არა ზღვაში ბანაობა მოწამვლის შემთხვევებს

 

არის თუ არა ბათუმში ზღვაში ბანაობა უსაფრთხო. სამედიცინო დაწესებულებებს აჭარაში პაციენტები ინტოქსიკაციის ნიშნებით აკითხავენ. თუმცა, იმის თქმა, რომ ზღვაზე მოიწამლნენ, ექიმებს არ შეუძლიათ. თავის მხრივ აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ბათუმსა და აჭარის სანაპიროზე ზღვის წყალი სუფთაა. 

3000 ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს


აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 3 000 ლარს გადასცემს. თანხა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის – „2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში გამოიყოფა. 

ბათუმის მერიის სამსახურის ახალი ხელმძღვანელები

 

ბათუმის მერიის სამსახურის ხელმძღვანელები მოვალეობის შემსრულებლებად ახალმა მერმა – გიორგი ერმაკოვმა წარადგინა. მან სამსახურების ხელმძღვანელების უმრავლესობა გამოცვალა. გიორგი ერმაკოვმა თქვა, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია გაგრძელდება მომავალშიც და ის შეეხება მერიის „აიპებსაც“. 

ენერგოომბუდსმენი ბათუმში

 

დღეს,   ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, ბათუმში რეგიონული თანაშემწე წარადგენა. დღეიდან ამ თანამდებობას საზოგადოებრივი დამცველის უფროსი თანაშემწე, ბექა სიორდია დაიკავებს. 

 

იმ შემთხვევაში, თუ  ფიქრობთ რომ თქვენი უფლებები ირღვევა, მაგალითად მაშინ, როცა გაზის, წყლის ან ელექტროენერგიის გადასახადს მიიღებთ, შეგიძლიათ დახმარებისთვის ბათუმში მაზნიაშვილის ცხრა ნომერში, ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელს მიაკითხოთ.

იყიდება სახლი ჩოხატაურში

 

იყიდება სახლი, ჩოხატაურში, სოფელ ზომლეთში. საკუთრებაში გააჩნია 2 ჰა მიწის ნაკვეთი გაშენებული ხეხილით, საკუთარი აკაციის ტყით. ონკანის წყალი აქვს ეზოში.

მობ.: 591 236094.

იყიდება ბინა გორგილაძის ქუჩაზე

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე იყიდება 90 კვ/მ ფართობის 3 ოთახიანი გარემონტებული ბინა მე-5 სართულზე, ბუხრით.
ფასი:70 ათასი დოლარი.


 

574 24 01 01
568 10 90 80


იყიდება ბინა მაკდონალდსთან!

 

ქ ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, მაკდონალდსთან, მეთორმეტე სართულზე იყიდება 62 კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა ავეჯით.
ფასი: 67 ათასი დოლარი.


574 24 01 01
568 10 90 80


ქირავდება ბინა ერთი წლით

 

ქ.ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ერთი წლით ქირავდება ოროთახიანი ბინა ერთი საძინებლით.
ფასი: 350 დოლარი.


574 24 01 01
568 10 90 80



იყიდება გარემონტებული ბინა იაფად!

 

ქ. ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი სახლის მეშვიდე სართულზე იყიდება 80 კვ.მ ფართობის გარემონტებული
ბინა.
ფასი: 55 ათასი დოლარი


574 24 01 01
568 10 90 80


ბათუმის მერმა ვიცე-მერები წარადგინა

 

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დღეს, 5 აგვისტოს, ქალაქის ვიცე-მერები: ზურაბ ბერიძე, ალექსანდრე მითაიშვილი და ბაგრატ მანველიძე დაასახელა. 

ახალი ხიდი და გზა ქობულეთში

 

სოფელი აჭი აჭარისა და გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს,  გურიის მხრიდან შემავალი მოასფალტებული გზა სოფლის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი და მოუხრეშავი იყო. 30 წლის განმავლობაში საგზაო სამუშაოები სოფელში არ  ჩატარებულა-ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შექმენი “ალტერნატიული ბათუმი“

 

სტუდენტებსა და თანამედროვე ხელოვნებით გატაცებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ ბათუმის ალტერნატიული ტურისტული რუკის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“  ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შექმნაზე იწყებს მუშაობას და სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობის მსურველებს სემინარებზე იწვევს.  

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი: გირაოს სახით 100 ათას ლარს გადავიხდი

 

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი დავით ხალვაში მოსამართლისგან აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს 100 ათასი ლარის სანაცვლოდ. სასამართლო დღეს გადაწყვეტს გაათავისუფლოს თუ არა ბრალდებული გირაოს სახით. ამ წუთებში ადვოკატი დავით ჯაფარიძე უსაბუთებს სასამართლოს, თუ რატომ უნდა გაათავისუფლოს სასამართლომ ბრალდებული.

 

სარფის სასაზღვრო პუნქტში ნარკოტიკების აღმოჩენაზე პოლიციელები ძაღლებთან ერთად იმუშავებენ


შსს-ს თანამშრომლები, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ დაფინანსებული კინოლოგიური პროექტის (K9) ფარგლებში, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტში ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად იმუშავებენ.

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი ექვსი წლის შემდეგ

 

 

ედნარ დიასამიძე (ქობულეთი, დაბა ჩაქვი), რაულ მჟავანაძე (ქობულეთი, სოფელი ლეღვა), ამირან შაინიძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), ომარ ასლანიძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), გიორგი შაინიძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), ავთანდილ ქამაშიძე (ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი), ვაჟა შაინიძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), თენგიზ ჭაღალიძე (ქობულეთი, ციხისძირი), გიორგი ქათამაძე (ქობულეთი, დაბა ოჩხამური), ბესიკ შაინიძე (ქობულეთი, კვირიკე), ნადიმ ართმელაძე (ხულო, სოფელი ბეღლეთი), მერაბ ჭელიძე (ხულო, შემდგომში _ წალკა სოფელი გუმბათი), თეიმურაზ ბერიძე (ბათუმი), იაგო მიქელაძე (შუახევი, სოფელი ბუთურაული), ამირან მამალაძე (შუახევი, სოფელი ბარათაული), ფრიდონ თურმანიძე (ქედა, სოფელი მერისი) – ეს იმ 16 ჯარისკაცის სახელები და გვარებია, ვინც ექვსი წლის წინ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაიღუპნენ. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემით 2008 წლის აგვისტოს ომში 170 მეომარი დაიღუპა, აქედან 16 ჯარისკაცი აჭარიდან იყო. როგორ აფასებს წლების შემდეგ ჯარისკაცის ოჯახი ომს, რომელმაც მათი ოჯახის წევრის სიცოცხლე შეიწირა? „ბათუმელები“ ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცის _ რაულ მჟავანაძის დედას, ლილი მჟავანაძეს ესაუბრა. კაპრალი რაულ მჟავანაძე, რომელიც IV ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა, 8 აგვისტოს ცხინვალში კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად 35 წლის ასაკში დაიღუპა.

მურატ ილდიმირი „ინტურისტში“ საქველმოქმედო ვახშამს მართავს

 

ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდიმირი, ბათუმის „ინტურისტებში“ დღეს საღამოს საქველმოქმედო ვახშამს მართავს. შემოსული თანხა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების  დასახმარებლად, დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. მსახიობი ქველმოქმედების მიზნით, საქართველოში მეორედ იმყოფება.

კონცერტი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად

 

 

ბათუმში შვიდ აგვისტოს 19:00 საათზე, ბულვარში მდებარე რესტორან „მარგალიტში“  ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება. კონცერტზე  ცნობილი უკრაინელი გიტარისტი, ენვერ იზმაილოვი დაუკარვს. მიღებული შემოსავალი მთლიანად ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დახმარების ფონდში გადაირიცხიბა. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 30-50 ლარია.  

ბათუმის მერი საკადრო ცვლილებებზე

 

პირველივე სამუშაო დღეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბრიფინგი გამართა.  ერმაკოვის თქმით, იმ 13-ი თანამდებობის პირიდან, რომლებმაც თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსის თანახმად არჩევნების შემდეგ თანამდებობები დატოვეს, ზოგიერთი ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობაზე დაბრუნდება.  

სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამების ანგარიშს წარმოადგენს

 

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში  2014 წელს პროგრამის ,,ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ქვეპროგრამების მონიტორინგის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართება.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს,  მუნიციპალიტეტების მიხედვით „ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამების ფარგლებში,  მიმდინარე საანგარიშო პერიოდისათვის განხორციელებული აქტივობების და ღონისძიებების შუალედური შეფასება.

 

პრეზენტაციას დაესწრება მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სამინისტროს თანამშრომლები, საინფორმაციო–სკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელები, არასამთავრბო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები.

პასუხი პრემიერ-მინისტრს

 

დღეს 4 აგვისტოს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“- ში , უფლებამცველი თამაზ ბაკურიძე პრემიერ,  ირაკლი ღარიბაშვილის მიერ  „შუამთობის“ დღესასწაულზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.  ირაკლი ღარიბაშვილი  შუამთობაზე მყოფ მოსახლეობას  შეპირდა, რომ მათი კერძო საკუთრება, რომელიც მოხვდება ჰესების მშენებლობის დროს ათვისებაში,  სათანადოდ იქნება კომპენსირებული.

 

მედეა ვასაძის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა

 

„დოდო დიასამიძის სარჩელი მედეა ვასაძის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს“ – ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დეპუტატის წინააღმდეგ მოქალაქის მიერ შეტანილ სარჩელში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, რაც მის ფიზიკურ და მორალურ ზიანს დაადასტურებდა. 

არჩეული მერი გაზრდილი უფლებამოსილებით და საკადრო ცვლილებებით

 

 

ბათუმის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 4 აგვისტოს შეუდგება. პირველივე სამუშაო დღეს ის საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ახალი კოდექსის მიხედვით არჩეული მერი თვითმმართველობის უმაღლესი საჯარო მოხელეა და მას გაზრდილი უფლებები ექნება.  შეცვლილია ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცების წესიც.

საქველმოქმედო გალა კონცერტი ბათუმში

 

10 აგვისტოს, 17 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართება.

შუამთობაზე საქართველოს პრემიერმა ჰესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

 

ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულზე მოსახლეობასთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით ყველა ოჯახი, რომლის ნაკვეთებიც ჰესების გამო იქნება ათვისებული, კომპენსაციას მიიღებს.

ტურიზმი, ნაგავი და ჯარიმები

 

ბულვარის ტერიტორიაზე ნაგვის დაყრისათვის დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ორი თვის მანძილზე ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებისთვის 52 მოქალაქე დააჯარიმა, 2013 წელს ბათუმის ბულვარმა მსგავსი ქმედებისათვის 35-მდე ადამიანი დააჯარიმა.

ქობულეთში სმენადაქვეითებულთა ფესტივალი მიმდინარეობს

 

ქობულეთში ყრუთა და სმენადაქვეითებულთა საერთაშორისო ფესტივალი „ცხელი ზაფხული – 2014“ მიმდინარეობს. ფესტივალში 23 ქვეყანა მონაწილეობს

„როცა ვაგონებში ვიხრჩობოდით“

 

ისრაფილ ქორიძე ბათუმთან ახლოს, სოფელ სამებაში ცხოვრობს. ის ახლა 75 წლისაა. ამბობს, რომ მუხლები აღარ უჭრის და ხშირად იღლება. თუმცა, მის ცხოვრებაში იყო დრო, როცა შაქრით დატვირთული გემი ერთ ღამეში მარტომ გადმოტვირთვა. ეს იყო ციმბირში, გადასახლებაში. მაშინ ისრაფილ ქორიძე მხოლოდ თერთმეტი წლის იყო. 

მოყვარულებს შორის შეჯიბრება მინი-ფეხბურთში

 

 

ბათუმის ბულვარის  მინი-ფეხბურთის მოედანზე მინი-ფეხბურთში შეჯიბრება მიმდინარეობს. შეჯიბრება 1 აგვისტოს დაიწყო და მასში 17-27 წლამდე მოყვარული ფეხბურთელების 14 გუნდი მონაწილეობს.

ხელნაკეთი გემების მოდელიორები

 

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ერთ პატარა ოთახში ოცამდე ხელნაკეთი, აფრიანი და მექანიკური გემი ინახება. აქ კვირაში ორჯერ მოსწავლეები იკრიბებიან და ხიდან გემების გაკეთებას სწავლობენ. მერქნის, ფიცრისა და სხვა სამუშაო მასალის გარდა, ბიჭები გემების ასამუშავებლად სხვა, დამხმარე
მასალასაც იყენებენ, მაგალითად, კალმის ცარიელ ჩარჩოს, საოჯახო ტექნიკიდან ამოღებულ ძრავებს და სხვადასხვა ნივთზე მომძვრალ  დეტალებს, რომლებიც მაღაზიაში არ იყიდება.

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ბათუმში მურატ ილდიმირი ჩამოდის

 

4 აგვისტოს, ბათუმში, 16.00 საათზე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ჩამოდის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 6 თვის საქმიანობის ანგარიში

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 6 თვის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს პროგრამებით 5 127 მოქალაქემ ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1023 ბენეფიციარით მეტია.

გაქრობის პირას მიყვანილი მარადიდი

 

 

 მარადიდი, ლივანის ხეობის ერთ-ერთი უძველესი ქართული სოფელი, მრავალ ჭირნახული, როგორც დედა სამშობლო საქართველო, მრავალჯერ განადგურებული, მრავალჯერ მკვდრეთით აღმდგარი, ამჟამად შუაზე გაყოფილი – ზედა და ქვედა მარადიდად, მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირზე, ბათუმიდან 26 კილომეტრის დაშორებით.

ონლაინ შოპინგით თაღლითობაში ბრალდებული ბათუმელი გოგონა

 

გასულ კვირას თაღლითობის ბრალდებით ბათუმელი ახალგაზრდა გოგონა დააკავეს სამართალდამცავებმა. გამოძიება 180-ე მუხლით მიმდინარეობს, ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

ბსუ-ს 160 სტუდენტი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის შეირჩა

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის ინტერვიუერის პოზიციაზე ბათუმის სახელმწიდო უნივერსიტეტიდან 160 სტუდენტი შეირჩა.

შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ქიმიურ-ბიოლოგიური საფრთხეების შესახებ

 

დღეს ბათუმში,  სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბიოლოგიური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

Exit mobile version