წელს, პირველად აჭარაში, c ვირუსული ჰეპატიტის ინფიცირების სტატუსის განსაზღვრის უფასო სკრინინგული და კონფირმაციული კვლევები ტარდება.
აჭარაში C ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამით უკვე 1663 ბენეფიციარმა ისარგებლა.
სწრაფი მარტივი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 1663 ბენეფიციარს, თვისობრივი კონფირმაციისთვის კი 188 ნიმუში გადაიგზავნა გერმანიაში.
წლის ბოლომდე მომსახურებით კიდევ 1337 ბენეფიციარი ისარგებლებს.
პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.