სიახლეები

სამართლის საზაფხულო სკოლა

28.07.2014
სამართლის საზაფხულო სკოლა

 

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეები

 

 

საზაფხულო სკოლას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ახორციელებენ.

 

 

ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, დავით აბესაძე  საზაფხულო სკოლაში მეორედ მონაწილეობს.  მისი განცხადებით საზაფხულო სკოლა მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდები სწავლობენ ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ სწრაფვას, რაც ხელს უწყობს კონსტიტუციასთან  დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას. 

  

 

„წელს საკითხები ეთმობა სისხლის სამართლის პროცესის  ძირითად გარანტიებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გარდა  სასამართლოს ცალკეული აქტების გაცნობისა, მთავარია რომ საკანონმდებლო აქტები არ იქნეს განმარტებული იმ ძირითადი აქტისგან მოწყვეტით, რომელიც ჩვენთვის არის საქართველოს კონსტიტუცია“.

 

 

საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და პროექტ „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის“ ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ტუღუშმა გასხნეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: