ნეტგაზეთი • RU

ცვლილება ჯაზ ფესტივალის პროგრამაში

 

25 ივლისს, შავი ზღვის რიგით VIII ჯაზ-ფესტივალზე, Liv Warfield-ისა და The NPG Hornz-ის ნაცვლად მაყურებლის წინაშე, ორ საათიანი პროგრამით ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight წარსდგა. 

 

 

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, Liv Warfield-ი და The NPG Hornz-ი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ვეღარ ჩამოვა, ამის მიზეზი გადადებული ფრენები გახდა. “ისინი სავარაუდოდ თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ჩამოვლენ. სხვა ცვლილებები ფესტივალის პროგრამაში ჯერ-ჯერობით არ იგეგმება” – ამბობს საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლევან გიორგაძე.




 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი