ჯანდაცვის მინისტრი:სსმ ადამიანებს მუშაობის პირობები უნდა შევუქმნათ

 

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მთავრობის თავმჯდომარეს უთხრა, რომ ისინი ვალდებული არიან სპეციალური საჭიროების მქონე პირებს საჯარო სამსახურში დასაქმების პირობები შეუქმნან. 

აჭარის მთავრობაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა

 

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი -ასე ჰქვია იმ განყოფილებას,  რომელიც დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა.

ხაბაძე:ბათუმში ახალი საავადმყოფო და სტადიონი აშენდება

 

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ბათუმში ახალი სტადიონი და ახალი რესპუბლკიკური საავადმყოფო აშენდება.

აჭარის მთავრობა მანქანებს ყიდულობს

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებვით, ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე მილიონ სამასი ათასი ლარით გაიზარდა. სწორედ ამ თანხის ნაწილში მთავრობამ ოთხი ავტომაქანის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა.

4 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – აჭარის ძალოსნების წარმატება საქართველოს პირველობაზე

 

 

ძალოსნობის საქართველოს ჩემპიონატში აჭარის ნაკრებმა 9 მედალი და 205 ქულით გუნდურში პირველი ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატში აჭარიდან 16 სპორტსმენი მონაწილეობდა. ცხრა ძალოსანმა საპრიზო ადგილი სხვადასხვა წონით კატეგოირაში მოიპოვა. 

ბათუმში იხსნება გიორგი ასკურავას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი

ამა წლის 1-ლი ოქტომბრიდან ქ. ბათუმში იხსნება გიორგი ასკურავას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი.

ამაღამ ბათუმში შტორმს ელოდებიან, სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს

 

პრემიერ მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა აჭარის მთავრობაში დასრულდა. როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ  ზურაბ კოპაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს 23:00 საათზე ბათუმში წვიმას, ქარს და შტორმს ელოდებიან. 

ვინ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე – მშობლები, პოლიცია თუ ჩვენი მძღოლი მარადი?!

 

უკვე სტუდენტი ვარ, მალე სწავლა დამეწყება, მანამდე კი, ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე სოფელში წავსულიყავი, რათა “ძალები აღმედგინა”. ნამდვილი ტრაგიკომედია აღმოჩნდა ჩემი მოგზაურობა, ბათუმიდან ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ულამაზეს სოფლამდე – ირემაძეებამდე. წინ მელოდა სულ რაღაც ორ, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი სამსაათიანი მოგზაურობა და შემდეგ უკვე რამდენიმე დღე, შემეძლო ნამდვილ ნეტარებაში გამეტარებინა.  

აჭარის მთავრობაში სტიქიის დროს შექმნილი შტაბის სხდომა მიმდინარეობს

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბს დღეს მინდია ჯანელიძე უხელმძღვანელებს. მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანია. ის ამ წუთებში ოპერატიულ თათბირს მათავს აჭარის მთავრობაში.

 

აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს 6 წლით, აბაშიძის დაცვის უფროსს კი – 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

 

 

„არ ინერვიულო დე, მე კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ, თავს მიხედეთ, ერთმანეთს მოუარეთ“, – მიმართა ნათესავებს სასამართლო დარბაზიდან გასვლისას ბრალდებულმა დავით ხალვაშმა. დღეს ის მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პატიმრობაში დატოვა.

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ქალაქში ყველა კოლექტორი გამართულად ფუნქციონირებს

 

 

„წყალდიდობა უხმა ნალექმა გამოიწვია  და არა გაუმართავმა სისტემამ“- განაცხადა არჩულ ხაბაძემ  ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით,  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც წყლის სისტემები  მოწესრიგებულია, მძიმე სიტუაცია არ ყოფილა.

ბათუმში ამინდის გაუარესებას ხვალისთვის ელოდებიან

 

ხვალიდან ბათუმში ისევ ელოდებიან ამინდის გაუარესებას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გიორგი შავლიაშვილი სტიქიის შედეგების გასაცნობად ბათუმში დღეს 22 სექტემბერს ჩამოვიდა.  

 

მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც როგორც სტიის გამოწვევ მიზეზებს, ასევე, ზარალის რაოდენობასაც შეისწავლის:

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული მამაკაცი ამირან სამნიძე მოინახულა. მას, ექიმის განმარტებით, მენჯ-ბარძაყის დაზიანებები აქვს. დაზარალებული ამირან სამნიძე მაშველმა გადაარჩინა.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები

 

21 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.  

მოსახლეობა დატბორვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის

 

 

გუშინ ბათუმი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. წყალი შევიდა პირველ სართულებზე განთავსებულ სახლებსა და მაღაზიებში. ყველაზე დიდი ზარალი, როგორც მეპატრონეები აცხადებენ, პუშკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიების მეპატრონებს მიადგათ.

მალაზონიას ქუჩაზე წყალი ისევ დგას


ამ წუთებში მერიის სამსახურები მობილიზებულია მალაზონიას ქუჩაზე, სადაც წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები. სპეციალური სამსახურები წყლის ამოტუმბვას  ამ დრომდე ცდილობენ.   

როდის აღარ დატბორავს წვიმა ბათუმს

 

20-21 სექტემბერს ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები დაიტბორა, განსაკუთრებით გოროდოკი და ჭაობი, რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას წყალი სახლში შეუვარდა. გართულებული იყო გადაადგილება ჭავჭავაძის, ლერმონტოვის, მელიქიშვილის, პუშკინის, გრიბოედოვის, გორგილაძის ქუჩებზე. ჭაობის დასახლების ყველა ქუჩა წყლით იყო დაფარული. რამ გამოიწვია ქალაქის ერთი ნაწილის დატბორვა, რა სამუშაოები გაატარა და როგორ აპირებს მერია არსებული პრობლემის მოგვარებას, ამ საკითხზე „ბათუმელები“  ბათუმის ვიცე-მერს, ბაგრატ მანველიძეს ესაუბრა.  

როგორ და რა პირობებით დააზღვევს ,,ჯიპიაი“ ციტრუსს

 

„ჯიპიაი ჰოლდინგი’’ ადგილობრივ მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და სიახლეების დანერგვით გამოირჩევა. ჯანმრთელობის, ავტოდაზღვევის, ქონებისა და სხვა სახის დაზღვევის გარდა კომპანიას აქვს აგროდაზღვევის სერვისი, რომელზე მუშაობაც კომპანიამ ერთერთმა პირველმა დაიწყო. წელს ის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და აჭარაში ფერმერების ციტრუსს სტიქიური უბედურებისაგან დააზღვევს. აჭარაში ფერმერებისთვის მთავარ სიახლეზე – ციტრუსის დაზღვევაზე „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსმა ნინო ფაციამ ისაუბრა.

ბათუმში ელექტროენერგიის გარეშე 2000 აბონენტია დარჩენილი

 

ბათუმში ელექტროენერგია 2000 აბონენტს ისევ არ მიეწოდება. როგორც “ენერგო პრო  ჯორჯიას” პრესსამსახურში განაცხადეს ელექტროეენერგიის შეწყვეტის მიზეზი ქვესადგურებში მომატებული წყალია. 

 

არჩილ ხაბაძე: ბათუმს წყლის მიწოდება ერთ საათში აღუდგება

 

ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ დროისათვის ისევ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 5 270 აბონენტი.  ქუჩებში წყლის დონემ იკლო, თუმცა სრულად გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეწყვეტილია წყალმომარაგება. 

მედეა ვასაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას აფასებს

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ საქმეზე – “მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძისა და ირმა ზოიძის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება მიიღო.  

 

„ეს პროცესი რომელსაც ჩვენ ამდენი დრო შრომა და ენერგია მოვახმარეთ  პრაქტიკულად ნიშნავს იმას რომ ყველა არასწორ ინფორმაციაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება. 

კონკრეტული შეფასებისაგან თავს შევიკავებ რამდენადაც არა ვარ დეტალებში ჯერ  გარკვეული, და არ ვიცი რამდენ ეპიზოდში ცნეს [ბრალეულად]. თუმცა ის რომ ეთიკის პირველი მუხლი არის დარღვეული ეს ცალსახად არის აღიარებული. 

 იმდენად რამდენადაც მე ძალიან არგუმენტირებულად მქონდა ყველა მუხლი ჩამოყალიბებული და დასაბუთებული და ის რაც ჯაბას განცხადებები, ანუ კონტრარგუმენტები იყო ძალიან სუსტი. ვნახოთ ხვალ ალბათ დეტალურად გავეცნობი ამ გადაწყვეტილების შინაარს და უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ,” – უთხრა მედეა ვასაძემ “ბათუმელებს”.

ჯაბა ანანიძე ქარტიის გადაწყვეტილებას აფასებს

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ საქმეზე – “მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძისა და ირმა ზოიძის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება მიიღო. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ და პროდიუსერმა ირმა ზოიძემ დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპი საგამოძიებო ფილმში – „უმაღლესი კომფორტით.“ 

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორმა და პროდიუსერმა რამდენიმე ეპიზოდში დაარღიეს ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები არ დაურღვევიათ.  

 

<!** Image 1 align="" width="540" height="720" >

 

მედეა ვასაძე VS ჯაბა ანანიძე – რა გადაწყვიტა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაასრულა მსჯელობა საქმეზე – მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძისა და ირმა ზოიძის წინააღმდეგ. 

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

 

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი დაფარა, თუმცა მოძრაობა არ შეწყვეტილა. 

ბათუმში 7 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

ამ დროისთვის ბათუმში 7 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დენის გარეშეა დარჩენილი 1790 აბონენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. 

ბათუმში ტაქსის კომპანიებმა მუშაობა შეაჩერეს

 

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში კომპანიებმა, რომლებიც მგზავრების ტაქსით მომსახურებას უზრუნველყოფენ, მუშაობა შეაჩერეს.  

აჭარის მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

აჭარის მთავრობა რეგიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

 

“გუშინ ღამით ძლიერი წვიმა და 4 -ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ზიანი მიადგა სამ მუნიციპალიტეტს – ბათუმს, ქობულეთს და ხელვაჩაურს. ქედაში, შუახევსა და ხულოში სტაბილური მდგომარეობაა.

 

სინოპტიკოსების ცნობით დღეს ისევ წვიმაა მოსალოდნელი, საღამოს 4 საათისვის გამოიდარებს, ღამით ისევ იწვიმებს, მაგრამ ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება.    

 

გადაუღებელმა წვიმამ სახლები დატბორა

 

გადაუღებელი წვიმის გამო ბათუმში რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

დატბორილი ბათუმის ქუჩები [ვიდეო, ფოტო]

 

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები დაიტბორა.  ქუჩებში მუხლამდე წყალი დგას. შეუძლებელია ფეხით გადაადგილება. დატბორილია ეზოები და სარდაფები.  

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა

 

ბათუმში კოკისპირული წვიმის შედეგად ქუჩების ნაწილი დატბორილია. “ჭაობისა” და ავტოსადგურის ტერიტორიაზე მუხლებამდე წყალი დგას. ამ ქუჩების მიმდებარედ სახლის ეზოები და კორპუსის სადარბაზოები წყლითაა სავსე. შეზღუდულია მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება. 

დატბორილი „ოცნების ქალაქი“

 

ხელვაჩაურში, ყოფილი 54-ე ბატალინის ტერიტორიაზე ქოხებისაგან გაშენებული დასახლება, რომელსაც აქ მცხოვრებნი „ოცნების ქალაქს“ უწოდებენ, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორა. 

წყალდიდობის გამო ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა დაიტბორა

 

ძლიერი წვიმის გამო ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა დაიტბორა. როგორც “ბათუმელებს” აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა ამ დროისთვის ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის ჩაქვის მონაკვეთში შეფერხებულია მოძრაობა.

 

 

ბათუმის ციხე პატიმრებით შეივსო


“ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმის #3 საპყრობილე პატიმრებს ვეღარ იტევს და დაწესებულებაში მხოლოდ იმ პატიმრებს იღებენ, რომლებსაც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული და თანხის გადახდის შემდეგ საპატიმროს დატოვებენ. 

მედიაკონფერენცია ბათუმში [ფოტო]

 

ბათუმში ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებით მედიაკონფერენცია მიმდინარეობს. მედიაკონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნა. შემდეგ კი რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს რის წინაშეც დღეს დგას რეგიონული მაუწყებლები, პრესა და ონლაინ მედია. 

რადარამის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

 

დღეს მაღაზია “წიგნები ბათუმში” რადარამი რიგით მე-12 წიგნის პრეზენტაციას გამართავს.  კვამე ენტონი აპიას „ღირსების კოდექსი: როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

პატარა პრინცი

 

 

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის შედევრს ხშირად მიაკუთვნებენ საბავშვო წიგნების კატეგორიას, რაც მცდარი შეხედულებაა. ზოგადად, წიგნების ასეთი მკაცრი კლასიფიკაცია საბჭოთა პერიოდის საგანმანათლებლო სისტემიდან მომდინარეობს და ჯერ კიდევ ღრმად აქვს ჩენში ფესვები გადგმული. ეკზიუპერის რომ თავი დავანებოთ, ასეთი კლასიფიკაციის მსხვერპლნი გახდნენ „გულივერის მოგზაურობა“ (მწვავე პოლიტიკური სატირა, რომელიც საბავშვო ლიტერატურადაა მიჩნეული), „მობი დიკი“ (უდიდესი ნაწარმოები თავისუფლებასა და ჰუმანურობაზე), „გარგანტუა და პანტაგრუელი“ (კიდევ ერთი სატირა, რომელმაც კათოლიკური ეკლესია და საფრანგეთის მთავრობა აიგდო მასხრად) და მრავალი სხვა. ამ კლასიფიკაციაში მოხვდა პატარა პრინციც, მცირე ზომის შედევრი, რომელსაც ხშირად ზღაპრად მიიჩნევენ და არც ისე სერიოზულად აღიქვამენ.

Exit mobile version