მერიაში, გამგეობებსა და საკრებულების აპარატებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.
ბათუმის საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით ვაკანტურად ითვლება ყველა ის თანამდებობა, რომლებიც ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელებს აქვთ დაკავებული.
კონკურსი ძირითადად სპეციალისტებს და სამსახურების უფროსების მოადგილეებს შეეხებათ, რადგან სამსახურის უფროსების დანიშვნა კანონმდებლობით მერის ან გამგებლების ექსკლუზიიური უფლებაა და მათ ეს უფლება უკვე გამოიყენეს.
სულიკო შვენთიძის ინფორმაციით შტებში უკვე აყვანილი თანამდებობის პირებითვის კანონმდებლობა ატესტაციას ითვალისწინებს : „ ამით მათი კვალიფიკაცია შემოქმდება, თუ ვინმე ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს თანამდებობიდან გათავისუფლდება და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკუსი გამოცხადდება“ .