ილიას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო ჩანაწერი

 

 „მართლმსაჯულების მუზეუმს“ ახალი ექსპონატი შეემატა. დაინტერესებულ პირებს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ბრალდებულ, გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო განხილვის სტენოგრაფიული ჩანაწერის ნახვის საშუალება, უკვე უზენაესი სასამართლოს „მართლმსაჯულების მუზეუმში“ შეეძლებათ.

გიორგი აბაშიძე საქართველოდან წავიდა

 

 

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გიორგი აბაშიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გიორგი აბაშიძე პროცესს არ ესწრება, ადვოკატის განცხადებით, ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო  მოსკოვში წავიდა. 

სოფელ ჩანჩხალოში სწავლა არ დაიწყო

 

 დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მიზეზი მოსწავლეთა მშობლების პროტესტი იყო. სოფელში მიმდინარე გვირაბის მშენებლობის გამო სკოლის შენობას გაუჩნდა ბზარები, რის გამოც მშობლები შვილების სკოლაში გაშვებაზე უარს აცხადებენ.

 

საპროტესტო აქცია ბათუმის უნივერსიტეტში

 

დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივას” საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.

 

დააზღვიე ციტრუსი ,,ჯიპიაი ჰოლდინგში’’


გასულ კვირას სადაზღვევო კომპანიაჯიპიაი ჰოლდინგმა’’ და საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში მოსახლეობას შეხვდა და ციტრუსის დაზღვევის შესაძლებლობა და პირობებიგააცნო. ფერმერებს მოსავლის დაზღვევა მინიმალურ ფასად შეეძლებათ, ერთი ტონა მანდარინი  –  2.4 ლარად. ციტრუსის დაზღვევა აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც პირველი სექტემბრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო.როგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აჭარასა და გურიაში ციტრუსის დაზღვევა წელს პირველად დაიწყო. დაზღვევას 5 000 000 ლარი მოხმარდება.

„გათავისუფლებული შალვა ჯანიყაშვილი თანამდებობაზე ისევ დანიშნეს“

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რაულ თავართქილაძის განცხადებით,  ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების ყოფილი უფროსი, შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი, რომელიც თანამდებობიდან პოლიციისთვის შეუფერებელი საქციელის გამო გაათავისუფლეს, ქობულეთში მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ.

„ჯერ ბათუმელებს გვაგინა და ახლა ალბათ ქობულეთელებს აგინებს“- აცხადებს რაულ თავართქილაძე.

ხმაური კანონიერ ქურდობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესზე

 

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულთა საქმეს განიხილავენ. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ადვოკატს და პროკურორს, რომ პროცესს დახურავდა.  აყალმაყალი სასამართლო პროცესზე პროკურორ რამაზ შანიძის შესავალ სიტყვას მოჰყვა.

ქირავდება ბინა ქალაქის ცენტრში, თეატრთან

 

 

ზაფხულამდე ქირავდება ოროთახიანი, კეთილმოწყობილი ბინა თორმეტსართულიანი სახლის მეხუთე სართულზე.

მის.: ახმეტელის ქუჩა #7 (თეტრის წინ)

ფასი შეთანხმებით.

მობ.: 557 919143

გიორგი აბაშიძე: ნარკოტიკს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები შეიცავს

 

გიორგი აბაშიძე სასამართლოში შეეცდება დაამტკიცოს, რომ  ნარკოტიკულ ნივთიერებებს ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები შეიცავს. 

კინო ეხმარება ბავშვებს

 

14 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს ბათუმის საერთაშირისო ფესტივალი (BIAFF) დაიწყო, რომელიც წელს, უკვე მეცხრედ იმართება. BIAFF 2014 ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს მოწვეულ სტუმრებსა და კინომოყვარულებს. წელს, BIAFF-ზე სიახლეს წარმოადგენს კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებები, რომლიდანაც შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში“.  

ქირავდება ბინა ქალაქის ცენტრში, მერიასთან

 

ქალაქ ბათუმში, მერიასთან, ქირავდება ოთხოთახიანი, არასტანდარტული ბინა (110 კვ/მ), მესამე სართულზე, აივნებით, უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, ინტერნეტით.

ფასი შეთანხმებით.

მობ.:577 203 103

საპროტესტო აქცია უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ

 

 

ქობულეთში, გამგეობის წინ ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. აქცია ქობულეთში მცხოვრები მუსლიმანი და ქრისტიანი მოსახლეობის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. 

სკოლებში სწავლა დაიწყო

 

დღეს საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გასული წლისგან განსხვავებით, ბათუმის ყველაზე მაღალკონტინგენტიანმა პირველმა საჯარო სკოლამ, პირველკლასელთა რაოდენობა შეამცირა. მიზეზი, განათლების სამინისტროს მოთხოვნა იყო, რომელიც კლასში მხოლოდ 25  მოსწავლის ყოფნას ითვალისწინებს. 

ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი დაიწყო

 

ბათუმში რიგით მეცხრე, საავტორო კინოს ფესტივალი BIAFF დაიწყო. საავტორო კინოს ფესტივალი14 სექტემბერს ბათუმის საზაფხულო თეატრში სერგო ფარაჯანოვის ფილმით “სურამის ციხე” გაიხსნა. 

კაკო ძნელაძე „ უნდობლობის პროცედურაზე მორატორიუმი გამოცხადდება“

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძვანელის კაკო ძნელაძის ინფორმაციით უნდობლობის პროცედურაზე, რომელიც  აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის წინააღმდეგ წამოიწყო მორატორიუმი გამოცხადდება. 

მურმან დუმბაძე – „ ჩვენ ერთმანეთს დავცილდით“

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. 

 

„პოლიტსაბჭომ მითხრა. რადგან თქვენ ამ პრინციპზე ხართ  არ წყვეტთ უნდობლობის პროცედურას, მაშინ თქვენ ამ პარტიიდან გარიცხული ხართო, მე ვუპასუხე გარიცხული კი არა ვარ,  რადგან თქვენ ამ პროცედურაში არ მომყვებით პარტიიდან გასული ვარ მეთქი.

უმაღლესი საბჭოს წევრებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ ელოდნენ

 

ამ წუთებში „ქართული ოცნების“  პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭო დღეს აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. 

 

გადასახლებული ორი წლის ასაკში

 

ენვერ სვანიძე გადასახლების დროს ორი წლის იყო. მისი უმცროსი ძმები კი – შვიდი თვის და ერთი წლის. მშობლები, ბებია-ბაბუა და ბიძა, სოფელ მარადიდიდან 1951 წელს ყაზახეთში გადაასახლეს. „დეკემბრის ცივ დღეს სამი ჯარისკაცი დაგვადგა თავზე. თოვლსა და ყინვაში ფეხით გვატარეს ბავშვები და მოხუცები. გზაც არ იყო, საცალფეხო ბილიკებით გვიწევდა სიარული. ჩვენთან ერთად სოფლიდან ოცზე მეტი ოჯახი გაასახლეს. საშინელი წვალება და გაჭირვება გამოვიარეთ“ – ასე იხსენებს სტალინური რეპრესიების დეტალებს ენვერ სვანიძე. 

სულხან ღლონტი „ მურმან დუმბაძის გუნდს აქვს უტოპიური მიზანი“

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი,  ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“- ის ფრაქციის თავმჯდომარე  აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დაპირისპირებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

არჩილ ხაბაძე: ფრაქცია ქართული ოცნება მურმან დუმბაძის მოსაზრებებს ემორჩილება

 

„ავთო ბერიძემ შეხვედრისას მთხოვა დამეთხოვა მთავრობა და წარმედგინა ახალი შემადგენლობა, მხოლოდ ერთი მინისტრის – დავით ბალაძის გარეშე. ამ შემთხვევაში, ისინი პირობას დებდნენ, რომ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებდნენ.“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებას  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ ბერიძესთან შეხვედრის შესახებ მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.  

ცხრასულიანი ოჯახი სახლის გარეშე რჩება

 

წალკაში, სოფელ ავრალნოში მცხოვრები მიქელაძეების ცხრასულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშეა.  

მშვილდოსნები ბათუმიდან

 

 

აჭარაში მშვილდოსნების სამი კატეგორიააკადეტები (17 წლამდე), ახალგაზრდები (18-21 წლამდე) და დიდები. შეჯიბრებებიც ამ კატეგორიების მიხედვით ტარდება. ამჟამად ბათუმში მშვილდოსნობით სულ 80 ადამიანია დაინტერესებული, რომელთაც შვიდი მწვრთნელი ავარჯიშებს. მშვილდოსნები ანგისის სტადიონზე ვარჯიშობენ.

მედეა ვასაძის ფარულ ჩანაწერს აჭარის მთავრობა ეხმიანება

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძის მიერ ფარული ჩანაწერის გასაჯაროვებას,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ლევან ჯაში ეხმაურება. 

მედეა ვასაძემ არჩილ ხაბაძის წარმომადგენელთან საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა

 

12 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებებს  ბრიფინგით გამოეხმაურა. მედეა ვასაძემ იმ საუბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც მასსა და აჭარის მთავრობის თანამშრომელ, პარმენ ჯალაღონიას შორის შედგა. 

ბათუმში ხვალ საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

 

14 სექტემბერს, 19:30 წუთზე,  საზაფხულო თეატრში საავტორო კინოს ბათუმის მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. 

„ეტლში მჯდომი ხშირად ვფიქრობ – რა იქნება მომავალში?“

 

„როცა ქუჩაში მივდივარ, ადამიანები ფართოდ გახელილი თვალებით მიყურებენ. ბავშვებისგან არ მწყინს, როცა თითს იშვერენ და ამბობენ – „რა პატარაა“. მათთვის არავის უსწავლებია, რომ ადამიანი განსხვავებული შეიძლება იყოს, მაგრამ თანასწორი. უნივერსიტეტშიც გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ. თუმცა, გამოჩნდნენ სხვები და ცოტათი შეიცვალა დამოკიდებულება. ადრე ვღიზიანდებოდი, როცა ჩემი ტანმორჩილობის გამო ახსნა-განმარტების გაკეთება მიწევდა, თუმცა მივეჩვიე და ახლა გულთან აღარ მიმაქვს“, – ამბობს შორენა მამულაძე. ის ახლა 25 წლისაა. საზოგადოებაში არსებულ სტიგმას სძლია და სტუდენტი გახდა. 

ფსიქოპათი

 

ჰიჩკოკის ფილმები სულ რომ არ გიყვარდეთ, ერთი სცენა მაინც გემახსოვრებათ საკულტო „ფსიქოდან“: მშვენიერი ქერა ქალი შხაპის ქვეშ, შემდეგ დანიანი უცნობი და ბოლოს ტრაპისკენ წასული, სისხლშერეული წყლის ნაკადი. აი, ეს წყლის ნაკადია სწორედ ძალიან შთამბეჭდავი.

 

 

ბათუმის ვიცე-მერის ქონება და კავშირები

 

ბაგრატ მანველიძე  ბათუმის ვიცე-მერი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეიძლება ძველი კადრი ეწოდოს. ის საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე იყო ასლან აბაშიძის მმართველობის დროს. მერე ჰქონდა ხუთწლიანი პაუზა – ამბობს, რომ 2007 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობას უძღვებოდა თავისსავე სოფელში. ბოლო რამდენიმე წელია მის სახელზე არაერთი ქონება გაჩნდა საჯარო რეესტრში. ამ ქონების მიხედვით ბათუმის ახალი ვიცე-მერი მილიონერი თუ არა მდიდარი კაცია.

შაკიკი – თავის ფეთქებადი ტკივილი

 

შაკიკი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ათ პროცენტს აწუხებს, სამჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ზოგჯერ დაავადებას თან ახლავს წინასწარი სიმპტომები, რომლის ამოცნობითაც შესაძლოა შეტევა საერთოდ აიცილო თავიდან. შეტევამდელ სიმპტომებს  აურა ჰქვია, თუმცა დაავადება შესაძლოა აურის გარეშეც მიმდინარეობდეს. „შესაძლოა პაციენტი ნახევარი საათით ადრე ნათელ წერტილებს ან/და ხაზებს ხედავდეს. ასეთ დროს პაციენტი ტკივილის დაწყებამდე იღებს ექიმის მიერ დანიშნულ მითითებებს და მედიკამენტს. ამით შეიძლება შეტევა საერთოდ აიცილო თავიდან“, – ამბობს ნევროლოგი ირმა ხვიჩია.

ექსტრემალური ტურიზმი მტირალაზე 15 ლარად

 

მტირალას ეროვნულ პარკში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ახალი გასართობი ელის. ექსტრემალური ტურისტული სერვისი  „ზიპლაინი“  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა  და გერმანელი ექსპერტების მხარდაჭერით მოეწყო. „ზიპლაინი“ ხეებს შორის, დახრილ სივრცეზე გაბმული ბაგირია, რომლითაც, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისკენ დაშვება. პარკში დამონტაჟებული „ზიპლაინის“  საერთო სიგრძე 250 მეტრია. 

ნაციონალური მოძრაობა: ”ხაბაძე სააკაშვილის კადრი არ არის”

 

დღეს ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, უმაღლესი საბჭოს წევრმა ეკატერინე თარგამაძემ განცხადება გააკეთა. ის გუშინ, TV25-ის ეთერში,  უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ჯემალ ფუტკარაძის მიერ გაჟღერებულ ფრაზას გამოეხმაურა სადაც ის ამბობდა, რომ არჩილ ხაბაძე მიხელი სააკაშვილის კადრია.

გიორგი აბაშიძე გაათავისუფლეს

 

გუშინ ღამით აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძი შვილს გიორგი აბაშიძე დააკავეს. მას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. გირგი აბაშიძის ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით იგი დღეს, 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

ვინ გაიმარჯვა ბოტანიკური ბაღის ფოტოკონკურსში

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსი “მწვანე ბაღი” დღეს დასრულდა, გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ.

სასამართლომ სამ პირს ას-ას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

 

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქობულეთში 10 სექტემბერს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დაკავებული სამი ადამიანის პროცესი გაიმართა. 

ბათუმის ციხეში პატიმარი შიმშილობს


ბათუმის №3 დაწესებულებაში 45 წლის რ.დ შიმშილობს. ის ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებითაა დაკავებული. “ბათუმელებს” ამ ინფორმაციას სახალხო დამცელის წარმომადგენელი აჭარაში გიორგი ჩარკვიანი უდასტურებს.


ხალხის პარტის წევრის ბრალდება ქართულ ოცნებას

 

 ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური პარტიის „ხალხის პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ბათუმის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა ჯუმბერ თავართქილაძე განცხადება გააკეთა. თავართქილაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა – დაითხოვოს აჭარის უმაღლესი საბჭო და მის ასარჩევად რიგგარეშე კენჭისყრა ჩაატაროს.

Exit mobile version