პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: „…როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინამდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ, ან ძმამ, ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფის, ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია!“. ბათუმის საკრებულოს წევრმა კი, კიდევ ერთ ვიცე-სპიკერს, მურმან დუმბაძეს ფეისბუქით შეუთვალა – „ქეჩა მკარით“. როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსის ენა და რა გამოწვევის დაძლევა მოუწევს საზოგადოებას ქცევის წესების შესაცვლელად?