„ბათუმი“ განახლებული შემადგენლობითა და ახალი მწვრთნელით

 

 

2014-2015 წლის სეზონის საქართველოს რაგბის ეროვნული  ჩემპიონატი 15 აგვისტოს დაიწყო. ჩატარდა ოთხი ტური. ბათუმის სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ ოთხი თამაშიდან ორი მოიგო და „არმიასთან“ (15:25) და „ლელოსთან“ (0:20) დამარცხდა. „ბათუმმა“ გასულ სეზონში 8 ქულა დააგროვა და მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგის ათეულში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. უმაღეს ლიგაში პირველ ადგილზე ბოლნისის “ყოჩებია“, რომელსაც 17 ქულა აქვს.   „ბათუმის” შემადგენლობა 12 ახალი მოთამაშით განახლდა. კლუბი დატოვეს უცხოელმა ლეგიონელებმა და ამჟამად მთლიანად ქართველი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ახალი სეზონიდან, ლევან მგელაძის წასვლის შემდეგ, კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს – „ბათუმის” ყოფილი კაპიტანი დავით გუგუშვილი. ის ამ პოზიციას თამაშის პარალელურად ითავსებს. 

ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები

 

სატყეო რესურსების ქედის განყოფილებამ ხე-ტყის უკანონო ჭრის 37 ფაქტი გამოავლინა,  35 მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა, ორი ფაქტი კი გამოსაძიებლად შსს სამინისტროს ქედის რაიონულ განყოფილებას გადასცა. უკანონო ჭრით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალი 24 929 ლარია.

22 მუშა ხელფასის მოლოდინში

 

კუთვნილი ხელფასის მიღების მოთხოვნით მშენებლებმა აქცია ორი კვირის წინ გამართეს და ცენტრალური საავტომობილო გზა ხულოში რამდენიმე წუთით გადაკეტეს. უშედეგოდ დასრულებული აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მშენებლებმა დახმარება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელს ზურაბ სიხარულიძეს სთხოვეს. მუშები ამბობენ, რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა მიეღოთ, თუმცა ამ დრომდე მათთვის ხელფასი არ გადაუხდიათ. ისინი კომპანიისგან კუთვნილ თანხას და ხელისუფლებისგან ყურადღებას მოითხოვენ. მუშები ამბობენ, რომ არაერთხელ გაუგზავნეს წერილი მთავრობას დახმარების  თხოვნით, თუმცა ამაოდ.    

ავტობანის განახლებული მშენებლობა ბაგრატონის ქუჩაზე

 

რამდენიმე კვირის წინ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ამ ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 13 499 999 ლარი გამოიყო, 2011 წელს დაიწყო. რეკონსტრუქციით გათვალისწინებული იყო ავტობანის მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩიდან ბარცხანის ხიდამდე. სამუშაოები პროექტის მიხედვით რამდენიმე ეტაპად დაიყო, ნაწილი 2011-2013 წლებში შესრულდა და ავტობანი სულაბერიძის ქუჩამდე გაკეთდა, სადაც 36 ოჯახს კომპენსაციის სანაცვლოდ მოუხდა საკუთარი სახლის დათმობა. დარჩენილ მონაკვეთზე კი სამშენებლო სამუშაოები ერთი წლით იყო შეჩერებული.

ვინ იღებს ძვირადღირებულ დაკვეთებს ბათუმის მერიისგან

 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაფორმებული კონტრაქტების მონიტორინგით დგინდება, რომ მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს დღესაც ის კომპანიები იღებენ, რომლებიც ბაზარზე 2010 წლიდან გამოჩნდნენ. მათგან უმეტესობა წინა ხელისუფლებასთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან ასოცირდებოდა ან “ნაციონალური მოძრაობის” შემწირველი იყო. დღეს ეს კომპანიები ბაზარზე გამოცდილებით, ტექნიკური და ფინანსური მდგრადობით ლიდერობენ და ტენდერებსაც იგებენ. 

რას ითხოვენ გონიოელები მერიისგან

 

 რკინაბეტონის საფარი არ არის შეღებილი, სკამები და სანაგვე ურნები არ დგას,  არ არის ჩართული განათება – ეს მდგომარეობა გონიო-კვარიათის  ზღვისპირა  ბულვარშია. აქ რკინაბეტონის საფარი და ველობილიკი 2012 წელს გაკეთდა. ბულვარი 2,75 კილომეტრის სიგრძეზეა გაშლილი. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ აქაურობა კეთილმოუწყობელია.  

ცეკვის სიყვარული როგორც ‘დიაგნოზი’

 

„ცეკვაზე დამოკიდებულება” – ეს ნესტან შაშიკაძის დიაგნოზია, დიაგნოზი საკუთარ თავს თვითონ დაუსვა, ექიმია, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულება ცუდი შედეგის მომტანია.  

ძროხა ყვითელ ავტობუსში

 

მემთეურები მთიდან ბარში ბრუნდებიან. მსხვილფეხა საქონლის გადასაყვანად კი ძველ, პაზი ტიპის ავტობუსს იყენებენ. 

აქცია ადამიანების გადასარჩენად

19 სექტემბერს, ქ. ბათუმში (მის: ჯავახიშვილის N72, ეკლესიის უკან) სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შესაქმნელად გაიმართება აქცია ,,გაიღე სისხლი – სიცოცხლის გადასარჩენად“. 

არჩილ ხაბაძე მუსლიმანური სასწავლებლის შესახებ: მოლაპარაკების პროცესში ჩართული ვარ

 

არჩილ ხაბაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ქობულეთში მუსლიმანური სასწავლებლის გახსნათან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესში შუამავლის როლი მას აკისრია.

„მე მივეცი სახელმწიფოს ოქრო, მან კი წამართვა მიწა“

 

1999 წელს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს მნიშვნელოვანი აღმოჩენა შეემატა. სოფელ ზანაქიძეებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის დოცენტმა, მიხეილ ფარტენაძემ მიწაში, რომელსაც წლების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდა, ოქროს დიადემა აღმოაჩინა. სპეციალისტების შეფასებით, ოქროს ფირფიტისგან დამზადებული დიადემა ახალი წ.აღ-ის მეორე საუკუნით, რომაული ხანით თარიღდება. დიადემა და სხვა ნივთები მიხეილ ფარტენაძემ მუზეუმს ანუ სახელმწიფოს გადასცა. მას სახელმწიფომ არქეოლოგიური კვლევების გაგრძელების მიზნით აღნიშნული მიწის დათმობა და ალტერნატიული ფართობის დათმობა შესთავაზა. მიხეილ ფარტენაძე დათანხმდა, თუმცა ოქროს სანაცვლოდ მიღებული მიწა მისი უკვე აღარ არის. 

რატომ დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები

 

 გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ბათუმში საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა პოლიციის თანამშრომლების გულგრილობა-უწყებაში „ბათუმელების” ამ შეკითხვას არ უპასუხეს, „ბათუმელების” ინფორმაციით კი პატრულის თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზეზი გახდა ის, რომ მათ მოქალაქეს ჯარიმა არ გამოუწერეს.

სექსისტური და სტერეოტიპული მედია

 

„სექსისტური და სტერეოტიპული მედია“- მსგავს შეფასებებს ქართული ბეჭდური თუ ტელემედია უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან ხშირად იღებს. მედია, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ეთიკურ სტანდარტებს, ხშირად ხდება დისკრიმინაციის წამახალისებელი და საზოგადოებაში არსებული დოგმების გამყარების ინსპირატორი. ქართულ ტელესივრცეში, საავტორო, გასართობ თუ სხვადასხვა ტიპის გადაცემებში ხშირია დისკრიმინაციული სიტყვებისა თუ გამონათქვამების გამოყენება, როგორც გენდერული, ასევე რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მისამართით. რატომ მიმართავს მედია სიძულვილის ენას და როგორ უნდა დაიცვას თავი დისკრიმინაციის საფრთხის წახალისებისგან?  

აქცია ქობულეთში ქართველ მუსლიმთა პანსიონის წინ [ფოტო]

 

დღეს ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე „ქართველ მუსლიმთა პანსიონის” წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განმარტებით ისინი აპროტესტებდნენ „ქრისტიანულ უბანში მუსლიმური სამლოცველოს გახსნას”. 

gogasus: ჩემი კონკურენტი ვერავინ ვერ იქნება

 

 

gogasus-ი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი სტილისტია. თბილისში, “გოგასუს ჰაირ სტუდიოს” დამაარსებელი და საქართველოში “ჰეარ შოუების” (თმის შოუ) ორგანიზატორი ამჟამად ბათუმში მასტერკლასებს უტარებს სტილისტებს.

6 ვაკანსია და 342 განაცხადი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გამოცხადებულ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე 342 განაცხადი შევიდა. 

ფრინველების მესამე საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში

 

15 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.  ფესტივალის ფარგლებში ტარდება გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებიდან და თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

ექვსი ფოტო მანდარინის ბაღიდან

 

აჭარაში ციტრუსის სეზონი ახლოვდება. მანდარინი ჯერ ისევ მწვანეა, თუმცა გლეხები ციტრუსის გასაღების პრობლემაზე უკვე ფიქრობენ. 

ერთი დღე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

 

თუ სფაგნუმის „ბალიშების“, მწერიჭამია მცენარეებისა და წითელ წიგნში შეტანილი სამეფო გვიმრას ნახვა გაინტერესებთ და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაც მოგწონთ, შემოდგომის ერთ-ერთ მშრალ, მზიან დღეს ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სამოგზაუროდ უნდა წახვიდეთ, ფეხზე ნეკერჩხლის ტოტებისაგან დაწნული თხილამურები მოირგოთ და დაათვალიეროთ ტერიტორია, სადაც მდებარე ისპანის ჭაობს რამსარის კონვენცია იცავს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ადგილს მსოფლიოში. 

მკურნალობის შემთხვევაში ავადმყოფი გადაადგილებას შეძლებს

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში მცხოვრები მურმან გორგაძის სამსულიანი ოჯახი გაუსაძლის მდგომარეობაშია. მძიმე სოციალურ ფონთან ერთად მძიმეა ამ ოჯახის უხუცესი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ოჯახის დიასახლისი მურმან გორგაძის მკურნალობასა და სახლის გამაგრებაზე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, ექიმის თქმით, საწოლს მიჯაჭვული მურმან გორგაძე გადაადგილებას შეძლებს.

 

მერების შეხვედრა ბათუმში

 

დღეს, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ ბათუმში საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და ქალაქის მერების შეხვედრა იმართება. 

ველურები, თავისუფალი ვარდნა და სხვა ფილმები ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე – 17 სექტემბერი

 

ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე დღეს, 17 სექტემბერს, შემდეგი ფილმების ნახვა შეგიძლიათ: 

ქობულეთში მუსლიმანურ პანსიონთან აქცია გრძელდება

 

ბათუმის მეჩეთში მალე შეხვედრა უნდა დაიწყოს, რომელზეც განხილვის მთავარი საკითხი ქობულეთში, მუსლმანური პანსიონატის საკითხი იქნება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობის“ თავმჯდომარემ, რამაზ კაკალაძემ განუცხადა.  

ფარაჯანოვის დღე ბათუმის კინოფესტივალზე

 

 საავტორო კინოს ბათუმის მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დღეს პროგრამების პრეზენტაციას გამართავს

 

დღეს, 14:00 საათზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიმართება შეხვედრა აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე  სამინისტროსა და გამგეობების 2015 წლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების პროექტები განიხილება.

გაკვეთილები გოგონებისა და ბიჭებისათვის

 

 

რამდენიმე კვირის წინ ჩემს ნათესავთან ვიყავი სტუმრად დაბადების დღეზე. ანანო, რომელიც 8 წლის გახდა, მიყვებოდა: „გუშინ მეგობრებთან ერთად გავისეირნე, წასვლამდე 2 საათი ვემზადებოდი – თმები გავიკეთე, გამოვიპრანჭე… მერე მაღაზიებში შევიარეთ და კაბები და „ბრჭყვიალა აბადოკები” დავათვალიერეთ (რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად). სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი ოთახი დავალაგე და დედას ნამცხვრის გამოცხობაში დავეხმარე, მოკლედ, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც გოგონების წესია”- დაასრულა ანანომ.

ბათუმთან ახლოს იყიდება სახლი, მიწის ნაკვეთით

 

 ხელვაჩაურში, სოფელ წინსვლაში იყიდება სახლი მიწის ნაკვეთით.

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე – 16 სექტემბერი

 

 „ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი“, „მშვიდობით ენავ“ და „ჯიმის დარბაზი“  – დღეს, საღამოს შვიდი საათიდან ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ამ ფილმების ნახვა შეგიძლიათ.  

მაღალმთიანეთში შეშის ლიმიტი იზრდება

 

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოყოფილი შეშის მოცულობა 7მ3-დან 15მ3-მდე იზრდება. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა 1-ელ სექტემბერს მოაწერა ხელი. ცვლილება „ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში შევიდა.

ხვალ ბათუმში გამოფენა „შავი ზღვა“ გაიხსნება

 

ბათუმში, 17 სექტემბერს, 20:00 საათზე  თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, CAC 41N/41E, გამოფენა „შავი ზღვა“ გაიხსნება. 

მედეა ვასაძის განცხადებას ჯაბა ანანიძის წინააღმდეგ ქარტია პრესკაფეში განიხილავს

 

 კვირას, 21 სექტემბერს ბათუმში, პრესკაფეში გაიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრები განიხილავენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის განცხადებას ჯაბა ანანიძის და ირმა ზოიძის წინააღმდეგ.  

აჭარის მთავრობა vs უმაღლესი საბჭო ვინ იხეირა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით


ადგილობრივ პოლიტიკურ ფოლკლორს, რომელიც რეგიონს გასცდა გაგრძელება ექნება – ამის შემდეგ შეიძლება პეტრემ გააცნობიეროს რომ პასუხისმგებლობა პავლესიცაა, რის შემდეგაც შესაძლოა ცვლილებები მივიღოთ აჭარის მთავრობაშიც. სავარაუდოდ გართულდება 2015 წლის ბოუჯეტის დამტკიცების პროცედურა. აჭარის მთავრობა არ არის იმდენად გამოცდილი რომ ამ უცნაურ მდგომარეობას კიდევ ორი წლის განმავლობაში გაუძლოს – ასე აფასებს     არასმთავრობო ორგანიზაცია  „თავისუფლება და დემოკრატიის“ გამგეობის წევრი    ნინო ჩხეტია აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს შესახებ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას. მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.  

შშმ პირთა უფლებებისათვის წლიურს ანგარიშს აქვეყნებს

 

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამ წუთებში  ორგანიზაცია “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის” ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

ადვოკატის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

 

ადვოკატი რამინ პაპიძე “ბათუმელებთან” საუბრისას აცხადებს რომ მას პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს რომ მის საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

პროკურორი ადვოკატს უჩივის

 

პროკურორმა შოთა ხორავამ ადვოკატ რამინ პაპიძეს უჩივლა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო. ადვოკატი ჯერ მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება: უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეები ვაუჩერის მისაღებად საფასურს აღარ გადაიხდიან

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება კი უკვე  გამოაცხადა. სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალქალაქში მცხოვრები ექვსი უცხოელი მოსწავლის (რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები) სახელით ჰქონდა შეტანილი.

Exit mobile version