ნეტგაზეთი • RU

გიორგი პაპუაშვილი მიდორი მაცუშიმას შეხვდა

 

დღეს იაპონიის იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და იაპონიის იუსტიციის მინისტრს მიდორი მაცუშიმას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო. გიორგი პაპუაშვილმა და მიდორი მაცუშიმამ ორი ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

 


იაპონიის მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მოხარულია, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების თვალსაზრისით.

 

საუბრისას მიდორი მაცუშიმამ აღნიშნა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მნიშვნელობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, რასაც თვად კონსტიტუცია ითვალისწინებდა.


მინისტრი განსაკუთრებით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა იმ პერიოდში კონსტიტუციით გათვალისწინებული ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი
საარჩევნო და სხვა უფლებებით.



შეხვედრის ბოლოს, მიდორი მაცუშიმამ საქართველოში ვიზიტის სურვილიც გამოთქვა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"